კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ მიიჩნევა ქართველისთვის დანაშაულად ევროპელების ძარცვა და რა როლი მიუძღვის ამაში არსენა ოძელაშვილს

მართალია, ქურდებისგან საკუთრივ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია გაიწმინდა, თუმცა ისე მოხდა, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა ფრიად გაითქვეს სახელი ევროპის მასშტაბით: რამდენიმე ყაჩაღური დაჯგუფება კიდეც დააკავეს ევროპელმა სამართალდამცველებმა, თუმცა უფრო მეტი ჯერ კიდევ დაუკავებელია და წარმატებითაც განაგრძობს ევროპელების ძარცვას. ერთი ისაა, რომ ამ გზით ნაშოვნ ფულს სამშობლოში აგზავნიან, ოჯახების შენახვის მიზნით და კიდეც აგროვებენ, სამშობლოში დასაბრუნებლად და აქ ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად. ზემოთქმული მოწმობს, რომ „არსენას პრინციპი“ – „მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს“ – კვლავ ცოცხალია. არსენას თანამედროვე ტიპაჟის  მოტივაციებსა და რაობას ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად განვიხილავთ.

 

– სხვას თუ ჰპარავ ქვეყნის გარეთ, ეს თითქოს არ აღიქმება დანაშაულად და ერთგვარად კეთილშობილურია, რომ მდიდარ დასავლელს ართმევ და ღარიბ თანამემამულეს, თუნდაც, შენი ოჯახის წევრს აძლევ. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ „არსენას პრინციპით“ ვმოქმედებთ ოცდამეერთე საუკუნეშიც?

– ალბათ, ასეც შეიძლება, ითქვას. თუმცა „არსენას ლექსთან“ პირადად მე ბავშვობის მოგონება მაკავშირებს. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი თაობა ვარ და 7 წლის ვიყავი, როდესაც სკოლაში შევედი. დედაჩემს ამასთან დაკავშირებით ჩემთვის აჩუქეს „არსენას ლექსი“. თავიდან ბოლომდე დავიზეპირე და ის იყო პირველი მცირე პოემა, რომელიც ბავშვობაში ვისწავლე ზეპირად. ასე რომ, თავისებური ინტიმური დამოკიდებულება მაქვს ამ ლექსისადმი.

მოგეწონათ?

– ცხადია, მაშინ მომეწონა… დავიწყოთ თქვენს ანალიზზე მსჯელობა: ბუნებრივია, თუ საკაცობრიო ღირებულებებს გადავხედავთ, არა მარტო საქართველოში არსებობს არსენასნაირი გმირი, არამედ დასავლეთისა და აღმოსავლურ ეროვნულ ფოლკლორშიც, ლიტერატურაშიც მოიძებნებიან მსგავსები. ერთი მხრივ, ეს გამოხატავს ხალხის მიდრეკილებას. მაგალითად, გავიხსენოთ „ჩაკრულოს“ ტექსტი: ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა, თავზე დავამხოთ ბანიო. იქაც ეს მოტივია, მართალია, აღარაფერია ნათქვამი, დაურიგებდნენ თუ არა ღარიბებს, მაგრამ, ალბათ, დაურიგებდნენ. ომის დროს ნადავლის ხელში ჩაგდება იყო ბუნებრივი მოვლენა და მოროდიორობა ითვლებოდა ნადავლად. ეს ჩვეული იყო მთელი კაცობრიობისთვის და მათ შორის ქართველებისთვისაც. მაგალითად, გურიაში ფირალობის ინსტიტუტი ძალიან ძლიერი იყო და ხალხის პატივისცემასაც იმსახურებდა, იმიტომ რომ სამართლიანობის განცდას ტოვებდა. აქ მხოლოდ ფულზე არ არის ლაპარაკი, რომელსაც მდიდარს ართმევენ, რომ ღარიბს მისცენ, სამართლიანობის დაცვაც იგულისხმება. ანუ სამართლიანობა გაგებულია ისე, რომ ყველას უნდა ჰქონდეს მისაწვდომობა საჭმელ-სასმელზე. ავიღოთ ილიას „კაკო ყაჩაღიც“, იქაც იგივე სიუჟეტია, მართალია, ღარიბებს არ ურიგებენ ნაძარცვს, მაგრამ სამართლიანობისთვის ყაჩაღობენ. ბუნებრივია, ეს იყო იმდროინდელი გაჭირვების გამოძახილი, მაგრამ დღეს ეს გადავიდა პროფესიაში, როდესაც ყაჩაღობენ უცხოეთში, რაც, სხვათა შორის, ნაწილობრივ არ ჯდება ქურდულ კანონებშიც. თუმცა მათ ყველას აქვთ წარმოდგენა, რომ კარგს აკეთებენ, რადგან ყველა სოციალური ჯგუფი, თუნდაც, ავაზაკების, მიიჩნევს, რომ რაღაც ღირსება არის მის ქმედებაში და ღირებულების სახით წარმოაჩენს თავის ქმედებას.

