კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ანებივრებს ყოველ დილით გიგა კვენეტაძე თავის რჩეულ გოგონას და რატომ უძღვნის ის ყოველ გადადგმულ ნაბიჯს ბიზნესმენ საცოლეს

გიგა კვენეტაძე: თუ ჩემს შემოქმედებით გზას გადავხედავთ, ვფიქრობ, იღბლიანი კაცი ვარ. ჩემს საავტორო სიმღერებს უკვე იცნობენ არა მარტო რუსეთში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ჯერ კიდევ ყველაფერი წინ მაქვს, შრომა არ მეზარება და ვეცდები, კიდევ უფრო მეტი სიმღერა დავწერო. არ არის ადვილი რუსეთის შოუ-ბიზნესში საკუთარი სიტყვა თქვა და ადგილიც დაიმკვიდრო. ეს საკმაოდ რთულია და შრომასა და ბრძოლასთან ერთად, იღბალიც უნდა. როცა, ექვსი წლის წინ აქ ჩამოვედი, ილუზიები არ მქონია, რომ ერთ დღეში მივაღწევდი წარმატებებს, ცნობილი მომღერლები სიმღერებს დამიკვეთავდნენ და ასე შემდეგ. ანუ, ვიცოდი და მზად ვიყავი იმისთვის, რომ მებრძოლა, შემეთავაზებინა ჩემი სიმღერები და ხან წარმატება მეგემა და ხან – წარუმატებლობა. არის მომღერლების კატეგორია, შენს შეთავაზებულ სიმღერაში საკუთარ თავს ვერ ხედავს და უარს გეუბნება, იმღეროს. ეს ნორმალურია. არასდროს ჩამიქნევია ხელი და ვფიქრობ, ჯერ ის მაქსიმუმი არ გამიკეთებია, რისი შესაძლებლობაც მაქვს. მიხარია, რომ ჩემს სიმღერებს მღერის ჯგუფი „A სტუდიო”, ჟასმინი, დიანა ღურწკაია და ასე შემდეგ. ახლა კი, ერთი სიმღერა უნდა იმღეროს ნოდარ რევიამ, რომელიც საკმაოდ ნიჭიერია, ახლა იკიდებს ფეხს რუსულ შოუ-ბიზნესში და ჩემს სიმღერაზე კლიპის გადაღებას გეგმავს.

– სიმღერა რაზეა?

– რა თქმა უნდა, სიყვარულზე, თანაც ცოტა სევდიან სიყვარულზე (იცინის). არ ვნანობ, საქართველოდან რომ წამოვედი. მანდ რომ დავრჩენილიყავი, რა იქნებოდა? ალბათ, დაველოდებოდი არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდს, როცა შეკვეთილი კონცერტები იმართება.

– გიგა, შენს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა – იპოვე ადამიანი, ვისთანაც დაოჯახებას გეგმავ. ვინ არის შენი რჩეული?

– დიახ, ჩემს პირადში, ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა, რადგან ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ადამიანი, ვინც ძალიან მიყვარს, მომწონს და ვაფასებ. რაც შეეხება ოჯახის შექმნას, ჯერ არ ვჩქარობთ ქორწილის გადახდას. ჩემი რჩეულია მარია კარამოვა, ექიმია და სხვათა შორის, წითელი დიპლომიც აქვს (იცინის). მარი ძალიან განათლებული და ნიჭიერი გოგოა, მის გვერდით მშვიდად ვარ. მეგობრების წრეში გავიცანით ერთმანეთი და ნელ-ნელა წამოვიდა და გამძაფრდა გრძნობები. ერთი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ და მიხარია, რომ ჩემს სიყვარულს, ასეთივე გრძნობით უპასუხა მარიმაც (იცინის). მართლია, დიდი ხანი დამჭირდა, რომ პირველ პაემანზე დამეთანხმებინა, მაგრამ დღეს ერთად ვართ და მომავალში ქორწილსაც ვგეგმავთ.

– ამბობ, დიდი ხანი დამჭირდა პაემანზე დამეთანხმებინა მარიო. ეს დიდი დრო, მაინც რამდენია?

– ექვსი თვე (იცინის). დღეს ბედნიერი ვარ, გვერდით საყვარელი ადამიანი მყავს და ის დიდ სტიმულს მაძლევს. 

– ქორწილის გადახდას სად გეგმავთ?

