კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ სწირავდნენ მსხვერპლს გალები

ძველი კელტების ყოფა-ცხოვრებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, რომაელებისგან ვიგებთ, რომლებმაც მათ „გალები“ უწოდეს. რომაელებმა ციზალპური გალია – ტერიტორია მდინარე პოსა და ალპებს შორის, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნის დასასრულს დაიპყრეს. მეორე საუკუნის განმავლობაში კი სამხრეთ გალიის ნაწილიც დაიპყრეს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნის შუა ხანებში, გაიუს იულიუს ცეზარი რვაწლიანი ომის შემდეგ რომს უერთებს მთელ დანარჩენ გალიას, ხოლო ციზალპური გალიის მოსახლეობას რომაულ მოქალაქეობას აძლევს. ამის შემდეგაც, გალებთან დამოკიდებულება, როგორც ველურ ხალხთან, ყურადღების ღირსნიც რომ არ იყვნენ – უკვე უხამსობად ითვლებოდა; დიოდორე სიცილიელი, ცეზარის უმცროსი თანამედროვე გვაცნობებს:

„გალები, მათთვის დამახასიათებელი ველურობის გამო უაღრესად ბიწიერები არიან მსხვერპლშეწირვებშიც: ხუთი წლის განმავლობაში დაპატიმრებულ ავისმქმნელ ადამიანებს გალები ღმერთების სახელის სადიდებლად აწამებენ და სხვა მრავალ „საწყისთან“ ერთად მსხვერპლად სწირავენ, რისთვისაც უშველებელ კოცონებს აჩაღებენ; ღმერთებს ტყვეებსაც სწირავენ. გალებიდან ზოგიერთნი არა მარტო ადამიანებს, არამედ ომში მოპოვებულ ცხოველებსაც ხოცავენ, წვავენ, ან სულაც, ანადგურებენ და სხვანაირად აწამებენ“.

სტრაბონი წერს: „გალები წარჩინებული მტრების თავებს კედარის ზეთში ინახავდნენ, უცხოელებს უჩვენებდნენ და ვერ თანხმდებოდნენ მიეცათ თუ არა ისინი მათივე წონის ოქროს ფასად... მსხვერპლად შესაწირ ადამიანს ისინი ზურგში დარტყმას აყენებდნენ და მისი კრუნჩხვების მიხედვით მარჩიელობდნენ. მაგრამ, ისინი მსხვერპლშეწირვას დრუიდების (დრუიდი – კელტების ქურუმი) გარეშე არ ატარებდნენ. მოხსენიებულია ადამიანის სხვა სახის მსხვერპლშეწირვებიც: თავიანთ მსხვერპლს ისინი მშვილდ-ისრიდან ცხრილავდნენ, ტაძრებში ჯვარს აცვამდნენ, ან თივისა და ხისგან აგებდნენ დიდ სტატუეტს, შემდეგ იქ პირუტყვსა და ათასგვარ ველურ ცხოველს, ასევე ადამიანებს შეყრიდნენ და ყველაფერს ერთად წვავდნენ“.

თვით ცეზარი თავის თხზულებაში „გალიის ომების შესახებ“ – მცირედ ყურადღებას როდი უთმობს გალების წესჩვეულებებს. ის წერს:

„ყველა გალი უკიდურესად ღვთისმოშიშია. ამიტომ, მძიმე ავადმყოფობით დაავადებული ადამიანები, აგრეთვე ისინი, რომლებიც ცხოვრებას ომში თუ სხვა საშიშ ვითარებაში ატარებენ, მსხვერპლს სწირავენ ან აღთქმას დებენ ადამიანის მსხვერპლშეწირვაზე. ამ საქმეს მათთან დრუიდები განაგებდნენ. სწორედ გალები ფიქრობენ, რომ უკვდავი ღმერთების გულის მოლბობა სხვაგვარად შეუძლებელია, თუ არა ადამიანის სიცოცხლისთვის ისევ ადამიანის სიცოცხლის შეწირვა. მათთან ამ სახის საზოგადოებრივი მსხვერპლშეწირვაც კი არის შემოღებული. ზოგიერთი ტომები ამ მიზნით წნელებისგან დამზადებულ ვეებერთელა ფიტულებს იყენებენ, რომლის ნაწევრებს ცოცხალი ადამიანებით ავსებენ, ქვევიდან ცეცხლს უნთებენ და წვავენ. მაგრამ, მათი აზრით, მსხვერპლად ისეთი ადამიანების შეწირვაა უფრო სასურველი, რომლებიც ქურდობაში, ყაჩაღობაში ან სხვა მძიმე დანაშაულის ჩადენაშია მხილებული. მაგრამ, როცა ასეთი ადამიანები არასაკმარისი რაოდენობითაა, უდანაშაულოებით ავსებენ მათ რიცხვს“.

