კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ინახავდა ლადო ბედუკაძე პერსონალურ კომპიუტერში და როგორ გართულდა მისი ცხოვრება

ლადო ბედუკაძე სოციალურ ქსელში გასაჯაროებული აუდიოჩანაწერების შემდეგ, პროკურატურისგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და გამოძიებას მოითხოვს. ორ პოლიტიკურ ძალას შორის კოზაკივით გაჭყლეტილი ლადო ბედუკაძის ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება, რის გამოც მან საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილებაც მიიღო. ამაზე ის ჩვენს ინტერვიუშიც საუბრობს. 


ლადო ბედუკაძე: ან ჩანაწერებია საჭირო, ან საპყრობილეებში მომხდარი ინციდენტი, რომ ჩემ ირგვლივ ახალ-ახალი სკანდალი აგორდეს. ეს ბოლო შემთხვევაც ასეა – რამენაირად უნდა სცადონ რუსული კვალის ძიება და ეს რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის იმ ფრთისგან ხდება, რომელიც თავის თავს ნაცმოძრაობის მენტალურ მართვით ჯგუფს უწოდებს. მათი მიზანია, რომ ციხის კადრები რამენაირად დააკავშირონ რუსულ კვალს. რაც მოხდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, მე ვერ დავარქმევდი ხელისუფლების ნებაყოფლობით გადაბარებას. ეს იყო ხელისუფლების იძულებით დათმობის პროცესი, რაშიც მათ ყველაზე მეტად რუსული კვალის ძიება და ამ პროცესის რუსეთთან დაკავშირება აწყობთ. მე კიდევ ველოდები შემოტევებს, შესაბამისად, ამ სკანდალს, რაც იყო ამ დღეებში ბოლოს ვერ დავარქმევ. ის ჩანაწერები, რაც გავრცელდა ნამდვილად არ შედის იმ 5 ათას აუდიოჩანაწერში, რაც კუდის თანამშრომლებმა წაიღეს ჩემი კომპიუტერიდან. ძალიან მიკვირს პროკურატურის უმოქმედობა მაშინ, როცა სახეზეა დანაშაული. ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსის სამი – 157-ე, 158-ე, 159-ე მუხლებით. ეს რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ჩემი და ზაზა დავითაიას საუბარი, არ იყო ფართო საზოგადოებისთვის, იყო პირადი საუბარი, რომელიც შედგა, როგორც მახსოვს, სკაიპის მეშვეობით. ეს იყო პირადი საიდუმლო. კოდექსში წერია, რომ პირადი ან ოჯახური საიდუმლოების გავრცელება ან უკანონოდ გამოყენება მასობრივი მაუწყებლობით ან საჯარო გამოსვლისას, ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით, ვადით სამ წლამდე. 

– ამბობენ, რომ არსებობს ფარული ჩანაწერის 5 ათასი ფაილი, რომელთა გასაჯაროებასაც „გპირდებიან” მომავალში. 

– გამოაქვეყნონ, ბატონო, დიდხანს ეყოფათ (იცინის). მე არ ვიცი, რომელ 5 ათას ფაილზეა საუბარი. რასაც შევხედე კადრებში, ეს იყო ჩემი პირადი არქივი. ჩემი ოჯახის წევრების, ბავშვების ფოტოები, ანას ლექსები. ფოტოს, ლექსს ყველა ინახავს თავის პერსონალურ კომპიუტერში. ასე მქონდა მეც – ეს ყველაფერი ინახებოდა 5 ათას აუდიოფალად ჩემს კომპიუტერში, რომელიც „კუდმა” წაიღო. საიდან მოხვდა ეს ჩანაწერები სხვა ადამიანების ხელში, ეს ჩემთვის ცხადია. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის ჩანაწერები, რაც გასაჯაროოვდა, ჩემს კომპიუტერში არ ყოფილა. სწორედ ესაა პროკურატურის საქმე. პირველი აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, მე მივმართე პოლიციას, და მოვითხოვე საქმის აღძვრა. ამ ეტაპზე ჯერ არავინ დამკავშირებია. ძალიან მაკვირვებს პროკურატურის დამოკიდებულება. როცა გამოაშკარავდა ჩემი და პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ასევე ჩემი და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის საუბარი, სადაც არანაირი გარიგება და არაკანონიერი ქმედება არ ყოფილა, ეს არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. რა გარიგებაზეა საუბარი. ჩემი მოთხოვნა იყო, რომ მე ჩვენებას არ მივცემდი სააკაშვილის რეჟიმის პროკურორებს. თუ პროკურატურა არ მიხედავს მისი თანამშრომლის საუბრის გამოქვეყნების ფაქტს, მე მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს.

