კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  ვარ 54 წლის. დიეტის დროს ამ ასაკისთვის რომელი ვიტამინების კომპლექსია სასურველი? მაწუხებს ფეხებიც.

პასუხი:  ნებისმიერი პოლივიტამინურ-მინერალური კომპლექსი ასაკის გათვალისწინებით შეგიძლიათ მიიღოთ, შერჩევაში ფარმაცევტები დაგეხმარებიან.

კითხვა: ვარ 22 წლის. რვა წლის წინ მქონდა გაკეთებული ტეტანუსის აცრა TD. რამდენიმე დღის წინ ოდნავ გავიჭერი ფეხი და ექიმმა ისევ ეს ტეტანუსი TD გამიკეთა. ინტერნეტში კი წავიკითხე, რომ ეს აცრა (TD) კეთდება ათ წელიწადში ერთხელ. მაინტერესებს, რამე გართულება თუ შეიძლება გამოიწვიოს ამან? ან, რამდენად სწორია ეს ინფორმაცია? 

პასუხი:  მართალია, რომ ტეტანუსის აცრის შემდეგ იმუნიტეტი ათი წლის განმავლობაში ნარჩუნდება. მაგრამ, ზოგადად, ტრავმების გამო, მორიგი რევაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს არანაკლებ ხუთი წლის შემდეგ. რადგან თქვენს შემთხვევაში ეს პერიოდი გასულია და, თუ ჭრილობა დაბინძურდა მიწით, ქირურგმა საჭიროდ ჩათვალა რევაქცინაცია. ასეთ დროს შეჰყავთ 0.5 მლ ტეტანუსის საწინააღმდეგო ანატოქსინი.

კითხვა: ამ ბოლო დროს შევნიშნე, რომ ღამით ბალიში ცოტათი მისველდება ნერწყვით.  რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული?

პასუხი:  მიზეზი შეიძლება იყოს ღია პირით ძილი – ამ დროს გამოყოფილი ნერწყვი იღვრება გარეთ. ეს არ არის რაიმე დაავადების სიმპტომი. 

კითხვა: ჩემს მეუღლეს აქვს C ჰეპატიტი. შეიძლება თუ არა მეც მქონდეს?

პასუხი: მართალია, C ჰეპატიტი სქესობრივი გზით გადაეცემა, მაგრამ, მეუღლეთა შორის ტრადიციული ურთიერთობისას, ინფიცირების რისკი მცირეა; გამონაკლისია პირველი სქესობრივი კონტაქტი – ამ პერიოდში რეკომენდებულია პრეზერვატივის გამოყენება. 

კითხვა:  მაინტერესებს, 50 წლის ქალბატონისთვის რამდენია ნორმალური პულსი?

პასუხი: ნორმაში მაჯისცემა წუთში 60-80-ია.

კითხვა:  მივიღე ტვინის შერყევა. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა სქესობრივი კავშირი ამ დროს და ტვინზე ცუდად ხომ არ იმოქმედებს? 

პასუხი: თავის ტვინის შერყევის დროს საჭიროა სიმშვიდე და წოლითი რეჟიმი, რაც, შესაბამისად, სქესობრივი ურთიერთობისგან თავშეკავებასაც გულისხმობს.

კითხვა:  მაინტერესებს, რა არის ნაბოთის კისტა, რომელიც წარმოიშვა ნაოპერაციებზე, საშიშია თუ არა და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს? 

პასუხი: ნაბოთის კისტა მდებარეობს საშოს არეში და აღმოცენდება საშვილოსნოს ყელის ჯირკვლის სადინარის დახშობის შედეგად. ეს კისტა არ წარმოადგენს განსაკუთრებულ საშიშროებას ჯანმრთელობისთვის. უნდა მიმართოთ გინეკოლოგს, რადგან, შეიძლება, საჭირო გახდეს კისტის მოშორება და სადინარის გაწმენდა.

კითხვა: მაინტერესებს, ნაწლავების პრობლემასთან თუ აქვს რამე საერთო შარდის შემცირებასა და მოწითალო ფერის შარდს? ვარ 24 წლის გოგონა.

პასუხი: უფრო სავარაუდოა ამ პრობლემის კავშირი მედიკამენტებთან, რომლებსაც, ვვარაუდობთ, რომ იღებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამო. აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. თუ არ იღებთ მედიკამენტებს, მიზეზის დასადგენად უნდა მიმართოთ უროლოგს ან ნეფროლოგს.

 

скачать dle 11.3