კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

ქრისტეს მოსაგრე ალექსანდრე

ღვთის მოსაგრე ალექსანდრეს, რომელსაც ღირსეულად ეკავა საპატრიარქო ტახტი, არა მხოლოდ არიანელთა (არიანელობა – მეოთხე საუკუნეში წარმოშობილი ერესი) წინააღმდეგ უნდა ებრძოლა, რომლებიც მგლებივით იწევდნენ ქრისტეს სამწყსოზე, არამედ, ელინელ ბრძენებთანაც.

ერთხელ ზოგიერთმა მათგანმა გაბედა, მეფისთვის შეეხსენებინა, რომ მან მამა-პაპათა რწმენაზე უარი თქვა და ახალი, რაღაც გაურკვეველი სარწმუნოება მიიღო, რითაც მეფობის დაცემა დააჩქარა. ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ: მეფეს სთხოვეს, მათთვის ნება მიეცა, ეკამათათ წმიდა ალექსანდრესთან: რომელი რწმენა უმჯობესია – ძველი თუ ახალი?

მეფემ ნება დართო.

ქრისტეს მოსაგრე ალექსანდრე, მართალია, სახარების სიბრძნეში განისწავლებოდა, მაგრამ, პაექრობაში სულიწმიდის შემწეობის იმედად ჩაება. შეიკრიბნენ ფილოსოფოსები და ყველა ისინი, ვისაც სახარებისეული რწმენა სძულდა. წმიდა ალექსანდრემ დაინახა, რომ მოწინააღმდეგენი ბევრად მეტნი იყვნენ და დაიყოლია ისინი, რათა თავიანთ შორის ბრძენი და მჭევრმეტყველი ამოერჩიათ, რომელსაც გაეჯიბრებოდა. იგი ამბობდა, რომ შეუძლებელი იყო, ერთბაშად ათასი ხმისთვის გაეცა პასუხი. ამის შემდეგ მის წინაშე წარადგინეს მთელ საბერძნეთში განთქმული ბრძენი. ყველა დანარჩენნი მათ მოსასმენად მოემზადნენ და იმისთვისაც, რომ, საჭიროების შემთხვევაში, წარმართ ფილოსოფოსს დახმარებოდნენ.

უწმიდესმა პატრიარქმა კი ასეთი სიტყვებით დაიწყო: „ჩემი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, დადუმდე...“ – და წარმართს მეყსეულად წაერთვა მეტყველება, ისე, რომ ერთი სიტყვის თქმასაც კი ვერ ახერხებდა. ამის დანახვაზე, შეკრებილი ფილოსოფოსები შიშისა და სირცხვილისგან თავზარდაცემულნი იყვნენ – ერთნი გარბოდნენ, მეორენი კი ქრისტეს აღიარებდნენ. დამუნჯებული ბრძენი კი წმიდა მამის ფეხებთან დაემხო და მინიშნებით უმტკიცებდა სახარებისეული რწმენის სიწმიდეს. რის გამოც მოსაგრის ლოცვით განიკურნა და სხვებთან ერთად მოინათლა. ყველა ქრისტიანი ადიდებდა უფლის სახელს.

ასე დასრულდა კამათი ქრისტიანებსა და წარმართებს შორის.

ქრისტიანისთვის ყველაფერი შესაძლებელია, ოღონდ, იგი არაფერში არ უნდა დაეჭვდეს – სხვაგვარად უფალი არ შეისმენს მის ლოცვას, რადგან, ეს ურწმუნო ადამიანის ლოცვა იქნება.

 

 

скачать dle 11.3