კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეძლებს თანამედროვე მაცივარი საჭირო პროდუქტის შეკვეთას და რაში დაეხმარება მას ელექტრონული ფული

ონლაინ-სამყარო სულ უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს თითოეული ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

ელექტრონული ფულის წილი საერთაშორისო ბაზარზე ყოველწლიურად იზრდება. ნაღდი ფული ჯერ პლასტიკურმა ბარათმა ჩაანაცვლა, მასთან ერთად კი, ელექტრონული ფულიც გამოჩნდა, რომელიც თავის მხრივ სწრაფად ვითარდება.

საქართველოში ელექტრონული საფულე თანდათანობით პოპულარული ხდება. რაც ონლაინ-შოპინგის და ინტერნეტ-ბანკის მომხმარებელთა რაოდენობამ იმატა, ინტერესი ელექტრონული საფულის მიმართაც გაიზარდა.

მთელ მსოფლიოში ისეთი პროდუქტები, როგორიც არის ელექტრონული საფულე, ძალიან პოპულარულია და მომხმარებლების დიდი რაოდენობით გამოირჩევა. საქართველოში ელექტრონული კომერცია და ელექტრონული ფული ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ სრულად გააცნობიეროს, რა კომფორტს შეუქმნის მას ელექტრონული ფული. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომპანია „მანი მუვერსმა“ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა ერთიანი ონლაინ-ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში არსებულ თითქმის ყველა პოპულარულ ელექტრონულ საფულეში თანხის შეტანა-გამოტანის სერვისს, ამ საფულეებს შორის თანხის კონვერტაციას და ასევე, ელექტრონული ფულით სხვადასხვა პოპულარული მომსახურების გადახდის სერვისს. კომპანია ასევე, ელექტრონული კომერციისთვის ახორციელებს სხვადასხვა საგადასახდო სისტემის ინტეგრაციის სერვისებსაც.

 

კახაბერ საკანელაშვილი (კომპანია „მანი მუვერსის“ დირექტორი): 2012 წლიდან საქართველომ მიიღო „საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონი”, რომელმაც საქართველოში ელექტრონული ფულის ცნება ოფიციალურად გააჩინა. ელექტრონული ფული არ არის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფული. იმისთვის, რომ ელექტრონული ფული გამოუშვა, საჭიროა კომპანიამ გაიაროს რეგისტრაცია ეროვნულ ბანკში. კანონმდებლობის თანახმად, ელექტრონული ფულის გამოშვება ხორციელდება ნაღდი ფულის სანაცვლოდ, ანუ, თუ მომხმარებელს სურვილი აქვს, მიიღოს 100 ელექტრონული ლარი, მან გამომშვებ კომპანიას უნდა გადაუხადოს 100 ლარი. კომპანია თავის მხრივ, მიღებული 100 ლარის სანაცვლოდ, ახორციელებს 100 ელექტრონული ლარის გამოშვებას და მიღებულ თანხას ანთავსებს სპეციალურ ანგარიშზე, რომელიც თავის მხრივ დაცულია კანონმდებლობით და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კომპანიის ვალდებულების დასაფარად. კომპანიას ასევე, არ აქვს უფლება, ეს ფული გამოიყენოს რაიმე ტიპის კომერციულ საქმიანობაში ან პირადი ინტერესებისთვის.

ასევე, ელექტრონული ფულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა ავტორიზაციის აუცილებლობა. ყველაფერი ეს ერთობლიობაში კი, გვაძლევს მომხმარებლის ფულადი სახსრების დაცულობის მაღალ დონეს.

ვთანხმდებით რა, რომ ფული, რომელიც განთავსებულია სპეციალურ ანგარიშზე დაცულია და დაცულია მისი ელექტრონული ეკვივალენტიც, რადგანაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მის გამოსაყენებლად საჭიროა ავტორიზაცია.