– თქვენი ოპონენტების მიერ ითქვა, რომ თქვენ იწერდით ყველა საუბარს, ყველა შეხვედრას. ამას უსაფრთხოებისთვის აკეთებდით?

– ის ხმები, რომ ყველაფერს ვიწერდი, ჩემი დისკრედიტაციისთვის ვრცელდება. თუმცა, მე სრული უფლება მქონდა, ჩამეწერა ნებისმიერი პრივატული საუბარი. ეს არ იყო კანონდარღვევა, მე ხომ სხვების საუბარს არ ვიწერდი? მათი ლოგიკით, თურმე, მე გავაკეთე ჩანაწერები და მე თვითონ მივაწოდე ამ ხალხს იარაღად ჩემთან ბრძოლაში, ეს ხომ აბსურდია. ეს ადამიანები ჩემთან თვითონ შემოვიდნენ ნდობაში. იმ დროს ბელგიაში ვიყავი, თუმცა იქიდან ვეკონტაქტებოდი ყველა ჟურნალისტს, რომ ისინი რაიმე ფორმით დამხმარებოდნენ. მე ვეძებდი დასაყრდენს, ჟურნალისტი კი ყველაზე სანდო დასაყრდენი მეგონა. საკუთარ თავს შეცდომად სწორედ ამას ვუთვლი, რომ ვენდე იმ ადამიანებს, ვისაც არ უნდა ვნდობოდი. ვნანობ, რომ კადრები ხელში ჩაუვარდათ უღირს ადამიანებს, რომელთაც ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს. მე თავიდანვე მქონდა სამი მოთხოვნა, რომ კადრები არ მოხვედრილიყო ქურდებთან და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან. არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული რუსულ კვალთან და პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებულ ხალხთან. ნდობაში შევცდი, დღემდე მეშლება. მიუხედავად ჩემი ხანგრძლივი ოპერატიული საქმიანობის გამოცდილებისა, ადამიანის ნდობა მაინც მეშლება. ადამიანებს ველაპარაკები სიმართლეს, ვინც ცოტა „ალმაცერად” არის განწყობილი ჩემ მიმართ, ფიქრობს, მაპატიეთ და ეს ისეთი „ჩათლახიაო” და ასეთები, უკუღმა მიტრიალებენ ყველაფერს.

იმ კადრების გადაღება ხომ არ ყოფილა ჩემი ინიციატივა. მე ვარ ქურდი, იმიტომაც ვითხოვდი სასამართლოზე ქურდობის მუხლის წაყენებას. მე მოვიპარე სახელმწიფო ქონება, ეს იყო ჩემი დანაშაული. ამ პერიოდში იმდენი ახალ-ახალი ჭორი მოვისმინე, ამ ამბების სათავესთან მისვლა და ინტერესი არავის აინტერესებს. ამ ხელისუფლების შეცდომა ის იყო, ციხის კადრების გამოძიება თავიდან რომ არ დაიწყო. ეს საქმე თავიდანაა შესასწავლი და ამაში ვეთანხმები „ნაციონალურ მოძრაობას“. ახლა იმ ოთხი ნაციონალის დასახელებას ველოდები, ვინც თურმე, მე მეხმარებოდნენ და ერთად დაგვიგეგმავს ეს ყველაფერი. 

– ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიური ვერსიაა ის, რომ თქვენ იყავით ვანო მერაბიშვილის ოდეერი და მისი აგენტი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ. 

