მხოლოდ ფაქტები
* ყველა სახის ლოკოკინა ჰერმაფროდიტი, ანუ, ორსქესიანია.
* ალ კაპონეს სავიზიტო ბარათზე ეწერა, რომ ის ძველი ავეჯის დილერია.
* ადამიანი დღეში საშუალოდ 15-ჯერ მაინც იცინის, 1-3-ჯერ კი ტირის.
* რუსეთში საწოლები, როგორც ავეჯი, მე-17 საუკუნეში შემოვიდა. მანამდე კი იატაკზე ან ღუმელზე ეძინათ.
* 1906 წელს პირველი „როლს-როისი“ 600 ათასი დოლარი ღირდა, ახლა კი ყველაზე იაფი 200 ათასი დოლარი ღირს.
* თომას ედისონს ბავშვობაში სიბნელის ეშინოდა და, ალბათ, ამის შედეგი იყო, ნათურის გამოგონება.
* ქალის ტვინი 1860 წელს დაახლოებით 1 245 გრამს იწონიდა, დღევანდელი მონაცემებით, ის 1 270 გრამამდე გაიზარდა.
* ბრიტანელ მონარქებს შორის ყველაზე დაბალი ჩარლზ პირველი იყო: მისი სიმაღლე 4 ფუტსა და 9 დიუმს – დაახლოებით 1 მეტრსა და 50 სანტიმეტრს უდრიდა, თანაც, მანამდე, სანამ თავს მოჰკვეთდნენ.
* პირველი ბენზინისძრავიანი ავტომობილი შექმნა კარლ ბენცმა 1885 წელს. სამბორბლიანი მანქანა საათში 15 კილომეტრს ავითარებდა.
* ამერიკელი ტელიუ ჰიტი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა იმით, რომ ის საკუთარ თავზე დადებულ ვაშლს ბუმერანგით „ხსნის“.
* ბირთვულ პოლიგონს, სადაც გადამწვარი მიწა ყვითელი ფერისაა, ბირვული ფიზიკის სპეციალისტები „ლიმონის ქვეყანას“ უწოდებენ.
* 1945 წელს, პირველად ქალაქ გრანდ საპირში, სასმელ წყალს დაამატეს ფტორიდი – მოსახლეობის კბილების გასამაგრებლად.
* კუნთი თავისი ეფექტურობით აღემატება შიგაწვისა და ორთქლის ძრავებს: მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 50 პროცენტია, ავტომობილის ძრავისა კი – 35 პროცენტი.