– რაში შეიძლება, დამჭირდეს მე, ჩვეულებრივ მოქალაქეს ელექტრონული ფული. თუ საუბარია ინტერნეტ-გადარიცხვებზე, ამისათვის არსებობს ინტერნეტბანკი.

– მოგახსენებთ. ელექტრონული ფული არ შეიძლება, განხილულ იქნეს, როგორც მხოლოდ გადახდის ინსტრუმენტი. ის ასევე, განხილულ უნდა იყოს, როგორც მომსახურების ანაზღაურების ინსტრუმენტი. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანმა დახატოს რაიმე სურათი და გაყიდოს ინტერნეტის საშუალებით 50 ცენტად იმ ვითარებაში, როდესაც მას ბარათი აქვს. იმისთვის, რომ პოტენციურმა მყიდველმა ეს სურათი შეიძინოს მას ბევრად მეტი საკომისიოს გადახდა მოუწევს, ვიდრე თავად ნივთი ღირს, რაც დამეთანხმებით, არაკომფორტულია. უნდა გვესმოდეს, რომ ბარათი არ არის ანგარიში და ბარათზე რეალურად ფული არ დევს, ბარათი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, აუცილებლად მიბმულია საბანკო ანგარიშზე და ოპერაცია, რომელიც ბარათით ხორციელდება, რეალურად, საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციაა. გამოდის რა, რომ ბარათი საბანკო ანგარიშის მართვის ინსტრუმენტია. ანუ, თუ თქვენ ერთი ბარათიდან მეორე ბარათზე რიცხავთ ფულს და თუ დავუშვებთ, რომ ეს ბარათები სხვადასხვა ქვეყნის ბანკების მიერაა გამოშვებული, რეალურად, ფული ჩვეულებრივი საბანკო გადარიცხვით გადაირიცხება და ის აუცილებლად გაივლის შუამავალ ბანკს, რაც თავის მხრივ ძალიან ძვირია.

ელექტრონული ფულის შემთხვევაში, გადარიცხვა ერთი სისტემის ქვეშ ხორციელდება და ეს არის ერთი საფულიდან მეორეში გადარიცხვა. მსოფლიოში ბევრია პრეცედენტი, როდესაც ბარათები ანგარიშსწორების ანგარიშის სახით, ელექტრონულ საფულეს იბამენ. ამის კარგი მაგალითია Qiwi. ამით ვიღებთ იმ შედეგს, რომ ბარათი ხდება ელექტრონული საფულის მართვის ინსტრუმენტი და როდესაც ამ შემთხვევაში, თქვენ ბარათით ოპერაციას ახორციელებთ, თანხა თქვენი ელექტრონული საფულიდან მოძრაობს.

ყოველივე ზემოხსენებულიდან შეიძლება ითქვას, რომ ბარათი არ არის მხოლოდ საბანკო ანგარიშის მართვის ინსტრუმენტი, ის შეიძლება, ელექტრონული საფულის მართვისთვისაც იყოს გამოყენებული. როდესაც ელექტრონულ საფულეზე ვლაპარაკობთ, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მასში გამოშვებული თანხა ერთი ემიტანტის ქვეშ არის მოქცეული. შესაბამისად, სისტემა, რომელიც თქვენ გემსახურებათ, ერთია. თანამედროვე ფუნქციები თუ შესაძლებლობები, რაც ინერგება ამ სისტემაში, მომენტალურად, ყველა მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი, რასაც ვერ ვიტყვით ბარათებზე. ბარათი ოპერირებს ერთი სისტემის ქვეშ, მაგრამ მის გამოშვებას სხვადასხვა ბანკი ახორციელებს, ავრცელებს რა სხვადასხვა პირობას მათზე. იმისთვის კი, რომ ამ სისტემაში რაიმე სიახლე დაინერგოს, ხშირ შემთხვევაში, საჭიროა ბანკების აქტიური ჩართულობა.

