კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: გთხოვთ ამიხსნათ, რას ნიშნავს განბანა და არის თუ არა ნათლია განმბანელი?

პასუხი: განბანა არის ნათლობის შემდეგ ახალნათელღებულზე მირონის მოწმენდის წესი, რომელსაც ახლა ღვთისმსახური ასრულებს და ესწრება ნათლია. წინათ კი მირონის მოწმენდა ნათლობიდან მესამე დღეს ხდებოდა და, ვინც ამას ასრულებდა, მას ეძახდნენ განმბანელს.

კითხვა: უნდა ვურჩიოთ თუ არა ბავშვს, რა მოინანიოს აღსარებაზე?

პასუხი: პირველი აღსარება ბავშვმა 7 წლის ასაკში უნდა თქვას და, ბუნებრივია, მას ამ საკითხში დახმარება სჭირდება, თუმცა, ყველაზე კარგი მრჩეველი ოჯახის წევრების მაგალითია. ბავშვი ოჯახში უნდა ხედავდეს სიკეთის მაგალითებს და, როდესაც ასეთ ფაქტებს შეხედავს, ის თავად გაერკვევა, რა არის კარგი და რა არის ცუდი. ესაუბრეთ ბავშვს, რატომ უნდა თქვას აღსარება და როგორი სასიხარულოა ზიარება; მიანიშნეთ იმ შეცდომების შესახებ, რაც უნდა თქვას მოძღვართან. ეცადეთ, როდესაც ბავშვი პირველ აღსარებას ამბობს, მისთვის სადღესასწაულო გარემო შექმნათ.

კითხვა: რადგან ბავშვობის ასაკში მომნათლეს, არ ვიცი ჩემი ნათლობის სახელი. თან, ისეთი სახელი მქვია, რომ მოძღვარი აუცილებლად მიწოდებდა წმიდანის სახელს. შეიძლება თუ არა, საეკლესიო სახელი  ჩემმა მოძღვარმა მიწოდოს?

პასუხი: დიახ, შეიძლება. ამ საკითხზე დაელაპარაკეთ თქვენს მოძღვარს და, თუ მან აქამდე არ გიწოდათ წმიდანის სახელი, ახლა გიწოდებთ.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა საიდუმლოებები შედის ქრისტეს 7 საიდუმლოში?

პასუხი: წმიდა მართლმადიდებლური სარწმუნოება იცნობს 7 საიდუმლოს: ნათლისღებას, მირონცხებას, სინანულს (აღსარებას), ზიარებას, ქორწინებას, მღვდლობასა და ზეთისცხებას.

скачать dle 11.3