ევროპული სტანდარტების პედიატრიული კლინიკა „გლობალმედი“ – ვაკეში!
ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებისთვის: ვაკეში, ყიფშიძის ქუჩა ¹3ბ-ში, გაიხსნა ახლი, თანამედროვე პედიატრიული კლინიკა, გადაუდებელი, 24-საათიანი დახმარებით, „ემერჯენსით,” დღის სტაციონარით. კლინიკა დაკომპლექტებულია საუკეთესო ქართველი პედიატრებითა და სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებით; აქვს საკუთარი ლაბორატორია და დიაგნოსტიკური ცენტრი. დღეიდან თბილისის ცენტრალური უბნის მცხოვრებლებს აღარ მოუწევთ პატარების პერიფერიაზე გადაყვანა და სამედიცინო დახმარებას ოპერატიულად მიიღებენ.
კლინიკის მთავარი ექიმია ქალბატონი ქეთევან ნემსაძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, 2013 წლიდან საქართველოს პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს კითხვებს უპასუხებს.
– ქალბატონო ქეთი, რა უპირატესობები აქვს „გლობალმედის” პედიატრიულ კლინიკას სხვა კლინიკებთან შედარებით?
– კლინიკა მკურნალობს პატარა პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებით; გვყავს მაღალკვალიფიციური ექიმები და სამედიცინო პერსონალი; გვაქვს თანამედროვე დიაგნოსტიკის საშუალებები. ჩვენი პალატები პაციენტებს უქმნის მაქსიმალურ კომფორტს და ამბულატორიული განყოფილებაც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. კლინიკა გაყოფილია იზოლირებული შესასვლელებით, რაც საშუალებას გვაძლევს, გავმიჯნოთ ჯანმრთელი და ინფიცირებული პაციენტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, გეგმიური ვაქცინაციების ჩატარებისას, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ.
– კონკრეტულად რა სამედიცინო დახმარებას სთავაზობთ პატარა პაციენტებს?
– ამბულატორიულ განყოფილებაში ტარდება პედიატრის, ოჯახის ექიმის, ფსიქოლოგისა და სხვა სპეციალისტების კონსულტაციები; ხდება ექიმის გამოძახება ბინაზე, დამატებით ფასდება ბავშვის ჯანმრთელობა მის გლობალურ განვითარებასთან ერთად, რაც იძლევა საშუალებას, გავიგოთ, თუ რამდენად შეესაბამება ბავშვის განვითარება მის ასაკს. ჩვენ გვაქვს დღის სტაციონარი, სადაც პაციენტებს უტარდებათ პროტოკოლით განსაზღვრული მკურნალობა; ასევე, გვაქვს ლაბორატორია, სადაც ვატარებთ სხვადასხვა გამოკვლევას და, ბოლოს, 24-საათიანი პედიატრიული ემერჯენსი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სრული სპექტრით.
– ქალბატონო ქეთი, თქვენი კლინიკა განთავსებულია ცენტრში – ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე. ბევრი მშობლისთვის, ვინც ცენტრალურ უბანში ცხოვრობს, ეს სასიხარულო ინფორმაციაა. შეიძლება თუ არა, ნებისმიერმა პაციენტმა მიიღოს თქვენთან სამედიცინო დახმარება?
– დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენთან მოქმედებს საყოველთაო დაზღვევა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე; ამასთანავე, ამბულატორიულ პაციენტებს შეუძლიათ, ისარგებლონ „არდის”, „ჯიპიაისა” და „ქართუს” დაზღვევით – ჩვენ მათი პროვაიდერი კლინიკა ვართ.
– როგორც ვიცი, ჰოლდინგ „გლობალმედს” აქვს რამდენიმე მიმართულება, მათ შორის არის უცხოეთში მკურნალობის ცენტრი და შტუტგარტის ლაბორატორია, რაც, ალბათ, დამატებით შესაძლებლობებს გაძლევთ.
– დიახ, რთული პაციენტებისთვის ჩვენი კლინიკა გეგმავს ტელეხიდებს გერმანიისა და ისრაელის კლინიკებთან. უცხოელ კოლეგებთან დისტანციური კონსილიუმის შედეგად, ხდება ურთულესი დიაგნოზების დასმა და ავადმყოფობის მართვა. ამ ყველაფერს ვხელმძღვანელობ და სხვადასხვა სპეციალისტს შორის ვასრულებ მაკოორდინებელ ფუნქციას როგორც ზოგადი პედიატრი. საჭიროების შემთხვევაში, ასევე, გვაქვს საშუალება, „გლობალმედში” მოვიწვიოთ ნებისმიერი რანგისა და მიმართულების სპეციალისტი სხვადასხვა ქვეყნიდან. რაც შეეხება ლაბორატორიულ კვლევებს, ჩვენს პაციენტებს ორ პრინციპს ვთავაზობთ: ერთი არის ადგილობრივი ლაბორატორია სწრაფი ტესტებისთვის, ხოლო მეორე გახლავთ შტუტგარტის ლაბორატორია, საიდანაც ყველა ანალიზი იგზავნება ქალაქ შტუტგარტში, Synlab-ის ლაბორატორიაში, რომლის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში ჰოლდინგი „გლობალმედია.”
– როგორი ფასებია თქვენს კლინიკაში და გაქვთ თუ არა აქციები?
– ჩვენს კლინიკაში ფასები საშუალოა, მაგალითისთვის, ექიმი-პედიატრის კონსულტაცია 35-50 ლარი ღირს, ექოსკოპიური კვლევა – 30-50 ლარი. გადაუდებელ დახმარებას სახელმწიფო აფინანსებს; ხშირად გვაქვს სხვადასხვა სახის აქციები, როცა პაციენტებს ვთავაზობთ უფასო კონსულტაციებსა და სხვადასხვა ფასდაკლებას. ჩვენი აქციების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს „ფეისბუქის” გვერდზე ან ჩვენს საიტზე – www.globalmed.ge. უახლოეს პერიოდში ჩვენთან გაიხსნება ქირურგიული განყოფილება, სადაც გაკეთდება გეგმური ოპერაციები.
– და, ბოლოს, რას უსურვებთ მშობლებსა და პატარებს?
– პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ყველა პატარას ვუსურვებ ჯანმრთელობას! მშობლებს კი შევახსენებ, რომ აუცილებელია ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების ხელშეწყობა, დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და პრევენცია. საჭიროა Check-up, რაც ნიშნავს ბავშვის პროფილაქტიკურ გასინჯვას ჯანმრთელობის მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად, რომელიც უნდა ჩატარდეს 1 წლის ასაკამდე – 2 თვეში ერთხელ; 1-3 წლამდე – წელიწადში ორჯერ; 3 წლის ზემოთ – წელიწადში ერთხელ. ჩვენთან მუშაობს 24-საათიანი ცხელი ხაზი. დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 224-03-03 ან 599 55-77-97 ან მოგვწერეთ: doctor@globalmed.ge