„რეკორდსმენები“
„… მოიწადინა ჩიტობა“
ბელგიის ერთ-ერთ ქალაქში გასულ კვირას 7 პენსიონერი გარდაიცვალა. ეს სამწუხარო ფაქტი განსაკუთრებული ყურადღების მისაქცევი არ იქნებოდა, რომ არა ბელგიელ პენსიონერთა დაღუპვის პირობები.
როგორც აღმოჩნდა, იმ ქალაქის მკვიდრმა მოხუცებმა (ყოველი მათგანი 65 წელს იყო გადაბიჯებული) გინესის რეკორდების წიგნში მოიწადინეს მოხვედრა, სახელდობრ, ევროპის ტერიტორიაზე ყველაზე მასობრივი სექსორგიის მოწყობით.
ინიციატორთა და მონაწილეთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საღამოზე, ანუ ორგიაზე მოხვედრა მხოლოდ 65 წელს გადაცილებულ პირებს შეეძლოთ – . მაგრამ, რაკი წლებს მაინც თავისი გააქვს, საღამოს დაწყებისთანავე, რასაც, საბოლოოდ, ჩვენი გმირებისთვის გინესის რეკორდსმენობა უნდა მოეტანა, რამდენიმე ათეული პენსიონერი უქეიფოდ შეიქნა.
იმდენად, რომ 7 მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა: 5 – გულის, დანარჩენი 2 კი – თირკმელების გაჩერების გამო.
ჩვენ, ბუნებრივია, არავინ გვკითხავს, როგორ განკარგავენ თავიანთ ცხოვრებას ჩვენი პარტნიორი ევროპის პენსიონერები (ზემდეტად ზრდასრულნი ბრძანდებიან მორალური შეგონებებისთვის), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ევროპაში საპენსიო ასაკის შემდეგ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 20-24 წელია, აღარაფერს ვამბობ პენსიის ოდენობასა და გარანტირებულ ჯანდაცვაზე, თავი იმით მაინც დავიმშვიდოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული დაბალი პენსია, ჩვენებურ პენსიონერებს, თუ მაინცდამაინც სოციალური პრობელმებისგან ვერა, ცოდვიანი ქმედებებისგან ხომ მაინც იცავს?!