კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ანგრევდა გიორგი გურგულია მთელი ცხოვრება ოჯახებს და რისი დეფიციტი გვაქვს ქართველებს მთელ სამყაროსთან ერთად

მიაჩნია, რომ სიყვარულის დეფიციტია არათუ საქართველოში, არამედ მთელ სამყაროში.  ადამიანებს ერთმანეთის გულებისკენ მისასვლელი გზები დაგვეკარგა და აგვერია... დავდივართ ასე, თავგზააბნეულები და ერთმანეთს ვაბრალებთ საკუთარ უნიათობას. სამშობლო თითქოს გვიყვარს ამ „დეფიციტური”, ციცქნა სიყვარულით. არადა, აშკარად მეტი შეგვიძლია... გიორგი გურგულია გაბნეულ-გაფანტული სიყვარულის მოსაგროვებლად და გასაერთიანებლად დადის მთელ საქართველოში „სიყვარულის მატარებელით”  და ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დაკარგული.

 

გიორგი გურგულია: ქართველები, საერთოდ თბილი, სტუმართმოყვარე და კარგი ხალხი ვართ. მაგრამ, ცუდი ის არის, რომ ამ კარგ თვისებებს ერთმანეთის მიმართ არ ვავლენთ. სტუმარს უფრო ვაფასებთ და პატივს ვცემთ, ვიდრე ჩვენს გვერდით მყოფ ქართველს. არ ვიცი, არის თუ არა ეს ჩვენი ბუნება, მაგრამ თუ ჩვენს ისტორიას გადავხედავთ, საუკუნეების განმავლობაში ვექიშპებოდით ერთმანეთს, თუ არ გვყავდა გარეშე მტერი და არ ვიბრძოდით გადარჩენისთვის. თუმცა, ბოლო წლებში, უკვე გარეშე მტერიც კი ვეღარ გვაერთიანებს. ქართველთა ერთი ნაწილი რომ აფხაზეთში იბრძოდა, მეორე ნაწილი დუბაიში დარბოდა სავაჭროდ და რესტორანში იჯდა. პოლიტიკოსებიც ერთმანეთში არიან დარეულები და რას იყოფენ, გაუგებარია. ერთიანობის განცდა ერში დაკარგულია. მე ამას ვხედავ და მაწუხებს. სწორედ ამიტომ, ჩავატარე აქცია „სიყვარულისა და მშვიდობის მატარებელი”. რამდენიმე პროექტისგან შედგება და უკვე დაწყებულია „სიყვარულის სოფლის” გაკეთება  ბათუმში ინვალიდებისთვის. ასევე, მიუსაფარი ბავშვებისთვის ბებია-ბაბუის ინსტიტუტი, თავისი მეურნეობებითა და ინფრასტრუქტურით. ქართველს ჯერ ქართველი უნდა უყვარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ – მეზობელი, მტერი, თუ მოყვარე.  მე ასე მიმაჩნია. პროექტის ფარგლებში იყო მატარებელიც – პიარკამპანია, იმის დასანახვებლად, რომ ქართველებს ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. 

– ინგრევა, თუ არა მითი, რომ ყველაზე კარგები ვართ.

– ყველაზე კარგი ვერაფრით იქნები, იმიტომ რომ, ყველა ერში ცხოვრობენ, როგორც კარგი, ისე ცუდი ადამიანები. არც ჩვენ ვართ ამ მხრივ გამონაკლისი. პირიქით, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებით დავამტკიცეთ, რომ არც ისეთი კარგები ვყოფილვართ. ერთმანეთის გატანა და დანდობა არ ვიცით. თუ უცხოეთში ქართველს ვინმე ერჩის, ისევ ქართველი. აი, ეს არის ის თვისებები, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

ყველაფერი დაკარგული ჯერ ნამდვილად  არ არის. გააჩნია, ჩვენ როგორ მოვიქცევით. მშვიდობა გვჭირდება ჩვენს გულებში, უპირველესად. არ ვიცი, უბრალოდ დამთხვევა იყო, თუ არა, მაგრამ სადაც ჩვენი მატარებელი ჩავიდოდა, მზე გამოდიოდა და ბათუმშიც კი – თქეში და წარღვნა რომ იყო, გამოიდარა. 

– არ მიგაჩნიათ, რომ ქართველმა მამაკაცებმა, ბევრი ისეთი ღირსება დაკარგეს, რაც უარყოფითად დაეტყო ქვეყანას?

– კი, დაეტყო (იღიმის). მე ვთქვი, რომ ქვეყანაში სიყვარულის დეფიციტია და ზუსტად ასეთივე დეფიციტია მთელ სამყაროში. ამაზე უკვე ბევრი ლაპარაკობს. მაგრამ, ჩვენ თუ გვინდა, გადავრჩეთ, ამ პრობლემაზე მალე უნდა დავფიქრდეთ. ძალიან მინდა და პროექტიც მაქვს, რომ სკოლებში ჩავატაროთ სიყვარულის გაკვეთილები. ყველას გვერდში დგომა  მინდა. ერთ სივრცეში, ერთმანეთის გვერდით ადამიანური თვისებები იღვიძებს და მე მინახავს, როგორ კოცნიან ერთმანეთს აზერბაიჯანელები და სომხები. არავის, მთელ ქვეყანაზე, არ უნდა ომი, არც ერთ ნორმალურ ადამიანს. 

– მითია, თუ რეალობა ის, რომ ქართველი კაცი არის ზარმაცი?