– ჯერ ამაზე არ გვისაუბრია, თუმცა მე საქართველოში მინდა ქორწილის გადახდა. წარმომიდგენია მარი თეთრ კაბაში, ჯვრის მონასტრის ფონზე. ბევრი მეგობარი გვყავს რუსეთშიც და საქართველოშიც, გვინდა, ყველა დავპატიჟოთ და მათაც შეძლონ მოსვლა. ვხუმრობ ხოლმე, ჯობია, ნეიტრალურ ტერიტორიაზე გავმართო ქორწილი, მაგალითად, ბელორუსიაში, სადაც ქართველებიც და რუსებიც უპრობლემოდ ჩამოვლენ-მეთქი (იცინის). ერთი წელია, ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ, მარისთან, მართლა არ მილაპარაკია ამ თემაზე, მაგრამ მე ჩემს მიწაზე, საქართველოში მინდა ქორწილი. რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ახალი წლის დღეებში საქართველოში ვიქნებით, მანამდე კი, გვინდა, ევროპის რომელიმე ქვეყანაში დავისვენოთ. მარის პარიზში უნდა, სიყვარულის ქალაქში. მე კი ვეუბნები, პარიზი ზაფხულშია კარგი, სიცივეში იქ რა გვინდა-მეთქი (იცინის). თუმცა, პარიზში ცივა თუ ცხელა, ის მაინც შეყვარებული წყვილისთვის შეუდარებელი ადგილია. ასეც რომ არ იყოს, როგორც მარი იტყვის და სადაც მოინდომებს, ისე იქნება.

– სანამ გაგიცნობდა, მარის თუ ჰქონდა მოსმენილი შენი სიმღერები?

– რასაკვირველია, ჰქონდა მოსმენილი, მაგრამ ჩემი თუ იყო, არ იცოდა. მოკლედ, ზოგადად, იცნობდა ჩემს შემოქმედებას და მოსწონდა. სანამ გამიცნობდა, თავადაც ღიღინებდა თურმე იმ სიმღერებს, მაგრამ რას წარმოიდგენდა, თუ მე მეკუთვნოდა. კარგი სმენა და ხმა აქვს, ამაშიც ერთმანეთს ვეწყობით.

– მარი თავისი პროფესიით მუშაობს?

– არა, მარი ბიზნესშია – ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის მმართველი. 

– საყვარელი ადამიანისთვის, ანუ მომავალი მეუღლისთვის, სიმღერა ჯერ არ მიგიძღვნია?

– როგორ არა, მივუძღვენი სიმღერა ჩემს საყვარელ, მომავალ მეუღლეს და მას ასე ჰქვია „ჩემი სიყვარულის ოკეანე”. 

– 36 წლის ხარ და ეს შენი მეორე ქორწინებაა. მარი თუ იყო ადრე ქორწინებაში?

– დიახ, ეს ჩემი მეორე ქორწინებაა, მარისთვის კი – პირველი. ამბობს, ულამაზესი თეთრი კაბა უნდა ჩავიცვა ჩვენს ქორწილშიო (იცინის). დარწმუნებული ვარ, ულამაზესი პატარძალი იქნება.

– ქართულს არ ასწავლი რჩეულს?

– მარი ჩვიდმეტ წლამდე საქართველოში ცხოვრობდა, მისი მშობლები დღესაც იქ ცხოვრობენ. ქართული არ იცის, რადგან უკვე ოცი წელია, მოსკოვში ცხოვრობს, თანაც, მისი მშობლებიც რუსულად ლაპარაკობენ. ცოტ-ცოტა ვასწავლე ქართული და თავადაც ცდილობს, მონდომებულია გამართულად ილაპარაკოს. უნდა ნახოთ, როგორი გემრიელი ხელი აქვს და როგორ ქართულ კერძებს ამზადებს. ძალიან კარგი ადამიანია, უყვარს როცა მანებივრებს და სიურპრიზებსაც ხშირად ვუკეთებთ ერთმანეთს. ყოველი ჩვენი დილა სიმღერით და მოფერებით იწყება. ძალიან მაგარი გრძნობაა, როცა დილით თვალს ახელ და ხედავ შენს გვერდით ადამიანს, რომელიც ძალიან გიყვარს. გრძნობ, რომ ხვალინდელი დღე, მის გვერდით გატარებული, უფრო მაგარი იქნება. ის ჩემი სიცოცხლეა და მინდა, ყოველი ჩემი სიმღერა, გადადგმული ნაბიჯი, ცრემლი თუ სიხარული, მას მივუძღვნა. ხომ გაგიგიათ, მოსკოვს ცრემლების არ სჯერა და შეყვარებული ადამიანი დაფრინავსო? მე კი, ახლა ფრენის  და ტირილის დრო არ მაქვს, მოსკოვი ფრენას და ცრემლებს მაპატიებს? (იცინის).

 

скачать dle 11.3