კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოტენციალურად აღუფრთოვანებლები

„თქვენი დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ, არაო“

 

როდესაც ჩვენებურებმა, ანუ ევროკავშირმა და აშშ-მა რფ-ს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, კრემლმა, იმას გარდა, რომ დასავლური პროდუქციის ნაწილს ემბარგო დაადო, აღმოსავლეთისკენ გაიხედა და ჩინეთს თითქმის ჩაეხუტა (ოღონდ, მეტად მერკანტილური მოტივით – ფულის სესხების ჟინით აღვსილი).

თუმცა გასულ კვირას გაირკვა, რომ რუსული კომპანიები ვერ შეძლებენ დასავლეთის ფინანსური ბაზრების დაკეტვის კომპენსირებას აღმოსავლელი პარტნიორების მეშვეობით. – 

 სახელდობრ, ჩინური ბანკები არ ჩქარობენ რუსული კომპანიებისთვის ფინანსების გაცემას. უფრო მეტიც, კულუარული ინფორმაციით,  ერთ-ერთმა მსხვილმა ჩინურმა ბანკმა უკვე უთხრა უარი 2 რუსულ კომპანიას კრედიტების გაცემაზე იმ მიზეზით, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას არ სურს აშშ-სთან კონფლიქტი (ან კი რატომ ენდომება, როდესაც აშშ ჩსრ-ის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია?!).

როგორც ექსპერტები განმარტავენ, სავარაუდოდ, ჩინელები უფრთხიან შესაძლო პოლიტიკურ რისკებს, მაგრამ, რაც მთავარია, მათ ვერც ის პოტენციალური მოგებები აღაფრთოვანებთ, რაც, შეიძლება, მათ რუსეთის ტერიტორიაზე ბიზნესის გახსნამ მოუტანოს.

იმის გათვალისწინებით, რომ ინფოს წყარო Financial Times-ია, შესაძლოა, ცოტა გადაჭარბებულიც იყოს (რასაკვირველია, არა იმიტომ, რომ დასავლური დემოკრატიისადმი სიყვარული გამებზარა), თუმცა ფაქტია, რომ ყველა ცდილობს ხელის მოთბობას, რადგან, როგორც ჩანს, თვით ჩინეთის შორეულ სახალხო რესპუბლიკაშიც კი აქტუალურია ჩვენი მშობლიური შეგონება: ჯერ თავო და თავოო.

скачать dle 11.3