კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

პასკალი: შევისწავლით რა ჭეშმარიტებას, სამმაგი მიზანი უნდა გვქონდეს: აღმოვაჩინოთ ჭეშმარიტება, როცა ვეძებთ მას; დავამტკიცოთ ის, როცა ვიპოვით და, საბოლოოდ, გამოვყოთ ის სიცრუისგან, როცა მას განვიხილავთ.

მოლიერი: წიგნის სიბრძნე სულელს უფრო ასულელებს.

ლესინგი: ერთი ნაბიჯით იქნები მიზნიდან დაშორებული თუ საერთოდ ვერ მიუახლოვდები მას – ერთი და იგივეა.

ჯონსონი: კრიტიკა დილემაა: ან მართალი უნდა უთხრა ავტორს და აწყენინო, ან მოატყუო იგი და თავი უნდა დაიმცირო.

მოპასანი: ვინც თავის თავს პატივს არ სცემს – უბედურია, მაგრამ, ვინც მეტად კმაყოფილია თავისი თავით – სულელია.

სენეკა: სიბერე ხშირად ჭკუას ჰმატებს ყველაზე ბრიყვ ადამიანებს, ხოლო, ყველაზე ჭკვიანებს კი ასულელებს.

პავლენკო: პატრიოტი ის არის, ვინც სამშობლოსთვის ყველაზე უმძიმეს პირობებში ყველაზე უმძიმეს საქმეებს ჰკიდებს ხელს.

ტოლსტოი: გეჩხუბებიან, განგსჯიან – გიხაროდეს; გაქებენ, გიწონებენ – გეშინოდეს.

სპენსერი: აღზრდის მიზანია, ჩამოაყალიბოს ისეთი არსება, რომელსაც შეეძლება საკუთარი თავის მართვა და არა ისეთი, რომელსაც სხვები მართავენ.

ლაროშფუკო: დახვეწილი გემოვნება იმდენად გონების სიძლიერეს როდი მოწმობს, რამდენადაც აზრის სიცხადეს.

ჰიპოკრატე: მოხუცი და დასუსტებული, მაგრამ, ჯაფას მიჩვეული პირები უფრო იტანენ ყოველდღიურ შრომას, ვიდრე შეუჩვეველი, ჯანსაღი და ძლიერი სხეულის მქონე ადამიანები.

ბალზაკი: შური იმდენადვე იწვევს ადამიანთა ენის ტარტარს, რამდენადაც აღტაცება ამუნჯებს.

მამარდაშვილი: ჩვენ ჭეშმარიტებაში ყოველთვის ხელახლა ვვარდებით და არასდროს ვფლობთ მას.

ბერნე: ბევრი სწავლული ემსგავსება ბანკის მოლარეს – მის ხელში ბევრი ფულია, მაგრამ ფული მას არ ეკუთვნის.

სტაციუსი: აიღე, რასაც გაძლევენ, რადგან, არ გაძლევენ იმას, რაც შენ გსურს.

ლეოპარდი: შეიძლება, ადამიანის სულის ისტორია, თუნდაც ძალიან პატარა სულისა, თითქმის უფრო საინტერესო და სასარგებლო იყოს მთელი ერის ისტორიაზე.

ვოლტერი: რამდენ სისულელეს ამბობენ იმის ცდაში, იქნებ ახალი რამე ვთქვაო.

დემოკრიტე: მამების კარგი თუ ცუდი ჩვევები მათი შვილების ნაკლოვანებად იქცევა.

მორუა: რესტორანში მაგიდასთან მსხდომ წყვილზე დაკვირვებისას იოლად შეიძლება ამოიცნო, თუ რამდენ ხანს ცხოვრობენ ერთად... მათ საუბარში პაუზის მიხედვით.

скачать dle 11.3