ცეზარი ასევე აღწერს სულის მოსახსენიებელ მსხვერპლშეწირვასაც: „დაკრძალვა გალებში, მათი ცხოვრების წესთან შედარებით, შესანიშნავია და დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ყველაფერს, რაც, მათი აზრით, მიცვალებულისთვის მის სიცოცხლეში საყვარელი იყო – ცეცხლში ყრიან, თვით ცხოველებსაც კი. კიდევ, ჩვენი დროების წინა ხანებში, დაკრძალვის ყველა წეს-ჩვეულების დაცვით, მიცვალებულთან ერთად იწვებოდნენ მისი მონები და კლიენტები, თუ ისინი მას ნამდვილად უყვარდა“.

მაგრამ გალების მხრიდან ეს წეს-ჩვეულება სისასტიკის გამოვლინება არ არის ისინი აბსოლუტურად დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ იმქვეყნად ადამიანს ამქვეყნიურის ტოლფასი სხეულებრივი არსებობა ელოდებოდა.

მართალია, იმქვეყნიური ცხოვრების, არსებობის არა მარტო გალებს სწამდათ, მაგრამ სხვა ხალხები, როგორც წესი, მაინც არ უთანაბრებენ ამ არსებობას ამქვეყნიურს: ისინი შიშობენ, რომ მათ უხორცო აჩრდილების სახით მოუწევთ ცხოვრება. ეშინიათ ჯოჯოხეთური ტანჯვის, არ არიან დარწმუნებული, რომ საიქიოში ერთსა და იმავე „განყოფილებაში“ მოხვდებიან თავიანთ ნათესავებთან ერთად... ყველა ეს შიში გალებს არ ჰქონდათ. ვალერიუს მაქსიმუსი (ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნე) გალებზე წერდა: „ყვებიან, რომ ისინი იმდენად დარწმუნებული არიან ადამიანის სულის უკვდავებაში, რომ ერთმანეთს ასესხებენ ფულს და სწამთ, ნასესხები ფული იმქვეყნად გადაეხდებათ“. დიოდორე აღნიშნავს, რომ მიცვალებულის დაკრძალვის რიტუალის ჩატარების (კოცონზე დაწვის) დროს, ზოგიერთ გალი ცეცხლში წერილს აგდებდა იმის იმედით, რომ მიცვალებული ადრე გარდაცვლილ მის ნათესავებს გადასცემდა ბარათს. სხვათა შორის, ამ ჩვეულებამ ირლანდიის კელტებში ჩვენს დღეებამდე გაძლო – მეოცე საუკუნეში ასეთი ფაქტი კელტური კულტურის ცნობილმა მკვლევარმა ჰელმუტ ბირკხანმა დააფიქსირა.

ამრიგად, თვით გალები ვერავითარ განსაკუთრებულ სისასტიკეს ვერ ხედავდნენ იმაში, რომ წინაპრებთან გაეგზავნათ ვინმე, თავიანთი თანამემამულეთაგანი ბუნების მიერ დაშვებულ ვადაზე ადრე. მაგრამ, რომაელები, ამ საკითხზე სხვა აზრისანი იყვნენ. საერთოდ, რომაელები ჩვეულებრივ, არ ერეოდნენ მათ მიერ დაპყრობილი ხალხების რელიგიურ ცხოვრებაში, თუმცა გალების წეს-ჩვეულებებმა ისინი სახტად დატოვა. თვით რომაელებთან ამ დროს ადამიანთა მსხვერპლშეწირვა აკრძალული იყო (ცირკის არენებზე გაჩაღებული ხოცვა-ჟლეტა, როგორც ჩანს, მსხვერპლშეწირვად არ ითვლებოდა). ყოველ შემთხვევაში, გამარჯვებულები შეეცადნენ, გალებში წესრიგი დაემყარებინათ და როგორც სტრაბონი წერს: „გადააჩვიეს მსხვერპლშეწირვისა და მარჩიელობის ჩვეულებებს, საწინააღმდეგოდ იმისა, რაც ჩვენში იყო დადგენილი“.

 

скачать dle 11.3