დევიდ ბექჰემის შემოსავლების კლების ისტორია
ერიკ კანტონა ეროტიკულ
ფილმში გადაიღეს
„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ფეხბურთელი, ფრანგი ერიკ კანტონა ეროტიკული სცენებით გაჯერებული ფილმის გმირი გახდა. ფილმში კანტონას გმირს „ულაყი” ჰქვია, სიუჟეტი კი სექსუალურ ორგიაზეა დაყრდნობილი, სადაც „მანჩესტერის” ვარსკვლავი მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ერიკ კანტონამ კინომსახიობობა დაიწყო და რამდენიმე ცნობილ კინოფილმშიც მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, „ოსკარის” ჯილდოთი დაჯილდოებულ „ელიზაბეტში”.
დევიდ ბექჰემის შემოსავლების კლების ისტორია
დასავლური მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც დევიდ ბექჰემმა პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, მისმა წლიურმა შემოსავალმა 10 პროცენტით იკლო. კომპანია, რომელიც ბექჰემის კაპიტალის მართვით არის დაკავებული, იუწყება, რომ ინგლისელი ვარსკვლავის შემოსავალი 27 მილიონი დოლარიდან 24 მილიონ დოლარამდე დაეცა. ბექჰემმა კარიერა 2013 წლის მაისში დაასრულა ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენში”, მანამდე კი, ხუთი წლის განმავლობაში, ამერიკული „ლოს-ანჯელეს გელექსის” ღირსებას იცავდა, სადაც ზღაპრულ ხელფასს იღებდა.
ნასვამი მაიკლ ფელპსის
თავგადასავალი
თვრამეტგზის ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში, ამერიკელი მაიკლ ფელპსი, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ფაქტზე დააკავეს. შემთხვევა მერილენდის შტატში მოხდა – 29 წლის ლეგენდარული სპორტსმენი კუთვნილი „რეინჯ როვერის” მარკის ავტომობილით დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩა საპატრულო პოლიციას – მათ სპორტსმენი გააჩერეს, შეამოწმეს და, აღმოჩნდა, რომ მის სისხლში ალკოჰოლის რაოდენობა ორჯერ აღემატებოდა დაშვებულ ნორმას. ცნობისთვის, მაიკლ ფელპსისთვის ეს მეორე შემთხვევაა – ის 2004 წელსაც გააჩერეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო და მაშინ პირობითად 1,5 წელი და ფულადი ჯარიმა მიესაჯა.
ინგლისელი ბუკმეკერების ვარაუდი 2022 წელთან დაკავშირებით
რამდენიმე ინგლისური საბუკმეკერო კანტორის აზრით, 2022 წელს დანიშნული მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ყატარმა უნდა უმასპინძლოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება და ამ სავარაუდო ცვლილებაზე ბუკმეკერები ფსონებს იღებენ. ცნობილია, რომ ამჟამად „ფიფაში” გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო კორუფციული გარიგებების თემაზე, რაც მუნდიალის მასპინძლობის მოპოვებას უკავშირდება, გარდა ამისა, ზაფხულში ყატარში ანომალიური სიცხე ფიქსირდება და ასეთ პირობებში ფეხბურთის თამაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია.