ბრძნული აზრები
ჯონსონი: პრეზიდენტობა ჰგავს სახედრობას სეტყვაში: ერთადერთი, რაც შეგიძლია, გააკეთო – უნდა ადგილზე იდგე და გაუძლო.
ლაროშფუკო: შეიძლება, ღირსეული კაცი იყო და დიდ გავლენას ვერ მიაღწიო, მაგრამ, შეუძლებელია რაიმე გავლენის მიღწევა ყოველგვარი ღირსების გარეშე.
ჩესტერფილდი: ღირსება ადამიანს თავმდაბლობასა და სიმტკიცეს აძლევს.
დოსტოევსკი: ამა სოფლის ძლიერებზე მაღლა ღირსეული ადამიანები დგანან.
ტვენი: მოკრძალება მაშინ მოკვდა, როცა ტანსაცმელი დაიბადა.
ებნერ-ეშენბახი: შენ შეგიძლია, სხვანაირად იფიქრო, ვიდრე შენმა ეპოქამ, მაგრამ, არ გაქვს უფლება, სხვანაირად ჩაიცვა.
კორნელი: ვინც ლაყბობით სხვის ხმას ფარავს, სისულელეს იტყვის მრავალს.
ფილდინგი: ბრიყვები ყოველთვის არ არიან უსაფრთხონი: მათ იმდენის სათქმელად ჰყოფნით ჭკუა, რაც საჭიროა მოყვასის შეურაცხყოფისა და მისი დაწყევლისთვის.
ჰაინე: ბრიყვია ის, ვინც საკუთარი არარაობის დაფარვას თავისი წინაპრების დამსახურებით აპირებს.
პუბლიუსი: ძუნწი არაფერ სარგებელს არ იძლევა, გარდა იმისა, რომ კვდება.
ლივიუსი: სიმდიდრე შობს სიძუნწეს.
გოეთე: ადამიანმა უნდა ირწმუნოს, რომ გასაგები გახდეს ის, რაც გაუგებარია.
ბირსი: ომი – ეს არის იმ პოლიტიკური კვანძების კბილებით გახსნის საშუალება, რომლებიც ენას აღარ ექვემდებარება.
ავრელიუსი: სასაცილოა, გაურბოდე სხვათა ბიწიერებას, რაც შეუძლებელია და, არ გაურბოდე შენსავე საკუთარს, რაც შესაძლოა.
ჭაბუა: ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად მარტო სიკეთე არ კმაროდა არასდროს.
სტენდალი: ადამიანებმა თავიანთი ბედნიერების გაზომვა უზომოდ გაუმაძღარი სურვილებით კი არ უნდა იცოდნენ, არამედ, იმ კეთილდღეობით, რასაც სინამდვილეში ფლობენ; მაგრამ, გონივრულობას მოკლებულმა, საზღვარს გადაცილებულმა და ნაკლებად საიმედო უპირატესობათა წყურვილმა, ბედ-იღბლის უდიდესი წყალობით აღვსილ ადამიანებს, შეიძლება, უცნაური და სახიფათო აზრები ჩააგონოს.
მეტერლანკი: ჭეშმარიტების ფლობა საკმარისი არ არის, საჭიროა, ის დაგვეუფლოს ჩვენ.
იაკობ გოგებაშვილი: ამერიკის გამოცდილებამ აშკარად დაამტკიცა, რომ ქალს უფრო მომეტებული ნიჭი აქვს სწავლებისა და აღზრდისა ბუნებისგან მინიჭებული, ვიდრე ვაჟსა. უმეტესი ნაწილი ამერიკული სკოლებისა ქალების ხელშია.
პრიშვინი: ბუნებასთან ყველაზე ახლოს მშობიარე ქალია: ერთი მხრივ, ის თვითონაა ბუნება, მეორე მხრივ კი – ადამიანი.