კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვიპოვოთ მაღალანაზღაურებადი სამსახური ჩვენი მოთხოვნებისა და გონებრივი შესაძლებლობების შესაბამისად

რატომ უნდა გავიაროთ 4S-ის ტესტირება

 

15 ოქტომბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” უნარების განვითარებისა და შეფასების ცენტრის (IDAc) პირველი ქართულენოვანი ტესტირების პროექტის – 4S (ფორესი) პრეზენტაცია გაიმართა. 

„ფორესი” უნიფიცირებული და სტანდარტიზებული პროდუქტია, რომლითაც წარმატებით ისარგებლებენ როგორც სამსახურის მაძიებლები ან კარიერაში წინსვლით დაინტერესებული პირები, ასევე დამსაქმებლები. ტესტი საშუალებას აძლევს სამსახურის მაძიებელს ან კარიერული წინსვლით დაინტერესებულ პირებს, შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები. დამქირავებელს კი ეხმარება კადრის შერჩევისას უფრო სწრაფი და ფაქტებზე დამყარებული გადაწყვეტილება მიიღოს.

4S („ფორესი“) სთავაზობს მომხმარებელს პირველად, ქართულ ენაზე, სამუშაო უნარების გადამოწმების შესაძლებლობას ელექტრონული ტესტირების მეთოდით. ეს არის პირველი ქართულენოვანი ტესტირების სისტემა, რომელიც შემუშავებულია უცხოელი ექსპერტების მიერ და საშუალებას იძლევა, შეფასდეს პიროვნების უნარი 4 სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: მათემატიკური, ლოგიკური, სივრცული აღქმისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი. ეს ოთხი უნარი ერთიანობაში გვაძლევს პიროვნების სამუშაო უნარის სრულყოფილად შეფასების საშუალებას.

პრეზენტაციაზე პროექტის უნიკალურობასა და მის უპირატესობებზე ისაუბრა უნარების განვითარებისა და შეფასების ცენტრის მმართველმა, პროექტის პარტნიორმა დავით ჩანტლაძემ. სიტყვით გამოვიდა პროექტის პარტნიორი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების წარმომადგენელი, აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე, რომელმაც განმარტა მათი თანამშრომლობის და ასეთი ტიპის ტესტირების სისტემის მნიშვნელობა როგორც საგანმანათლებლო, ასევე დასაქმების სფეროში; პროექტთან დაკავშირებით თავისი დადებითი პოზიცია გაახმოვანა KMS Georgia-ს დირექტორმა მაია წერეთელმა და სხვებმა.

4S-ის მიზანია, მოახდინოს ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია. შეფასების პროცესი გახადოს უფრო ინტეგრირებული, ზუსტი და გააზრებული. შესაძლებელი გახადოს უკეთ განსაზღვროს კანდიდატთა კონკურენტუნარიანობა და სამომავლო წარმატება. იმისთვის, რომ გაიაროთ ტესტირება, უნდა ეწვიოთ ვებ-გვერდს www.idac.ge აარჩიოთ ტესტირების თქვენთვის მოსახერხებელი თარიღი, დრო, ადგილი და ჩაეწეროთ. ტესტირების საფასური 49 ლარია. გადახდა ხდება ვებ-გვერდზე, რეგისტრაციისას. 

მათემატიკის, ლოგიკისა და სივრცული უნარების ტესტები, თითოეული შედგება 13 კითხვისგან, ხოლო გადაწყვეტილების მიღების უნარის ტესტი – 9 კითხვისგან. თითოეული მოდულის მაქსიმალური ქულაა 250, ხოლო მთლიანი ტესტის – 1 000. თითოეული  მოდულის გავლისთვის გამოყოფილია 25, ხოლო ტესტირების დასრულებისთვის – 100 წუთი. 

„ისეთი დონის ტესტირება,  როგორიც 4S-ია, კანდიდატის ინფორმაციას გასაგებსა და ხელმისაწვდომს ხდის, ეს არის უნიფიცირებული და სტანდარტიზებული პროდუქტი, რომლითაც წარმატებით ისარგებლებენ როგორც სამსახურის მაძიებლები ან კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, ისე დამსაქმებლები“, – განაცხადა უნარების განვითარებისა და შეფასების ცენტრის მმართველმა პარტნიორმა დავით ჩანტლაძემ.

 

скачать dle 11.3