კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

Narciso – სუნამო, რომლის სურნელიც, ნებისმიერი მამაკაცის ყურადღებას იპყრობს

Narciso – სუნამო,

რომლის სურნელიც, ნებისმიერი მამაკაცის ყურადღებას იპყრობს

წარმოშობით კუბელმა დიზაინერმა ნარცისო როდრიგესმა, საკუთარი ტალანტისა და შემოქმედებითი ხედვის განვითარებით, შექმნა სტილი, რომელიც აჯვარებს ამერიკული მოდისთვის დამახასიათებელ პრაქტიკულობასა და კომფორტს ევროპული მაღალი მოდის ელეგანტურობასა და დახვეწილობასთან. ნარცისო როდრიგესს ქალურობის საკუთარი განმარტება აქვს – ეს არის კლასიკისა და თანამედროვეობის ელეგანტური შტრიხების შერწყმა; ეს არის მგრძნობელობისა და იმ კლასის შერწყმა, რომელიც დროს დუელში იწვევს. ევროპული ზეგავლენებით მდიდარ მის ამერიკულ მოდას ლათინური სული აქვს.

ნარცისო როდრიგესის შთაგონება მოდის ქალისგან და ის თავის ახალ სუნამოს NARCISO  სიყვარულითა და მადლიერებით უძღვნის ყველა ქალს, როგორც შთაგონებას. ახალი სუნამოს პრეზენტაცია „ისი-პარიმ“ საკმაოდ ორიგინალურ და თავბრუდამხვევ სურენელოვან გარემოში გამართა. ეს არის სურნელოვანი ხელწერა, რომლის მიმართ ერთგულებასაც ნარცისო როდრიგესი შემოქმედების საწყისი ეტაპიდან ინარჩუნებს. ამიტომაც წარმოიქმნა ასეთი ძლიერი ემოციური კავშირი. 

როგორც ხატია შამუგია ამბობს, ეს არის ის პერსონალური საჩუქარი ყველა ქალისათვის,  რომლითაც ნებისმიერი კაცის მზერას ადვილად მიიპყრობთ. 

 

 ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძემ მედიკოსებს შორის ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონის     ტიტული და ოქროს მედალი მოიპოვა 

   ცოტა ხნის წინ, გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგში, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში მედიკოსებს შორის, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მედიკოსები. საქართველო ჩემპიონატში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, შპს „კარდიორეანიმაციული ცენტრის“ დირექტორმა, ცნობილი ქართველი პოეტის, ტიციან ტაბიძის შვილიშვილმა, ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძემ წარადგინა. შარშან მან ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში ვეტერანებს შორის მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, წელს კი პირველობა არავის დაუთმო და მედიკოსებს შორის ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი დაიმსახურა. მოქმედ ჩემპიონს ამ ტურნირისთვის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ლუდვიგ ლაღიძე ამზადებდა და მან მთელი ტურნირი დაუმარცხებლად ჩაატარა.

გივი ანდრიაძე: ძალიან მიხარია, რომ მედიკოსებს შორის ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გავხდი. საკმაოდ ძლიერი მეტოქეები მყავდა, მათ შორის ახალგაზრდებიც იყვნენ, მაგრამ, არცერთი ბრძოლა არ წამიგია და ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 20-25 ოქტომბერს მივემგზავრები უნგრეთში, სადაც მონაწილეობას მივიღებ ვეტერან მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატში – რა თქმა უნდა, ეს ძალიან საპასუხისმგებლოა. ვემზადები და ვნახოთ, რა იქნება. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ, გარდა მედიცინისა, სპორტითაც ვარ დაკავებული: ყოველდღე სამ კილომეტრს დავრბივარ, დღეგამოშვებით ერთ კილომეტრს ვცურავ და  ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ. ახლაც, შეჯიბრებაზე რომ ვიყავი, საერთოდ არ დავღლილვარ, კიდევ გავაგრძელებდი ასპარეზობას. თუმცა, ვნახოთ, რას ვიზამ მსოფლიო ჩემპიონატზე. რაც მთავარია, ძალიან გვინდა, მომავალში ჩავატაროთ ვეტერანთა ოლიმპიური თამაშები სხვადასხვა სახეობაში, რომელიც ოლიმპიადისა და პარა-ოლიმპიადის შემდეგ ჩატარდება. ასეთი რამ არსად არ ხდება. თუ ოლიმპიადა საბერძნეთმა მოიგონა, პარა-ოლიმპიადა – ინგლისმა, ვეტერანთა ოლიმპიადა უკვე საქართველოს საკუთრება იქნება, ხოლო, საერთაშორისო ოლდ-ოლიმპიური მოძრაობის სათავო ოფისი თბილისში განთავსდება და ეს საქართველოს მიმართ ინტერესს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

скачать dle 11.3