კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაქვს რეცეპტი?!

ანუ меньше надо пить!

 

ჩვენ ჩვენი რეცეპტები ვერ მოგვნელებინა, თუმცა, საბედნიეროდ, გზადაგზა მაინც ემატება ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები (ვითომ თავიდანვე რომ ეფიქრათ, რუხ ნივთიერებას დაიზიანებდნენ?!), რომ რფ-ის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ჯანდაცვის მშობლიურ სისტემას შესთავაზა, გარკვეული ტიპის მედიკამენტები რეცეპტზე გადაიტანონ.

ჰოი საკვირველებავ და, ასეთ მედიკამენტებად ჩვენს ჩრდილოეთით სპირტის შემცველები დასახელდა. მეტიც, ზემოდან ბრძანეს, ჭურჭლის ზომაც შემცირდეს, რომლებშიც სპირტის შემცველი წამლები იყიდებაო.

ბუნებრივია, თუ ინიციატივა კანონის სახეს მიიღებს, რეცეპტით გასაცემთა სიაში უპირობოდ  მოხვდება „კორვალოლი“ და „ვალოკორდინი“, ასევე, ცხადია, სპირტზე დამზადებული სხვადასხვა ნაყენიც.

უფრო ადრე მსგავსი ინიციატივა რფ-ის ფინანსთა სამინისტროსაც ჰქონია, იმ მოტივით, რომ სპირტის ნაყენით დამზადებული საშუალებების მხოლოდ 10 პროცენტი გამოიყენება სამკურნალო მიზნებისთვის. მეორე მხრივ, თავად პრემიერ-მინისტრი მხოლოდ „კორვალოლისა“ და „ვალოკორდინის“ აკრძალვის იდეას არ დასჯერდა და შესაბამის უწყებას უკვე მისცა დავალება, რომ რუსეთის მოქალაქე ფიზიკურ პირებს აეკრძალოთ საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნებიდან რფ-ის ტერიტორიაზე თითო ჯერზე 5 ლიტრ ალკოჰოლზე მეტის შეტანა.

ხოლო, როცა „კორვალოლის“ დასათრობად მიღების პრობლემა ვერ მოგიგვარებია, ბუნებრივად იბადება კითხვა: რას ეპოტინები სხვების ტერიტორიებს?!

скачать dle 11.3