კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, ძაღლზე თუ მოქმედებს უარყოფითად კონკრეტულად რომელიმე ფერი ან პარფიუმერიის არომატი? ხანდახან შემინიშნავს, რომ ჩემი ძაღლი ღიზიანდება ყვითელ ფერზე, ზოგჯერ კი სუნამოს სუნზე ცემინება ეწყება.

პასუხი: ფერზე არა, მაგრამ პარფიუმერიის არომატმა შეიძლება, მოკლე ცხვირის გამო, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. უცხოეთში გარკვეული მოთხოვნების მიხედვით, ძაღლების სუნამოებსაც კი უშვებენ. სუნამო არ უნდა იყოს სპირტზე დამზადებული, რადგან მათ ეს აღიზიანებს. სუნამო ისე უნდა დამზადდეს, რომ ძაღლში არ გამოიწვიოს ალერგია, თვალების გაღიზიანება, ცემინება. ამ შემთხვევაში, თავად მიხვდებით, მოსწონს თუ არა თქვენს ძაღლს იმ სუნამოს არომატი, რომელიც გასხიათ. თუ თქვენი ძაღლი რომელიღაც სუნამოზე ცუდად რეაგირებს, ესე იგი ეს არომატი მასზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომაც იწყებს ცემინებას. თუ ასეთ რამეს შენიშნავთ,  ან სუნამო შეცვალეთ, ან საერთოდ ნუ იპკურებთ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ოთხფეხა მეგობარი სანამ სუნი არ განელდება, ნაკლებად მოგეკარებათ. 

კითხვა: შოუ-პეკინესი და ოჯახის პეკინესის განსხვავება ლეკვობიდანვე შეიძლება? მინდა შოუ-ძაღლი შევიძინო და ამიტომ მაინტერესებს.

პასუხი: რა თქმა უნდა, მათი განსხვავება შეიძლება, თუმცა ჩემი რჩევაა, როცა ყიდვას დააპირებთ, ლეკვი კლუბში შეიძინოთ, ან წვრთნა კომპეტენტური პირის თანხლებით ჩაატაროთ. ვინც ამრავლებს, იცის, რა ხაზის ძაღლს ამრავლებს – შოუ-ძაღლს თუ ჩვეულებრივ – ოჯახისას. ერთ ნაყარში ერთი ან ორი შოუ-ძაღლი თუ გამოდგა ხარისხით, დიდი მიღწევაა. შეიძლება გამოფენაზე გაიყვანოთ და კარგი შეფასებაც მიიღოს, მაგრამ რასაც ჰქვია ეტალონი გახდეს და წარმატებას მიაღწიოს, ეს ერთეულების ხვედრია. 

კითხვა:  ჩემი ძაღლი უკვე 10 წლისაა და რაც ასაკში შევიდა, ხასიათი სულ შეეცვალა. ის უკვე წლებია, ჩვენი ეზოს მცველია. ბოლო დროს, თუ ვინმეს უყეფს, მერე დაღლილობისგან ქშინვას იწყებს. როგორ მოვიქცეთ?

პასუხი: ყურადღება უნდა მიაქციოთ ძაღლის ხასიათს და არავითარ შემთხვევაში არ ანერვიულოთ. ძაღლი, რომელიც ეზოში ცხოვრობს და გარკვეულ ტერიტორიას იცავს, გამვლელ-გამომვლელს უყეფს, როდესაც ასაკში შედის, უნდა ეცადოთ, რომ შედარებით თვინიერი გახადოთ უცხოებისადმი, ანუ ყეფა დაუშალეთ და აუკრძალეთ. ძაღლი რომ ბრაზდება, იყეფება, შესაბამისად, გაბრაზება გარკვეულ ნერვიულობას იწვევს, შედეგად კი, თავის აგრესიას უცხო ადამიანისადმი გამოხატავს. მოხუცი ცხოველის ორგანიზმი ნერვიულობასაც რთულად იტანს. ძალიან ბევრჯერ ყოფილა, რომ ზედმეტად გაბრაზებისას ძაღლებისთვის გულს დაურტყამს. უნდა შეეცადოთ, რომ ამას ძაღლი მოარიდოთ. 

 

 

скачать dle 11.3