მაკიაჟის გაკვეთილები
მაკიაჟის გაკეთების მთავარი წესია: წაისვი კოსმეტიკა თხლად (თხელი ფენით)! არაფერი ისე არ აფუჭებს გარეგნობას, როგორც სახეზე სქლად დადებული ტონალური კრემი, პუდრი ან რუჟი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არსებობს ტექსტურისა და ფერების შერჩევის და, ასევე, კოსმეტიკური საშუალებების წასმის ნიუანსები.
* ტონალური კრემის სქელი ფენა
თუ გსურთ, გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად, შეარჩიეთ თხელი ტექსტურის მქონე, მსუბუქი ტონალური კრემები, რომელიც შუქის ამრეკლავ ნაწილაკებს შეიცავს – ეს ოპტიკურად ასწორებს კანს. სქელი ფენა კი, პირიქით, ხაზს უსვამს ნაოჭებს. თუ თქვენი კრემი სქელი კონსისტენციის გამოდგა, შეურიეთ დამატენიანებელი კრემი და ისე წაისვით.
* პუდრი, რომელიც სახეზე ნიღბის ეფექტს ქმნის
აირჩიეთ პუდრი ფხვიერი (ფანტია) ტექსტურით. მისი ფერი ტონალურ კრემზე ოდნავ ბაცი უნდა იყოს. წაისვით T ზონაზე და შემდეგ გადაანაწილეთ მთელ სახეზე. ზედმეტი პუდრის მოშორების დროს ფუნჯის მიმართულება უნდა იყოს ზემოდან ქვემოთ.
* ტუშის ორი ფენა წამწამებზე და კონტური ქვედა ქუთუთოზე
ტუში წაისვით მხოლოდ ზედა ქუთუთოების წამწამებზე. თუ ზედა წამწამები ძალიან დატუშულია, მზერა მძიმე და უსიამოვნო ხდება. ქვედა ქუთუთებზე წამწამებს ნურც დაიტუშავთ და ნურც კონტურს გაიკეთებთ ფანქრით ან „ლაინერით” – ამით უფრო გამოიკვეთება მიმიკური ნაოჭები და მუქი რგოლები თვალების ქვეშ. კონტურიც მხოლოდ ზედა ქუთუთოებზე გაიკეთეთ.
* რუჟის არაბუნებრივი ფერი
რუჟის სწორად შერჩეული ფერი არა მხოლოდ გამოაცოცხლებს კანს, არამედ, იდეალურს მიუახლოებს სახის ოვალს. ვარდისფერი და ატმისფერი რუჟი ვიზუალურად აახალგაზრდავებს, ტერაკოტისა და ბრინჯაოსფერი კი აბერებს კანს.
რუჟის წასმის დროს დადექით სარკესთან, გაიღიმეთ და წაისვით ლოყების იმ მონაკვეთებზე, რომლებიც გაღიმების დროს „გამოიბურცება“, შემდეგ კი ფუნჯის წრიული მოძრაობით გადაინაწილეთ ლოყებზე.
* პომადა, რომელიც ხაზს უსვამს ტუჩების სიმშრალეს
ტუჩების მშრალი კანი ასაკს ჰმატებს. ამიტომ, ყოველდღე უნდა გამოიყენოთ ჰიგიენური პომადა. მდგრადი და დაბურული ფერის საცხი ვიზუალურად ამცირებს ტუჩების მოცულობას, რაც, ასევე, დაბერების ეფექტს ქმნის. ამის თავიდან ასაცილებლად, შეარჩიეთ მსუბუქი, პრიალა ტექსტურა. თუ ასეთი პომადა არ გაქვთ, წაისვით ის, რაც გაგაჩნიათ, ოღონდ, ზედა და ქვედა ტუჩების შუა ადგილას, დაახლოებით 1 სანტიმეტრ სიგრძეზე ტუჩების გასწვრივ, წაისვით გამჭვირვალე „ბლესკი“. ტუჩის საცხის ბუნებრივი ფერი შეუმჩნეველს გახდის პირის გარჩემო გაჩენილ მიმიკურ ნაოჭებს. ხოლო, პერლამუტრის ტექსტურა მოცისფრო ელფერით, პირიქით, ხაზს გაუსვამს მათ.