ანეკდოტები
საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო, მაგრამ ყველა ოჯახში 2-4 ბავშვი იყო. ახლა სექსი არის, მაგრამ, გამონაკლისის გარდა, თითო ოჯახში თითო ბავშვია – გამოდის, რომ ბავშვები სექსით არ ჩნდებიან... წერო, ბატონო, წერო...
***
არიან ჯენტლმენები და ნამდვილი ჯენტლმენები.
ჯენტლმენი – ეს ნორმალური მამაკაცია. ნამდვილი ჯენტლმენი – მხოლოდ ქალების ფანტაზია.
***
ესემესები:
– დედა, მალე მოხვალ? მოვიწყინე.
– ვერ მოასწრებთ, 5 წუთში სახლში ვარ... ზურა მომიკითხე...
***
– საყვარელო, ჩემ გარეშე რას გააკეთებდი...
ქმარმა გაიფიქრა: „სხვადასხვა ქალს გავუსინჯავდი გემოს, დავლევდი ძმაკაცებში, როცა მომინდებოდა, სახლში მაშინ დავბრუნდებოდი, მოვწევდი სადაც მინდა, ტელევიზორში ვუყურებდი ფეხბურთს... აუ, რამდენ რამეს გავაკეთებდი“... და უპასუხა:
– ძალიან მოვიწყენდი, ძვირფასო...
***
გოგონა დაბადების დღიდან ნასვამი მოვიდა. დედა სამზარეულოდან:
– რა დაგივარდა, შვილო?
– ტანსაცმელი...
– ასეთი ხმაურით?
– გახდა ვერ მოვასწარი...
***
ორი მოხუცი შეხვდა ერთმანეთს:
– მოდი, ახალგაზრდობა გავიხსენოთ და გოგოებში წავიდეთ...
– წავიდეთ! უარი რომ გვითხრან?
– ეგ არაფერი, მთავარია, არ დაგვთანხმდნენ...
***
ბოიფრენდმა გადაწყვიდა, გახუმრებოდა მეგობარ გოგონას და ორსულობის ტესტზე წითელი ფლომასტერით ხაზი მიუხატა. მაგრამ, საშინლად იმოქმედა ფრაზამ:
– საყვარელო, რას ნიშნავს ტესტზე სამი ხაზი?
***
ჩამოსასხმელი ლუდის დახლთან რიგი დგას. აღშფოთებული მამაკაცი გამყიდველს ეკითხება:
– ქალბატონო, კათხას რატომ არ ავსებთ?
– გესმით ხალხო? ამას უნდა, რომ თქვენ ლუდი არ გეყოთ! – გასძახა რიგს გამყიდველმა.
***
– მთელი თვეა, ჩემს ქმარს ვეხვეწები, ტუალეტში რემონტი გავაკეთოთ-მეთქი...
– მერე, არ გიჯერებს?
– ნეტავ, არ დაეჯერებინა, ჩამოკიდა კარზე წარწერა – „ტუალეტი დაკეტილია რემონტზე“ და თვითონ მივლინებაში გაემგზავრა...