რა მოხდა ამ დღეს
13 ოქტომბერი
1307 – საფრანგეთის მეფემ და რომის პაპმა ოფიციალურად გააუქმეს ტამპლიერთა რაინდული ორდენი.
1827 – რუსულმა არმიამ პასკევიჩის სარდლობით აიღო ერევანი.
1963 – ჯგუფი „ბითლზი“ პირველად გამოჩნდა ტელევიზორში.
14 ოქტომბერი
1066 – ჰასტინგსის ბრძოლაში ნორმანდიის ჰერცოგმა ვილჰელმმა დაამარცხა ანგლო-საქსთა უკანასკნელი მეფე ჰაროლდი და ინგლისს დაეპატრონა.
1806 – იენა აურშტადტის ოპერაციაში ნაპოლეონის არმიამ გაანადგურა პრუსიელთა ძალები.
1900 – გამოვიდა ზიგმუნდ ფროიდის ცნობილი წიგნი „სიზმრების ახსნა“.
1913 – უელსში ქვანახშირის შახტის აფეთებისას დაიღუპა 439 ადამიანი.
1926 – პირველად დაიბეჭდა ალან მალნის ზღაპარი „ვინი პუჰი“.
15 ოქტომბერი
1666 – ინგლისის მეფე ჩარლზ მეორემ შემოიღო ახალი მოდა. მან პირველად ჩაიცვა ჟილეტი.
1880 – 632 წლის შემდეგ დასრულდა კიოლნის ტაძრის მშენებლობა.
1940 – შედგა პრემიერა ჩარლი ჩაპლინის ფილმისა „დიდი დიქტატორი“.
16 ოქტომბერი
1847 – პირველად გამოქვეყნდა შარლოტა ბრონტეს რომანი „ჯეინ ეარი“.
1859 – აბოლუციონისტ ჯონ ბრაუნის ამბოხი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
1923 – დაარსდა უოლტ დისნეის კინოკომპანია.
1946 – ნიურნბერგში ჩამოახრჩეს 10 ფაშისტი მაღალჩინოსანი.
1978 – კარლ ვოიტილა აიჩრიეს რომის პაპად. მან დაირქვა იოანე-პავლე მეორე.
17 ოქტომბერი
1855 – ჰენრი ბესემერმა დააპატენტა ფოლადის წარმოების წესი.
1902 – დეტროიტში გამოვიდა „კადილაკის“ მარკის პირველი ავტომობილი.
1931 – ალკაპონეს მიუსაჯეს თერთმეტწლიანი პატიმრობა გადასახადების გადაუხდელობის გამო.
1945 – ხუან პერონი გახდა არგენტინის დიქტატორი.
18 ოქტომბერი
1867 – რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ოფიციალურად გადასცა ალასკა.
1922 – დაარსდა ბრიტანული ტელე-რადიოკორპორაცია „ბი ბი სი“.
1941 – იაპონიაში დააპატიმრეს საბჭოთა მზვერავი რიჰარდ ზორგე.
19 ოქტომბერი
1860 – იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში, გაიხსნა შიგაწვის ძრავების პირველი ქარხანა.
1941 – ამ დღეს გერმანული ჯარები ყველაზე ახლოს იდგნენ მოსკოვთან (42 კილომეტრი).