– აკეთილშობილებს?

– დიახ. იმიტომ რომ ღირებულებები აქვს ყველას, კარგ და ცუდ ადამიანსაც. ღირებულებები ჩვენი ცხოვრების ხერხემალია და ყველას უნდა, რომ დიდი ღირებულება ჰქონდეს. თვით მკვლელიც კი ამბობს, იმიტომ მოვკალი, რომ ასეთ მიწაზე ცხოვრების უფლება არ ჰქონდაო; ტერორიზმიც ამაზეა დაფუძნებული. ისინი მიიჩნევენ, რომ მათ მიერ ჩადენილი მკვლელობები არის სამართლიანი. ადამიანები, რომლებიც დასავლეთში ყაჩაღობენ, იკვებებიან საუკუნოვანი არქეტიპებით, ანუ წარმოდგენებით სამართლიანობაზე, ვაჟკაცობაზე, ქველმოქმედებაზე… თანამედროვე ყაჩაღებიც ერთგვარად ამის გაგრძელებაა, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი განპირობებულია არა მარტო თავისი პირადი გამოცდილებით, არა მარტო თავისი აღმზრდელობითი გარემოთი, არამედ იმ კულტურული ნორმებითა და საუკუნოვანი სტერეოტიპებით, რასაც იუნგი უწოდებდა არქეტიპებს. არქეტიპი, ანუ არქაული აზროვნება საკმაოდ მყარია. ამდენად, თითოეული ადამიანის ქცევა ამ არქეტიპების გამოვლენაცაა. ჩვენ ვართ საუკუნოვანი გამოცდილების გამტარები, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ვიღაცამ აირჩია ამ არქეტიპების მსახურება. „კანონიერ ქურდებს“ რომ ჰკითხო, მათნაირი კარგი ხალხი არც არსებობს, იმიტომ რომ ყველა შარავანდედით მოსავს საკუთარ საქმიანობას. 

– ცნობილია იმავე რობინ ჰუდის ფენომენიც, მაგრამ ეს გმირები შეიქმნა იმ პერიოდში, როდესაც სოციალური უთანასწორობა კლასობრივ ხასიათს ატარებდა და შეიძლება, ითქვას, გარკვეულწილად ადეკვატური იყო იმ ეპოქების სოციალური რელობისთვის…

– ქონებრივი უთანასწორობა და აქედან აღმოცენებული კოლიზიები და კონფლიქტები მოითხოვდა სამართლიანობას. ამდენად, სოციალური სამართლიანობის თემა ყოველთვის იყო აქტუალური და აქტუალურია დღესაც.

– რის თქმა მინდა: გასაგებია, რომ ეს დადებითი ყაჩაღები ძარცვავდნენ მათ, ვინც ხალხის შრომით უსამართლოდ მდიდრდებოდა და ამიტომაც ნაძარცვი თითქოს ეკუთვნოდა კიდეც ღარიბებს, მაგრამ, როდესაც ევროპაში მიდიხარ საყაჩაღოდ, რა შუაშია გერმანიის, ავსტრიის ან ნორვეგიის მოქალაქე, მას ხომ არაფერი წაურთმევია შენთვის? რა სამართლიანობის აღდგენა ესაა?

