კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 14 თებერვალს. მინდა უცხოეთში წასვლა. იქნებ, მირჩიოთ, ასტროლოგიურად რომელი მხარეა ჩემთვის განსაკუთრებულად მისაღები?

პასუხი: უცხოეთის ქვეყნებიდან თქვენთვის განსაკუთრებულად მისაღებია: გერმანია, მაროკო, უნგრეთი, ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთი ქვეყნები, შოტლანდია, თურქეთი, ჰოლანდია, ახალი ზელანდია, ჩინეთი, იტალია და უზბეკეთი.

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 10 იანვარს, საღამოს 8 საათსა და 30 წუთზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის წარმატების მომტანი?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, მედიცინა, პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პოლიტიკის ფართო სპექტრი, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო და საინჟინრო საქმე.

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 9 ივლისს, დილის საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს დავუკავშირო ბედი?

პასუხი: თქვენთვის საოჯახო-სასიყვარულო თვალსაზრისით, მისაღებია ურთიერთობა: კუროს, ტყუპების, თევზების, მორიელის ან ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან. დედამიწაზე თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა მეტად გამოავლინოთ დადებითი თვისებები ხასიათში, დაეყრდნოთ ინტუიციას, დაიცვათ საიდუმლო, გამოიჩინოთ დიპლომატიურობა ურთიერთობებში. ასევე, იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველ-გამნაწილებელი, წინდახედული, ფრთხილი და სტაბილური. ეს წარმატებებსაც მოგიტანთ და კოსმიურ მისიასაც შეასრულებთ.

კითხვა: დავიბადე 1995 წლის 11 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე. რომელი ქვის ტარებას მირჩევთ?

პასუხი: თქვენთვის მისაღებია აქატის, მალაქიტის, აკვამარინის, საფირონის, ცირკონისა და ძოწის ტარება.

კითხვა: დავიბადე 1981 წლის 22 იანვარს. გთხოვთ, მითხრათ, რომელი ზოდიაქოს ნიშნით  დაბადებულ ადამიანთან გამიმართლებს ოჯახურ ურთიერთობებში?

პასუხი: თქვენთვის ოჯახური ურთიერთობების თვალსაზრისით, მისაღებია: მშვილდოსნის, სასწორის, ტყუპების ან ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2004 წლის 18 მაისს, დღის საათებში. თუ ელის წარმატებები ფეხბურთში და რომელი პროფესიაა მისთვის მეტად მისაღები?

პასუხი: გეტყვით, რომ მისთვის სპორტი დიდი წარმატების მომტანი არ იქნება, თუმცა ის არც ცუდია. შრომისმოყვარეობისა და შეუპოვრობის წყალობით, შესაძლოა, წარმატებებს მიაღწიოს. პროფესიებიდან კი მისთვის წარმატების მომტანია: რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, ფიტოთერაპია, სუჯუკთერაპია, ჰომეოპათია, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო საქმიანობა, სამხედრო სტრუქტურები, საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო დეპარტამენტები, სადაზღვევო კომპანიები, მუშაობა კონტროლის პალატაში; აგრეთვე, წარმატებულია საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული საქმიანობა, საფინანსო სფერო.

скачать dle 11.3