კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა თვისებამ გაუფუჭა ხათუნა ხოფერიას ყველაფერი პირად ცხოვრებაში და რატომ დაუდებდა ის მამაკაცს ფეხს

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ეს ადამიანი როგორ  წარვადგინო, როგორც ძველი პოლიტიკოსი თუ როგორც თიკა ჯამბურიას ყოფილი დედამთილი. თუმცა, საზოგადოება დღეს მას როგორც მომღერლის ყოფილ დედამთილს, ისე უფრო იცნობს, მაგრამ სიანტერესო, მაინც როგორც ქალი პოლიტიკოსია. ამასთან, ის საკმაოდ მომხიბვლელიცაა, ძლიერი ქალის იმიჯით და ცხოვრებისეული ამბებით. მოკლედ, ეს ხათუნა ხოფერიაა.

 

–  ქალბატონო ხათუნა, თქვენი წარსულიდან რა მომენტები უფრო გენატრებათ და, კარგთან ერთად, ალბათ, ცუდიც ბევრი ყოფილა?

– ძალიან ლაღი და საინტერესო ბავშვობა მქონდა. დიდუბში,   იტალიურ ეზოში 7 ოჯახი ვცხოვრობდით – რუსები და ქართველები. ამიტომ, რუსული სულ პატარამ ვისწავლე. მე-3 კლასში „ორი კაპიტანი” რუსულად წავიკითხე. თოჯინებით არასდროს მითამაშია. ვთამაშობდი ჰოკეის, ფეხბურთს, წრეში ბურთს, „ამის პატრონმა რა ქნას.” კარგად ვსწავლობდი. ლამაზი ბავშვი ვიყავი და სასკოლო ღონისძიებებზე გამოვყავდი სკოლის ხელმძღვანელობას, ლექსებს მაკითხებდნენ. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში პოეზია ადრიანად შემოვიდა… მერე მამა დაიჭირეს. მაშინ უსაქონლო ოპერაციაზე სასჯელი დიდი იყო. ეს იყო ჩემი ბავშვობის ყველაზე მძიმე პერიოდი. მახსოვს, მაშინ მამამ ორი რამ მთხოვა – უმაღლესში ჩააბარე და ჩემ გამოსვლამდე არ გათხოვდეო. შევუსრულე. მამას ყველაფერს ვუსრულებდი, სიგიჟემდე  მიყვარდა. ერთხელ სკოლაში სასწავლო ნაწილმა, ნათელა დოლიძემ დაიბარა, ვერ მივხვდი რა იყო მიზეზი. კარგად ვსწავლობდი და საზოგადოებრივადაც აქტიური ვიყავი. კაბინეტში მამასთან ერთად შევედი. ნათელა დოლიძემ სეიფი გამოაღო და ფრანგული 5-6 ცალი თმის სამაგრი – „წკაპები” (ასე ვეძახდით) გამოიღო. ეს თქვენი შვილისაა, რატომ ანებივრებთ. ახლა რომ ასე აცმევთ და ასეთ რაღაცეებს ყიდულობთ, რომ გაიზრდება, მერე რას იზამთო, – უთხრა მამას. მამა ცოტა დაიბნა და ოდნავ მეგრული აქცენტით კითხვითვე უპასუხა: მერე სხვა რამე არ იქნება მოდაში?! მე და მამას ოთახი დაგვატოვებინეს. ეს იყო ის მომენტი, როცა მამა ჩემი მეგობარი გახდა.

– მინდა, პირად ცხოვრებაზეც ვისაუბროთ, როცა სხვა პერიოდებს ვახსენებთ. დიდი ხნის წინ დაშორდით მეუღლეს. ფიქრობთ, რომ როგორც ქალს, ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ დაგაკლდათ, ისე ვერ წაიყვანეთ ცხოვრება როგორც გინდოდათ? 