– გეთანხმებით, მაგრამ ეს, იცით, რის გაგრძელებაა?! რაც დაახლოებით იყო კანონიერ ქურდებში. მათ უბანში, სოფელში ქურდობა არ უნდა მომხდარიყო, მხოლოდ გარეთ ქურდობდნენ, ამიტომ უბნელები და თანასოფლელები კმაყოფილები იყვნენ: კარგი კაცია, ჩვენთან არ იპარავს, პირიქით, შემოაქვსო. მაშინ უბანი იყო საზომი, ახლა ქვეყანაა, იმიტომ რომ დაპატარავდა მსოფლიო. თუ ადრე ურმით ერთი საათი გჭირდებოდა ქუთაისიდან სამტრედიამდე, ახლა ერთ საათში ქუთაისიდან სტამბულში გადაფრინდები. აქ მასშტაბებია ფაქტორი, თორემ ფენომენი ერთი და იგივეა.

– ქალებმა ძალიან კარგი სახელი მოიპოვეს თავიანთი მუშაობით იმ სეგმენტში, რაც დაიკავეს, მაგრამ აი, მამაკაცები ცნობილები გახდნენ, როგორც ყაჩაღები…

– მათ შორის ისეთი ქართველი კაცებიც არიან, რომლებიც იქ წესიერი შრომით ირჩენენ თავს. ბიზენსმენებიც არიან ქართველები, მაგალითად, რუსეთში. ბევრი მათგანი შეიძლება, ვერც ჩამოვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახები აქ ჰყავთ. სამსახური და ბიზნესი მოითხოვს თავგადადებას, თან, სამშობლო გიყვარდეს და თან ბიზნესი გქონდეს და იქ არ იყო, არ გამოდის. ფული შორიდან არ კეთდება. ასე გამოდის ერთეულების დონეზე, მაგალითად, როგორც ივანიშვილს, თუ 6 მილიარდი გაქვს, სადაც გინდა, იქ იცხოვრებ: გინდა –  ჭორვილაში, გინდა –  პარიზში. ბიზნესმენების დიდი ნაწილი ჭაპანწყვეტით მუშაობს, თავზე კი არ გადასდით, არამედ ოჯახს არჩენენ აქ, იქაურობას თუ მოსწყდებიან, ნულზე დასხდებიან. იმიტომ რომ ჩვენთან უცნაური ატმოსფეროა, თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველოშიცაა შესაძლებელი კარგი ცხოვრება, მაგრამ რაღაცაა შესაცვლელი ადამიანთა მენტალობაში. ალბათ, ხელისუფლების მენტალობაშიც, ოღონდ ეს უკვე ცალკე თემაა. ძალიან ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბიზნესს არ დაედგომება, იგულისხმება მცირე ბიზნესი, თორემ მსხვილი ბიზნესები, მცირე რაოდენობის, მოქმედებს. ადამიანი უბრალოდ ვერ შედის ბიზნესში. საერთოდ, ბიზნესის კვდომის სტატისტიკა ყველგან მაღალია. მაგალითად, გერმანიაში ბიზნესში შესულთა 73 პროცენტი ერთ წელიწადში იხოცება და ასე ყოველწლიურად. ჩვენთან ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება: 100-დან –  95 მაინც. მე ვამბობ ნამდვილ ბიზნესზე, რომელსაც აქვს მოგება, არ ვგულისხმობ ისეთ ბიზნესს, რომელიც არც იგებს, არც აგებს და ერთ ადგილს ტკეპნის. ასეთი ბევრია, მაგრამ ვერ ჩაითვლება ბიზენსად. 

– მეორე მხრივ, არა მხოლოდ ღარიბი ჩინელები, ინდოელები და ნიგერიელები, ჩვენთან საცხოვრებლად რჩებიან ევროკავშირის საშუალო შეძლების მოქალაქეებიც, ბიზნესსაც იწყებენ და ბედნიერებიც არიან. ისინი რატომღა ვერ ეტევიან თავიანთ აწყობილ ქვეყნებში?

