კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აჩუქა მეუღლეს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრმა ირაკლი მოსეშვილმა 110 000 აშშ დოლარის ღირებულების ბინა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი 1971 წლის 25 ივლისსაა დაბადებული თბილისში. განათლება თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიუღია, სადაც ის 1989-1994 წლებში სწავლობდა და კვალიფიკაციით ინჟინერ-სისტემატიკოსია, თუმცა 1998 წელს „ინტერნიუსის” სატელევიზიო მენეჯმენტში გაუვლია ტრენინგი, ხოლო 2002 წელს ვლადიმირ პოზნერის ლექციათა კურსიც მოუსმენია  სატელევიზიო მაუწყებლობის საფუძვლების შესახებ. მისი შრომითი ბიოგრაფია 1988 წელს იწყება გლდანის რადიოქარხნის ზეინკლობით; 1992 წელს ჟურნალისტობისთვის მიუყვია ხელი საინფორმაციო სააგენტო „იბერიაში”, სადაც 1995 წლამდე იმუშავა  და გადამცემი განყოფილების უფროსობასაც მიაღწია. ამის პარალელურად, 1993-1995 წლებში, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტადაც მუშაობდა. 1995-ში უკვე სტუდია „აუდიენციის“ ჟურნალისტი გამხდარა, შემდეგ – რეჟისორი, წამყვანი და თვით დირექტორის მოადგილეც (ეს ყოველივე 2001 წლამდე მოუსწრია).  იმავდროულად, 1999-2000 წლებში, სტუდია „აუდიენციის“ საავტორო გადაცემა „გრიფით – „საიდუმლოს“ ავტორი და წამყვანიც იყო. 2001 წელს „ტელეიმედის” პროგრამების დირექციის დირექტორად გადასულა. 2002-დან 2005 წლამდე კომპანია „პრემიერში” მუშაობდა: დირექტორის მოადგილედ, გადაცემების – „რა ხდება”, „ჩვენ”, „იმღერე რამე“ – პროდიუსერად და რეჟისორად.  2005 წელს „იმედში“ გადაუნაცვლებია („ღია ეთერი”, „რეაქცია” – პროდიუსერი და რეჟისორი). 2007 წელს ტელეკომპანია „იმედის” საზოგადოებრივ-პოლიტიკური დირექციის თოქ-შოუების  გენერალური პროდიუსერი გახდა, 2008 წელს კი პოლიტიკურ ღვწასაც მიჰყო ხელი და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ საორგანიზაციო მდივნის ამპლუაში მოგვევლინა,  2009 წლამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსად იმუშავა, 2009 წლის მარტიდან დღემდე  კი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრია (წელიწადში გარანტირებული, საშუალოდ, 200 000-ლარიანი სახელფასო შემოსავლით).

ირაკლი მოსეშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2009 წლით თარიღდება და ის მან, ბუნებრივია, შეავსო, როგორც მარეგულირებელი კომისიის წევრმა. ოჯახის წევრებად მიუთითა: დედ-მამა, მეუღლე – სოფიო ნიკოლაიშვილი და ორი შვილი – მარიამი და ლევანი. იმხანად ოჯახის ერთადერთი უძრავი ქონება – საცხოვრებელი ბინა ცაბაძის ქუჩაზე – ეკუთვნოდა ირაკლი მოსეშვილის მამას, ბატონ რომანს. 2008 წელს დასაქმებულები იყვნენ: ირაკლი მოსეშვილი, მან წლის განმავლობაში 3 სამუშაო ადგილი გამოიცვალა და საერთო ჯამში, 18 000 ლარზე ოდნავ მეტი აიღო; სოფიო ნიკოლაიშვილს – მარტამდე „იმედის“ პროდიუსერად, მარტიდან დეკემბრამდე – „საქართველოს დიდი ათეულის“ პროდიუსერად მუშაობამ 12 000 აშშ დოლარი მოუტანა, რომან მოსეშვილს კი პედაგოგობამ – 1 560 ლარი. იმავე წელს ირაკლი მოსეშვილმა 17 000 ლარი შესწირა წინასაარჩევნოდ „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“. 2010 წლის დეკლარაციით, უცვლელია ირაკლი მოსეშვილის ოჯახის წევრთა რაოდენობა და უძრავი ქონება. რაც შეეხება შემოსავლებს: 2009 წლის განმავლობაში, ირაკლი მოსეშვილმა, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერის აპარატის ხელმძღვანელმა, 4 800 ლარი აიღო, ხოლო, როგორც მარეგულირებელი კომისიის წევრმა – 165 000 ლარი. სოფიო ნიკოლაიშვილის, როგორც  „თი ბი სი ტვ-ს“ პროდიუსერის წლიურმა შემოსავალმა კი 3 000 ლარი შეადგინა. იმ წელს გასავალიც ჰქონდათ: მარიამ მოსეშვილის სწავლის გადასახადი 1 800 ლარი დაუჯდათ, ხოლო ბავშვის ოთახის რემონტი – 1 600 ლარი. 2011 წლის დეკლარაციით ვიგებთ, რომ 2010 წელს სოფიო ნიკოლაიშვილს ჰყავდა ავტომანქანა – 2004 წლის „მერსედესი“. 2010 წლის განმავლობაში ირაკლი მოსეშვილის წლიურმა ხელფასმა 198 000 ლარი შეადგინა. იმ წელს შვილის სწავლის გადასახადი 1 800 ლარი დაუჯდა, ხოლო ოჯახთან ერთად დასვენება – 2 500 ევრო. 2012 წლის დეკლარაცია გვატყობინებს, რომ 2011 წელს სოფიო ნიკოლაიშვილს აქვს ბინა თბილისში, ანა კალანდაძის ქუჩაზე, 160 კვ. მ. ფართობის (შეძენილი 110 400 აშშ დოლარად), თუმცა ის მისთვის მეუღლეს უჩუქებია. ირაკლი მოსეშვილმა, როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრმა, 2011 წელსაც წლიურ ხელფასად 198 000 ლარი აიღო. რაც შეეხება გასავლებს: შვილის სწავლის საფასური კვლავ 1 800 ლარი დაუჯდა, ოჯახის დასვენება – 2 300 ევრო, ხოლო ბინის რემონტი – 40 700 ლარი. 2011 წლის განმავლობაში ირაკლი მოსეშვილმა იპოთეკური სესხი აიღო 125 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მომსახურებაც 2012 წელს 23 891 აშშ დოლარი დაუჯდა. 2012 წლის განმავლობაში ირაკლი მოსეშვილის კომისიის წევრის ხელფასმა 254 421 ლარი შეადგინა. ბინა იმ წელსაც გაურემონტებიათ, რაშიც 41 235 ლარი გადაუხდიათ, ასევე, შეუძენია ავტომანქანაც – 3 000 აშშ დოლარად.

ირაკლი მოსეშვილის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაცია 2013 წლით თარიღდება, საიდანაც ვიგებთ, რომ 2012 წლის განმავლობაში მის საბიუჯეტო ხელფასს 309 885 ლარი შეუდგენია; დასაქმებულა სოფიო ნიკოლაიშვილიც – გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილედ და მის წლიურ შემოსავალს 12 000 ლარი შეუდგენია. იპოთეკური სესხის მომსახურება კვლავ 23 341 აშშ დოლარი დაუჯდათ, შვილის, მარიამის სწავლის გადასახადი – 4 400 ლარი, ლევანის – 2 387 ლარი.

скачать dle 11.3