– სტუდენტი გავთხოვდი. რეზიკო ასფიქსიით დაიბადა და განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდა, ამიტომ დაუსწრებელზე გადავედი. ვოვა მუშაობდა. 22 წლის ბიჭს უკვე თანამდებობა ჰქონდა, ლენინის რაიონის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე იყო. თან, ბიუროს წევრი. კარგი ხელფასი, პრემიები, წელიწადში 2-3 ჯერ „პაეზდკაში” დავდიოდით. ვოვას ოჯახი საკმაოდ მაღალ ფენას მიეკუთვნებოდა – საუკეთესო სასტუმროები, რესტორნები არ გვაკლდა. მოკლედ, „ვგულაობდით”... ძალიან ბედნიერი ვიყავი, რისთვისაც ვოვას მადლიერი ვარ. ძალიან მიყვარდა. ერთადერთი, რასაც შევცვლიდი იმ პერიოდის ცხოვრებაში, ჩემი ეჭვიანობაა. ყველაფერს „ვაფუჭებდი” ჩემი სიყვარულით. 

–  რა უძღვოდა თქვენს დაშორებას წინ, ვერანაირ გზას ვეღარ ხედავდით ოჯახის გადასარჩენად?

– ჩვენ 18 წელი ვიცხოვრეთ ერთად. გაყრის მიზეზს არ დავასახელებ. უბრალოდ, ვოვამ თავს ვერ აჯობა. ვერც მე ვაჯობე დაშორების მიზეზს. ჩვენ ოფიციალურად გაყრილები არ ვიყავით. არც ჯვარი აგვიყრია. არც მას ჰყოლია ცოლი და არც მე – ქმარი. ის ბოლომდე ჩემ ქმრად დარჩა და ერთადაც დავიკრძალებით. დანარჩენს იქ გავარკვევთ.  

–  საინტერესოა. პირველად მესმის ცოლი ყოფილ ქმარზე ამბობდეს – ერთად დავიკრძალებითო. გამოდის, ისევ გიყვართ. 

–  არასოდეს მიღალატია საკუთარი თავისთვის. ვცხოვრობ ისე, რომ საკუთარ თავს არ ვემალები. მთავარია, შენს თავთან იყო მართალი. პირად ცხოვრებაში არაფერი მინანია. არც ვინანებ. ეს ჩემი ცხოვრებაა.  როგორც საჭირო იყო, ისე ვიცხოვრე. მე არ ვარ ქალი, რომელიც   ვინმეზეა დამოკიდებული და ამიტომ, საკუთარს თმობს! ჩემით ვწყვეტდი, ჩემით ვმოქმედებდი, ამიტომ არაფერს ვნანობ. ყველა ნაოჭი, რაც მაქვს სახეზე, ჩემი საკუთარი ემოციებია. ვერავის ვერაფერს დავაბრალებ.

– ესე იგი, ახლა მარტო თქვენ და თქვენი შვილები ცხოვრობთ ერთად.

– არა, მე ცალკე ვარ, წყნეთში. ბექა არის ხოლმე ჩემთან.

– მაინც რატომ არ შეურიგდით ქმარს, ან ხელახლა არ გათხოვდით?

– 18 წლის თანაცხოვრების შემდეგ, რომ გაეყრები, როდისღა უნდა შერიგდე? არა, ეს არც გვიცდია. რაც შეეხება გათხოვებას, მე ერთხელ ვიყავი გათხოვილი, სიყვარულით. უფრო სწორად, დიდი სიყვარულით. მეორედ რატომ უნდა გავთხოვილიყავი? ვერ გეტყვი, არც მიფიქრია და არც მდომებია ახალი კაცი თავისი ჩვევებით, ქცევებით, პრეტენზიებით და ფეხებზე ფაჩუჩებით ტელევიზორთან. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და მყავს. მაგრამ ეს ის არ არის, ის სხვაა, ბავშვური, უმანკო, უანგარო… შეიძლება ვცდები, არ ვიცი. ახლა რომ ვიღაც კაცი მადგეს თავზე და დაბაცუნობდეს, ალბათ ფეხს დავუდებდი და იატაკზე გავაგორებდი.

–  მე მინდა, დეპუტატობის პერიოდიც გაიხსენოთ. ძალიან მალე წახვედით პოლიტიკიდან. როგორ დაიწყო, გაგრძელდა და დასრულდა თქვენი ცხოვრების ეს პერიოდი? 