– საქმე ის არის, რომ, როდესაც ისინი ხედავენ, რომ არსებობს დაუმუშავებელი მიწა ან სერვისების აუთვისებელი სფერო, რატომ არ გააკეთებენ ფულს? ჩვენი ერთ-ერთი ღვინის მწარმოებელი კომპანიის მფლობელი გერმანელია. ერთ-ერთი შეხვედრისას ველაპარაკე, მიამბო, საქართველოში ჩამოსვლამდე ცოლს გავშორდი, გატეხილი ვიყავი, ჯანმრთელობის პრობლემებიც მაწუხებდა. დავიწყე ეს ბიზნესი, გამოვჯანმრთელდი, ახლა ბიზნესიც მაქვს და ფულსაც ვაკეთებო. მისნაირი ბევრი იქნება, იმიტომ, მაგალითად, მე ახლა ვიმყოფები ერთ-ერთ ქართულ სოფელში, სადაც მიწები აუთვისებელია. ჩინელი რომ აქ დაასახლო, მილიონებს გამოადნობს, ისეთი კარგი მიწაა, მაგრამ ადგილობრივებს ეზარებათ თოხის ხელში აღება. ურჩევნია, წავიდეს ელიავას ბაზრობაზე, ხეები დახერხოს ან რამე გადაზიდოს, პატარა შემოსავალი აქვს და ამითაც კმაყოფილია. მე მგონია, ძალიან გოიმები არიან ქართველები. ერთ-ერთ ჩემს თანასოფლელს ვეკითხები, რა გინდა ცხოვრებაში-მეთქი. ერთი კოლოფი სიგარეტი ყოველდღე, მეტი რა უნდა მინდოდესო. არადა, ამაზე მეტი არასდროს ექნება, იმიტომ რომ სამყაროს მხოლოდ ამას სთხოვს. ერთმანეთს ეჯიბრებიან საქმის არკეთებაში, ეს რომ უთხრა ჩინელს ან ინდოელს, სიცილით მოკვდება.

– რა უცნაურია: არ იმუშავებ, სახელმწიფოს მოსთხოვ შემწეობას ან მოიპარავ სხვის ნაშრომს, მერე სხვებსაც გაუნაწილებ, რომ კეთილშობილი კაცის იმიჯი გქონდეს.

– გაუნაწილებს ისევ მასსავით გაიძვერებსა და კრიმინალებს. საერთოდ, სოციალურად დაუცველობით სპეკულირება სულ სხვა საუბრის თემაა.

– ასეთი მიდგომა ადეკვატურია ამ ეპოქისთვის?

– ამ მიდგომის ქვეპოსტულატია: რომ მდიდარი არ უნდა არსებობდეს, რომ მდიდარს უნდა წაართვა, ანუ გათანაბრების პრინციპი მოქმედებს. იმავე სოფელში აივანზე ვისხედით, ამ დროს ჩაიარა დედა-ღორმა თავისი გოჭებით და იქვე მიჰყვებოდა მამა ღორი, საინტერესო სანახაობა იყო. საერთოდ, ღორები სასაცილო ცხოველები არიან. მე ვთქვი, რა კარგია, რომ აქ ვიღაც საქმეს აკეთებს, ამდენი ღორი ჰყავს-მეთქი. ამის პატრონს მალე ღორები აღარ ეყოლებაო, მითხრა თანამოსაუბრემ. რატომ-მეთქი; იმიტომ რომ მოჰპარავენ, აბა, სხვებს რატომ უნდა აღემატებოდეს, სოფელს არ უყვარს, რომ ვინმე მათზე წინ წასული იყოსო. ხომ გახსოვთ, სტალინმა როგორ გააკულაკა მდიდარი გლეხობა, არადა კულაკები მშრომელი ხალხი იყო, მაგრამ წაართვეს ქონება და ზარმაცებს გადასცეს. ახლაც იგივე მენტალიტეტია…

скачать dle 11.3