კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაცოცხლებელი სასმელი

ექიმ ჰემბერტონის მიერ დამზადებული, სოდიან წყალში გაზავებული, რომელიღაც მცენარის მსუბუქი არომატის სურნელის მქონე სიროფისა და თხილისგან მიღებული გაზიანი სასმელი, რომელსაც განუმეორებელი გემო ჰქონდა, იაკობის აფთიაქში 1886 წლის 8 მაისს გამოჩნდა. პოპულარობა ახალმა ელექსირმა 29 მაისს გაზეთ „ატლანტა ჯორნალში“ გამოქვეყნებული რეკლამის შემდეგ ძალიან მალევე მოიპოვა. ქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდებდნენ, გაესინჯათ „გემრიელი და მაცოცხლებელი“ სასმელი: „დალიეთ „კოკა-კოლა!“.

* „კოკა-კოლას“ ყველაზე დიდი სარეკლამო ნიშანი ჩილეს ქალაქ არიკაშია. მაღალ ბორცვზე 122 მეტრი სიგანისა და 40 მეტრი სიმაღლის ნიშანი 70 ათასი „კოკა-კოლას“ ბოთლითაა შედგენილი.

* ყოველდღე მსოფლიოში 162 მილიონი ლიტრი „კოკა-კოლა“ და 84 მილიონი ლიტრი კომპანიის სხვა პროდუქტი მოიხმარება.

* მთლიანად წარმოებული „კოკა-კოლა“ პლანეტის ყველა მოსახლეს რომ დაურიგდეს, თითოეულს 1 500 ბოთლი შეხვდება. თუ ამ რაოდენობას 0,25-ლიტრიან ბოთლებში ჩამოვასხამთ და ფეხბურთის მოედანზე დავაწყობთ, გამოვა 557 კილომეტრი სიმაღლის მთა, რომელიც ევერესტზე 63-ჯერ მაღალი იქნება. მათგან შედგენილი ოთხზოლიანი მაგისტრალი კი 96-ჯერ შემოუვლიდა დედამიწას.

* „კოკა-კოლას“ პირველი სარეკლამო ბანერი 1904 წელს დახატეს და დღემდე იმავე ადგილასაა – ჯორჯიის შტატის ქალაქ კარტერსვილში.

*1931 წელს „კოკა-კოლას“ კომპანიისთვის სანტა-კლაუსი შვედმა მხატვარმა ჰედონ სანდბლომმა ელფის სახით კი არ გამოსახა, როგორც მაშინ იყო მიღებული, არამედ, ჩვენთვის კარგად ნაცნობ წითელლოყება, მხიარულ მოხუცად.

* „პეპსის“ მუდმივმა კონკურენტმა „კოკა-კოლამ“ ოლიმპიურ თამაშებთან „თანამშრომლობა“ 1928 წლიდან დაიწყო. კომპანია მისი ყველაზე „გრძელვადიანი“ სპონსორია.

* „კოკა-კოლას“ კომპანიას თითქმის ყოველ წელს ახალი სარეკლამო სლოგანი აქვს და დღემდე 90-ზე მეტია შექმნილი.

скачать dle 11.3