– საერთოდ, თბილ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანი ზარმაცია. ზანგიც ზარმაცია, ინდუსიც და ბერძენიც. ყველა, ვისაც კი ხეზე ადვილად მოსდის ბანანი, ვაშლი და ყინვაში სიკვდილი არ ემუქრება, ბუნებრივად არის ზარმაცი. ჩრდილოეთში თუ იზარმაცე და ხელი  არ გაანძრიე, ან შიმშილით მოკვდები, ან – სიცივით. სამხრეთელებს საზრუნავი ნაკლები აქვთ, ამიტომაც აქვთ შემოქმედებითი ნატურა და არა პრაგმატული აზროვნება, როგორც ჩრდილოეთის მცხოვრებლებს. ეს ბუნებამ გადაწყვიტა ასე. ჩრდილოეთის თეთრკანიანი რასა უფრო მობილიზებულია და პრაქტიკული ტვინი აქვს. ჩვენ, ქართველებიც უფრო შემოქმედებითი აქტივობით გამოვირჩევით, როგორც ჭეშმარიტ აღმოსავლეთელს შეფერის. 

– არის ქართველი ყველაზე სტუმართმოყვარე ერი?

– დიახ, არის.  ზედმეტად სტუმართმოყვარეც კი. წარმოუდგენელია, მსოფლიოში კიდევ ვინმემ დაივალოს ის, რასაც არ სთხოვენ და არა მგონია, ეს, საჩვენებლად კეთდებოდეს. საჩვენებელი „გამოსვლები“ უფრო სომხებს ახასიათებთ. შეჯიბრების „მომენტი” სომეხს უფრო აქვს და სტუმართან მიმართებაშიც გაცილებით პრაგმატულია. პატივს სცემს იმდენად, რამდენადაც შეიძლება, ის სტუმარი მას რაღაცაში გამოადგეს. ანუ, დივიდენდებს ელის (იცინის). ქართველებსაც სულ გვეჯიბრებიან და ქართველს არა აქვს ეს „პაკაზუხობის“ მომენტი. იმის სურვილი, რომ კარგად გამოიყურებოდეს შინაურის თუ უცხოს თვალში, ნორმალურია და კარგია, თუმცა ზოგჯერ ვერ იგებენ ჩვენს არაზომიერ სტუმარმასპინძლობას. ზედმეტიც მოგვდის, ხოლმე. ზომიერება გვაკლია და არა მხოლოდ ამაში, არამედ ყველაფერში აბსოლუტურად. ქართველებს რომ ზომიერების გრძნობა და წინგახედვის უნარი გვქონდეს, ჩვენზე კარგი ერი არ იარსებებდა.  

– მითია თუ რეალობა ის, რომ ქართველი მამაკაცი არის ყველაზე გალანტური, კარგი კავალერი, რაინდი  და ჩრდილოელი ქალები მასზე გიჟდებიან? 

– (იღიმის) გეტყვი, საიდან წამოვიდა ეგ ამბავი. ქართველი მამაკაცი არც ბოლომდე ევროპელია ქალთან დამოკიდებულებაში და არც აღმოსავლელი. სადღაც, შუაში აღმოჩნდა. ევროპაში, ქალს რომ ტრანსპორტში ადგილი დაუთმო, შეიძლება გიჩივლოს და დაგაჯარიმონ. იქ აქცენტი ქალისა და კაცის თანასწორობაზე კეთდება. კაფეში რომ დაპატიჟებს ქალს კაცი, თუნდაც შეყვარებული, ნახევარ-ნახევარს იხდიან. ასეა იქ მიღებული. აზიაში – შუაგულ აღმოსავლეთში, ქალს სუფრასთან საერთოდ არ უშვებენ. ქართველი კი ცდილობს, პატივი სცეს ქალს, ყვავილები უყიდოს, დაპატიჟოს სადმე... ევროპელი კაცის ცოლს რომ უყურებ, ქმარს სიამოვნებს. აზიელი კაცის ცოლს შეხედავ და ძალიან ძვირად დაგიჯდება ეს ამბავი. ასევეა, ქართველი კაციც.

– თუმცა, უყურებს სხვის ცოლს...

– მოდის აქაც ნელ-ნელა „ევროპელობა” (იცინის). გეთანხმები, რომ ქართველი კაცები საკუთარ ცოლებთან  ისე ვერ იქცევიან, როგორც  რაინდს ეკადრება. 

– ყვავილების ჩუქებაც იმიტომ მოიგონეს ქართველმა კაცებმა, რომ სექსში ფული არ გადაეხადათო.

– რა შუაშია ეგ. ვიღაცა არ იხდის სექსში ფულს, ზოგი კი მთელი ცხოვრება – იხდის. თუმცა, რესტორანში წაყვანა, ყვავილების და საჩუქრების ყიდვაც, ფულის გადახდაა. მე ისევ სიყვარულის დეფიციტთან მივალ და ვიტყვი, რომ ის ურთიერთობა, სადაც სიყვარული აღარ არის, უნდა დაინგრეს. ამიტომ ვანგრევდი მთელი ცხოვრება ოჯახებს. არ მესმის, რატომ უნდა იცხოვრო ერთთან და გიყვარდეს მეორე. თუ ღალატობ, ესე იგი, არ გიყვარს და უნდა წახვიდე. ვის სჭირდება ასეთი ოჯახი. სისულელეა იმას ამოფარება, რომ ბავშვების გულისთვის ოჯახი უნდა შენარჩუნდეს. არ უნდა ბავშვს ისეთი ოჯახი, სადაც დედა და მამა ყოველდღე ჩხუბობენ. რაც შეეხება იმას, რომ ქართველი კაცისთვის რაც „მოსულა,” ის ქართველი ქალისთვის არ შეიძლება – ეს ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო და კიდევ იქნება. მამაკაცი მართლმადიდებლურ რელიგიაშიც კი პრივილეგირებულია, მაგრამ ეს მარტო ისე არ უნდა გავიგოთ, როგორც ჩვენ გვინდა.

 

скачать dle 11.3