– ვერსიები ძალიან მრავლად აქვთ, ფანტაზიები ჰყოფნით. მე ვურჩევდი ამ ხალხს, ერთ ვერსიაზე ჩამოყალიბდნენ – ვანოს აგენტი ვარ თუ „ფეესბესი”. რა უნდა მაკავშირებდეს ვანო მერაბიშვილთან? ახლოს თვალითაც კი არ მინახავს, იმ მესხელს, კი ფოტოთი მაინც ვიცნობდი. მაინტერესებს სადამდე მივა ამ ადამიანების ფანტაზია. ამ ვერსიების მიხედვით, სააკაშვილს და მერაბიშვილს თვითონ დაუნგრევიათ ეს სისტემა. 

– ადრე თქვით, უნდა წავიდე ამ ქვეყნიდანო. არ გიჭირთ ცხოვრება აქ, სადაც ყველა ფეხის ნაბიჯზე საკუთარი სახელი და გვარი გესმით? 

– უფრო და უფრო რთულდება ჩემი ცხოვრება, უნდა წავიდე აქედან, ეს გადაწყვეტილება მივიღე, ახლა მხოლოდ დროის ამბავია. ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის დაცვა არ შეუძლიათ, ცხოვრება წარმოუდგენელია. ეს არაა სახელმწიფო, არავის არ ვერიდები – არც ნაცებს, არც ქოცებს, ეს არაა სახელმწიფო. შვიდი განცხადება მაქვს შეტანილი პოლიციაში, არც ერთზე არ ყოფილა რეაგირება. ის რომ გამოხტა, ლადო ბედუკაძეს შიდსი აქვს და მეც გადამდოო. წავედი ბატონო, ავიღე ცნობა, ათი ბეჭედი არტყია იმ ცნობას, რომ შიდსი არ მაქვს, მაგრამ სადაა რეაგირება ამ ცილისწამებაზე, ცრუ ბრალდებაზე? ნაციონალური მოძრაობის წევრები დამდევენ, მითვალთვალებენ, ფოტოებს მიღებენ და ათავსებენ ინტერნეტში. ასეთ ფსიქოლოგიურ ტერორში ვარ. ჩემს ყველა ნაბიჯში კომპრომატს ეძებენ, ასე ცხოვრება ძალიან ძნელია. მეგობრები, ახლობლები ხშირად მეუბნებიან, ამისთვის იბრძოლე და გაწირე საკუთარი თავი და ოჯახიო? სახელმწიფო სრულ იგნორირებას მიკეთებს, არანაირი დაცვითი მექანიზმი არ არსებობს. დავიღალე ამდენი ცილისწამებითა და ტალახის სროლით. ორი შვილი მყავს. სახლში ტელევიზორის ჩართვა და საინფორმაციო გამოშვებების ყურება სასტიკად მაქვს აკრძალული, რომ მათ კიდევ მეტი მორალური ზიანი არ მიადგეთ. ერთი თვის წინ, რაც ახალი სკანდალი აგორდა, ჩემს სიდედრს ინსულტი დაემართა ნერვიულობისგან. რას ვერჩი ამ ხალხს? ამ ფსიქოლოგიურ ტერორში ცხოვრობს ჩემი ოჯახიც. ჩემთვის ყველა სამსახურის კარი დაკეტილია, ჩემს წინ დიდი ზღუდეა აღმართული. ჩემთან საქმის დაჭერას ერიდებიან. მარტო მე კი არა, უკვე ჩემს ახლობლებსაც უარს ეუბნებიან, როგორც კი ჩემს სახელს გაიგებენ. ორ ადგილას ვმუშაობდი და ახლა აღარ არის ჩემთვის ერთი სამსახური? რა დააშავა ჩემმა ცოლმა? ჩვენს ორ შვილს გაზრდა, განათლება სჭირდება. როდემდე უნდა ვიყოთ დამოკიდებული მეგობრის შემოწირულობებზე. ჩემ ირგვლივ არაფერი იცვლება, მე კვლავ ვრჩები ორ პოლიტიკურ ძალას შორის გაჭყლეტილ კოზაკად და რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვიჭყლიტები. 

 

скачать dle 11.3