– ზურა ჟვანიამ მნახა ტელევიზიით. იყო ასეთი გადაცემა „ნაშუადღევი”. დამიბარა და სამსახური შემომთავაზა. ჯერ ვაკე-საბურთალოს რაიონის პრესსსამსახური მებარა, მერე თბილისის ორგანიზაციის პრესსამსახური. ეს სულ 6 თვეში მოხდა. აქაც მე და დათო ოქიტაშვილი ვიყავით ერთად. ერთ დღეს ზურამ მითხრა –  დეპუტატი გახდებიო. არ მინდა, შენ ბიჭებს მიხედე-მეთქი. ჩვენი ოფისის ახალგაზრდობას ვგულისხმობდი. მაგათაც მივხედეო. 57-ე ვიყავი სიაში. 50-იანელებს ვეძახდით ერთმანეთს, მე, კახა ჩიტაია, დათო ონოფრიშვილი... ზურას თავისი პირადი კონტაქტები ჰქონდა ყველასთან. ჩვენ ჩვენი მისია გვქონდა ყველას. ეტყობა, კარგად ვასრულებდი, რადგან 1999 წლის არჩევნებში უკვე 34-ე ვიყავი სიაში. ჩემთვის ეს წლები ზურათი იწყება და მისით მთავრდება. ზურას შემდეგ რთულია, ვინმე პოლიტიკურ ლიდერად აღიქვა. თავიდან ძალიან აგრესიული ვიყავი და ეს მომწონდა. ერთხელ, ერთ-ერთ დეპუტატს დავუპირისპირდი და პიროვნულს შევეხე. სხდომის დებატებში გავიმარჯვე. საღამოს ზურამ დამიძახა. მეგონა, შემაქაბდა და კაბინეტში შევფრინდი – ხოფო, დავიჯერო, ასეთი „სლაბი” ხარ, ოპონენტს დებატებს ისე ვერ უგებ, პიროვნულს თუ არ  შეეხე? არ გიხდებაო, – გული კინაღამ გამისკდა. ამის შემდეგ, 6 თვე ვვარჯიშობდი, ავტოტრენინგით ვიყავი დაკავებული, მესწავლა ისე აწყობა საუბრის, რომ ოპონენტი თან მექო და თან „დამემარხა“. მგონი, ვისწავლე.

– რა იყო თქვენთვის მიუღებელი პოლიტიკაში? 

– მიუღებელი არ ვიცი, რა შეიძლება იყოს პოლიტიკაში. თუ იქ ხარ, ესე იგი, ყველაფერი მისაღებია. იმიტომაც არსებობს პოლიტიკური კულუარები, პოლიტიკური დებატები, პოლიტიკური გუნდი, და ასე შემდეგ. რომ საბოლოოდ, მიხვიდე მისაღებ ვარიანტამდე. მიუღებელი იყო ღალატი, ანგარება, უსირცხვილო ამბიცია. ამ ყველაფერმა ნაციონალების დროს იჩინა თავი, ჩვეულებრივი და მისაღები ურთიერთობის ფორმა გახდა.

– ამბიცია მარტო ნაციონალებს არ შეიძლება ჰქონოდათ. ის  ბევრ პოლიტიკოსს თუ არაპოლიტიკოსს აქვს. თქვენ არ გქონიათ არანაირი ამბიცია?   

– მე რისი ამბიციაც მქონდა, ყველაფერი მივიღე. ვიყავი კომიტეტის პირველი მოადგილე, ვიყავი გაზისა და ნავთობის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ამაზე მეტი არც მდომებია და სიმართლე გითხრა, ვერც გავქაჩავდი. თუ გინდა, რომ საკუთარ თავს პატივი სცე, იყავი იქ, საიდანაც სხვის პატივისცემას უფრო დაიმსახურებ.

– რამდენი რამ მოგისწრიათ, მე კიდევ გითხარით რა ადრე წახვედით პოლიტიკან-მეთქი.

– პოლიტიკა ჩემი ცხოვრების ნაწილია, ვერ ვძლებ მის გარეშე, მაგრამ არაფერს ვაპირებ. ერთი უბრალო მიზეზის გამო – მე რაც ვიცი და რაც შემიძლია, ახლაც ვაკეთებ.

 

скачать dle 11.3