„დამპყრობელი“ სამოსი
„დამპყრობელი“ სამოსი
კორსეტი ერთ დროს ქალბატონების გარდერობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „წევრი“ იყო, თანაც, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. მართალია, მას არაერთხელ აუჯანყდნენ და „ჩამოაგდეს“ თავისი „ტახტრევანიდან,” მაგრამ, ყოველთვის ტრიუმფით ბრუნდებოდა უკან. კორსეტის თავდაპირველი დანიშნულება იყო, შეეკვეცა ქალბატონების მადა და მათი სხეულისთვის დახვეწილი ფორმები მიენიჭებინა – მართლაც, კორსეტში „ჩაჭედილი“ ბევრს ვერაფერს მიირთმევდი.
კორსეტი თითქოს ცდილობდა, ჩარეულიყო ბუნების საქმეში და ქალების სხეული იდეალურისთვის მიეახლოვებინა და მალავდა მათ ბევრ ნაკლს: აწვრილებდა წელს, ასწორებდა ზურგს, ზემოთ სწევდა მკერდს. თუმცა, კორსეტის ისტორიაშიც მოიძებნება „შავი ლაქები“: მეთექვსმეტე საუკუნის ესპანური კორსეტები (ინკვიზიციის ეპოქაში) ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს – რაც შეიძლება მეტად გაებრტყელებინა ქალი და „გაექრო“ მკერდი, რომელიც მამაკაცებს ავხორც ზრახვებს აღუძრავდა და ცოდვაში აგდებდა; ამავდროულად, ეს კორსეტები ძალიან მძიმე იყო – 25 კილოგრამს მაინც იწონიდა და საკმაოდ ამახინჯებდა სხეულს.
საფრანგეთში მორალსა და ცოდვებზე ნაკლებად ფიქრობდნენ, იქ თავიდანვე ფუმფულა მკერდი მოსწონდათ. ამიტომ, ქალი ვალდებული იყო, ისეთი კორსეტი ჩაეცვა, მკერდს ერთიორად დიდს რომ გამოუჩენდა. შემდეგ ძალიან ვიწრო წელი შემოვიდა მოდაში. ეკატერინე მედიჩიმ წელის ზომის სტანდარტად – 33 სანტიმეტრი დააწესა – ეს თითქმის კანონი იყო და ქალები კორსეტებში ძლივსღა სუნთქავდნენ. საფრანგეთის რევოლუციამ ქალები სასტიკი კორსეტისგან გაათავისუფლა, მაგრამ, 1810 წელს ის ისევ დაბრუნდა ... ოდნავ სახეშეცვლილი, თუმცა, მაინც იდუმალი.
შემოდგომა და ფობიები
შემოდგომა ის პერიოდია, როცა განსაკუთრებით გვიჭირს სიმშვიდის შენარჩუნება. ჩვენ ვერ ვხვდებით, მაგრამ, მოახლოებული ზამთრის შიში ძალიან გვძაბავს და კიდევ ბევრ ფობიას გვიაქტიურებს. ზამთრის პერიოდში შეიძლება გააქტიურდეს:
* აბდუტივფობია – დაბანის შიში;
* აგნოსოფობია – უყურადღებლოდ, შეუმჩნევლად დარჩენის შიში.
* ანეკოფობია – სახლიდან გარეთ გასვლის, ღია ცის ქვეშ დარჩენის შიში.
* აუტატემოფობია – სიბერის შიში.
* ვერმინოფობია – ბაქტერიების შიში.
* დემოფობია – ფიზიკური სიახლოვის, ადამიანების დიდ რაოდენობასთან შეხვედრის შიში.