კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კვირის რომელ დღესაა სურვილების ახდენის ყველაზე დიდი შანსი და რომელ დღეს რა ენერგეტიკა გააჩნია

კვირის თითოეულ დღეს საკუთარი ენერგია აქვს, ანუ, კვირის  შვიდივე დღეს ინდივიდუალური ხასიათი გააჩნია. მაგალითად:

ორშაბათი ბრძნული ხასიათის მქონე დღეა. ამ დღეს ჭეშმარიტების ვერდანახვა და ვერშეცნობა ყველაზე რთულია. შესაძლოა, სწორედ ორშაბათს გაიცნოთ ისეთი ადამიანები ან საქმიანი პარტნიორები, რომლებიც პირში გიღიმიან, ზურგს უკან კი სამარეს გითხრიან. ფრთხილად განვლეთ ეს დღე. ეცადეთ, არ გაგიტყდეთ ჭურჭელი – ეს ცუდის მანიშნებელია.

სამშაბათი სურვილების ასრულების დღეა. თუ გართობა ან სიყვარულით ტკბობა გსურთ, ეს დღე იდეალურია. კარგია შოპინგი და ახლობლებისთვის სიურპრიზების მოწყობა. თუ ადამიანი გიყვართ, სწორედ ამ დღეს აუხსენით მას სიყვარული და ის გულგრილი ნამდვილად არ დარჩება თქვენ მიმართ.

ოთხშაბათი ახალი ამბებისა და ჭორების დღეა. ის სავსეა მოულოდნელობებით. თუ ამ დღეს გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა, ასტროლოგიური თვალსაზრისით, სტაბილური თანაცხოვრება რჩეულთან გარანტირებული გექნებათ. თუ დააპირებთ, საყვარელ ადამიანს გული გადაუშალოთ, საიდუმლო გაუმხილოთ და პატიება სთხოვოთ, მაშინ, ეს სწორედ ოთხშაბათს დაამთხვიეთ.

ხუთშაბათი ძალიან სასიკეთოა სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობებისთვის. თუ ამ დღეს რამე დაკარგეთ, არ ინერვიულოთ და არ ინაღვლოთ – ეს კარგის ნიშანია, რადგან ყველაფერი ცუდი მას გაჰყვება. ამ დღეს დანიშნული პაემნით თავად დარჩებით კმაყოფილი. ხოლო, თუ ხუთშაბათ დღეს სიყვარულში გამოუტყდით საპირისპირო სქესს, სამომავლოდ ისიც ამავე გრძნობით გიპასუხებთ. 

პარასკევი მშვიდობის, სიმყუდროვისა და ბედნიერების დღედ მოიაზრება. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა, ჩვეულებრივ, ხანგრძლივ კავშირსა და ბევრ ბედნიერ წუთს გპირდებათ ცხოვრებაში რჩეულთან ერთად; ამ დღეს დაოჯახება კი იღბლიანია.

შაბათი სწრაფი გადაწყვეტილებების დღეა. თუმცა, ამ დროს, ასევე, დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა. ვინც მშვიდად და მიზანმიმართულად მოქმედებს, შაბათი მისი დღეა. არ ვარგა ამ დღეს ნაგვის გადაყრა და ჭურჭლის გატეხა – ეს საყვარელ ადამიანთან ჩხუბის მიზეზი გახდება.

კვირა სიურპრიზების დღეა, თუმცა, ის სიყვარულისა და, ღალატის დღედაც მიიჩნევა. იყავით ფრთხილად, დაკვირვებით და საღი გონებით აკონტროლეთ ირგვლივ მიმდინარე პროცესები. არ არის გამორიცხული, გარშემო მყოფების მხრიდან აგრესია სწორედ ამ დღეს წამოვიდეს და ამისთვის მზად უნდა იყოთ.

ასე რომ, თუ გეცოდინებათ, ასტროლოგიურად როგორი ხასიათი აქვს კვირის თითოეულ დღეს, არ გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა, გადაწყვეტილებების თამამად მიღება და ყოველი დღის დაგეგმვა სასურველი შედეგის მისაღწევად.

скачать dle 11.3