არაყი VS სულგუნი
ყველაფერში დამნაშავე ყველია
თუმცა ჯერჯერობით ჩვენ შორის სავაჭრო იდილიაა (რომელიც, არავინ იცის, როდემდე გასტანს), გასულ კვირას ჩვენებურ სულგუნს აეროპორტ „პულკოვოში“ ინციდენტი მაინც შეემთხვა.
კერძოდ, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც რფ-ში უკრაინიდან ტრანზიტით ჩაფრინდა, თან მიჰქონდა სულგუნი, არაქარხნულად დამზადებული და, როგორც რუსეთის „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლები იუწყებიან, არასათანადოდ შეფუთული, ზედაც – შესაბამისი ვეტერინარული დოკუმენტის გარეშე.
ხოლო, რაკი გარეშე, ბუნებრივია, „როსსელხოზნადზორი“ პროდუქტს, რომლის უსაფრთხოებაშიც დარწმუნებული არ იყო, ვერ შეუშვებდა რფ-ის ტერიტორიაზე – . ამიტომაც, საქართველოს მოქალაქეს ტვირთი ჩამოერთვა და ის სპეციალურ ღუმელში საზეიმოდ განადგურდა.
ჩვენ, ბუნებრივია, ვერ მივედავებით ჩრდილოელ სანიტრებს (ვინაიდან რფ-ის მოქალაქეების ჯანმრთელობა უპირველესია!), თუმცა, ამის მიუხედავადაც, ისმის რიტორიკული აქცენტის ლეგიტიმური კითხვა: 10 კგ. სულგუნის ნაცვლად, „როსსელხოზნადზორის“ წარმომადაგენლებს მოქალაქისთვის 10 ლიტრი არაყი რომ ჩამოერთმიათ, მას თუ გადაუძახებდნენ უნიტაზში?! –