- კიდევ რაშია შესაძლებელი გამოიყენოს მომხმარებელმა თავისი ელექტრონული საფულე, გარდა იმისა, რომ შეიძინოს ან გაყიდოს პროდუქტი ან რაიმე ტიპის მომსახურება?

– როგორც უკვე აღვნიშნე, ელექტრონული საფულე ერთი სისტემის ქვეშ მოქცეული ინსტრუმენტების ერთობლიობაა. ის შეიძლება იყოს ყველგან, სადაც ინტერნეტია, რაც პირდაპირ გულისხმობს, რომ მას შეიძლება ჰყავდეს მომხმარებელი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეს პირდაპირ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა კარგად გამოვიყენოთ იაფი ფულადი გზავნილებისთვის. თუ პიროვნება A ერთი წერტილიდან პიროვნება B-ს მეორე წერტილში ფულს გადაურიცხავს, ეს შეიძლება ჩაითვალოს იაფ ფულად გზავნილად. იაფი იმიტომ, რომ სისტემისთვის ეს ერთი საფულიდან მეორე საფულეში თანხის გადატანაა, მომხმარებლისთვის კი – ფულადი გზავნილი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, თვეში დაახლოებით 120 მილიონი დოლარი ფულადი გზავნილების სახით შემოდის და ეს ჩვენს მოსახლეობას ძალიან ძვირი უჯდება. ელექტრონული საფულე კი, ძალიან კარგი ალტერნატივაა ფულადი გზავნილების ჩასანაცვლებლად.

– თქვენ, ანუ „მანი მუვერსი”, ხართ სხვადასხვა ელექტრონული საგადახდო სისტემის წარმომადგენელი საქართველოში.

– „მანი მუვერსი” აქტიურად თანამშრომლობს ყველა მსხვილ ელექტრონულ საფულესთან როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე უცხოეთში და ვახორციელებთ ამ საფულეებზე თანხის შეტანა-გატანის სერვისს. მათ შორის, თანხის კონვერტაციასაც. ჩვენი საქმიანობა არ შემოიფარგლება ელექტრონულ საფულეებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „მანი მუვერსი” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აგრეგატორია ისეთი საერთაშორისო სერვისების მიწოდების დარგში, როგორიცაა: Skype, odnoklasniki.ru, mail.ru, რუსული მობილურები და სხვა.

ფაქტობრივად, ჩვენთან მოერთებით, საგადახდო არხებს, იქნება ეს ტერმინალი თუ ბანკი, შესაძლებლობა ეძლევათ, შეავსონ და გაანაღდონ თანხები მსოფლიოში არსებული ელექტრონული საფულეებიდან და ასევე, მიიღონ გადახდები საერთაშორისოდ პოპულარული პროვაიდერების სასარგებლოდ.

– საუბარში მითხარით, რომ მალე მაცივარი თავად შეუკვეთავს საჭირო პროდუქტს, და იყიდის ელექტრონული ფულითო.

– (იღიმის) დიახ. უკვე რეალურია ისეთი მაცივრების არსებობა, რომელიც სპეციალური მოწყობილობით განსაზღვრავს, რომელი პროდუქტი შემცირდა მასში და საჭიროებს შევსებას. ის „შეუკვეთავს” კონკრეტულ სავაჭრო ცენტრს ან პროდუქციას. გადახდა კი, აუცილებლად მოხდება ელექტრონული ფულით. 

– როგორც ვხედავ, თქვენს კომპანიას ძალიან ბევრი საქმე აქვს და მუდმივად მოძრაობაშია.

– „მანი მუვერსი” 2009 წელს დაფუძნდა და ყოველდღიურად სულ უფრო მეტი მომხმარებელი უერთდება მის სისტემას. ყოველწლიურად კომპანია 70-80 პროცენტით იზრდება. ეს კი ნიშნავს, რომ პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება. სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, მომხმარებლებმა ასზე მეტი ოპერაცია განახორციელა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კომპანიის აქტუალურობა ყოველ წუთს იზრდება. 

 

скачать dle 11.3