კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასწაულმოქმედი ხატი

ეს სასწაულმოქმედი ხატი პორტატულია, მეჩვიდმეტე საუკუნეშია დაწერილი და დასვენებულია ვათოპედის მონასტრის (წმიდა მთა) საერთო სალოცავის (კათოლიკონის) ჩრდილო-აღმოსავლეთ სვეტთან. 

თანამედროვე მოწმის, ბერის გადმოცემით, ხატმა ღვთიური მადლით ასეთი სასწაული მოავლინა: ერთ დღეს ტაძარში სალოცავად ახალგაზრდა კაცი შევიდა. ხატს რომ მიუახლოვდა, უეცრად ყოვლადწმიდას სახე გაუნათდა და ყმაწვილი კაცი უხილავმა ძალამ ხატიდან შორს განაგდო. გონსმოსულმა სინანულის ცრემლებით შეინანა ბერების წინაშე თავისი დანაშაული, რომ დაშორებული იყო ღმერთს და მისდევდა მაგიას. ღვთისმშობლის ჩარევამ დაარწმუნა ახალგაზრდა, შეეცვალა ცხოვრების წესი და ღვთისმოშიში გამხდარიყო.

ხატს აქვს თავისებურება, უფლით მოვლენილი საგანგებო მადლი – განკურნოს კიბოს საშინელი სენი. დღესდღეობით, კიბოთი დაავედებული უამრავი ადამიანი განიკურნა მას შემდეგ, როცა ხატის წინაშე პარაკლისი გადაიხადეს.

პირველად დიდი ასლი სასწაულმოქმედი ხატისა – „ყოველთა დედუფალი“, საბერძნეთისთვის დაწერეს 1993 წელს. ხმებმა ამ ხატის წინაშე ლოცვების შედეგად ბოროტ ძალთაგან სასწაულებრივი განკურნების შესახებ, რუსეთამდე მიაღწია.

წმიდა იოანე კრონშტადტელის მოწყალების საზოგადოების თხოვნით (ეს საზოგადოება მოღვაწეობს ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრში და განთქმულია თავისი საქველმოქმედო და საგანმანათლებლო მოღვაწეობით), მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა, აკურთხა „ყოველთა დედუფლის“ ხატის ასლის შექმნა რუსეთისთვის.

ამ დროისთვის ვათოპედის მონასტერში მოღვაწეობდა რუსი ხატმწერი ვლადიმირი, რომელსაც დაევალა ამ საქმის შესრულება.

... 1995 წლის 11 აგვისტოს „ყოველთა დედუფლის ხატი“ ჩაბრძანდა რუსეთში ივერიის ღვთისმშობლის ხატთან ერთად. პირველი პარაკლისის შემდეგ ხატს ემთხვია გოგონა, რომლის ჯანმრთელობის მოსახსენიებელი ზუსტად ერთი წლის წინ ჰქონდათ შეგზავნილი ათონის მთაზე.

იმავე წლის შემოდგომაზე მოხდა შემდეგი ღირსშესანიშნავი მოვლენა: ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე „ყოველთა დედუფლის“ ხატზე გაჩნდა მირონის პირველი წვეთები და, ის შენობა, სადაც ხატი იყო დასვენებული, სურნელებით აივსო. იგივე განმეორდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე.

პირველი სასწაული, რომელიც სიხარულით გვამცნო ბედნიერმა ქალმა, იყო განკურნება ყმაწვილი კაცისა, რომელიც ნარკომანიის მძიმე სენით იყო ავად. პარაკლისიდან მობრუნებულ დედას, რომელიც გულმხურვალედ ევედრებოდა ღვთისმშობელს „ყოველთა დედუფლის“ ხატის წინ შვილის განკურნებას, შვილმა ნაკურთხი წყალი მოსთხოვა და აღუთქვა, რომ აღარასოდეს მიიღებდა ნარკოტიკს და მასთან ერთად ივლიდა ეკლესიაში.

ექიმებმა დაადასტურეს სასწაულებრივი ცვლილებანი ყმაწვილის ჯანმრთელობაში.

„ყოველთა დედუფლის“ სასწაულმოქმედი ხატის წინაშე ლოცვის შედეგად მოხდა ადამიანების მძიმე სნეულებათაგან სასწაულებრივი კურნებანი.

скачать dle 11.3