კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იცეკვა პირველად საქართველოს ისტორიაში ქართველმა წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე და როგორ მოუგეს მათ ცნობილ და საუკეთესო წყვილებს

გვანცა ციხელაშვილი და აკა მოდებაძე სულ ახლახან იმყოფებოდნენ ჩინეთში WDSF World Championship-ზე, რომელშიც ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო წყვილები იღებენ მონაწილეობას. აკა და გვანცა მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს საკუთარი ხარჯებით აკეთებენ და როგორც თავად ამბობენ, სახელმწიფოს მხრიდან არანაირი დახმრება არ აქვთ, ნებისმიერ ჩემპიონატზე, კონკურსზე საუკეთესო შედეგს აღწევენ. 

 

გვანცა ციხელაშვილი: მთელი ზაფხული ვემზადებოდით ამ ჩემპიონატისთვის. 2 თვის განმავლობაში სისტემატურად ვვარჯიშობდით ამ შოუსთვის. 

აკა მოდებაძე: ნომერს ჰქვია „ათას ერთი არაბული ღამე“. გვინდოდა, უცხო ყოფილიყო. ბევრი ელემენტი მოვიფიქრეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სტილში გავაკეთეთ. 13 მსაჯი იჯდა და ერთი აფასებდა ტექნიკას, მეორე – მსახიობის ოსტატობას, მესამე – მუსიკალურობას და ასე შემდეგ. ეს ძალიან რთული და საპასუხისმგებლო იყო. WDSF World Championship – ასე ჰქვია ჩემპიონატს, რომელსაც აწყობს ცეკვის მსოფლიო სპორტული ფედერაცია და მასში ყოველ წელს მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნიდან საუკეთესო წყვილები.

გვანცა: ისეთ წყვილებს ვეჯიბრებოდით, რომლებიც ლიდერები არიან ამ სფეროში, ანუ ყველა ქვეყნის საუკეთესო წყვილი მონაწილეობდა. რადგან არ გვაქვს ისეთი დაფინანსება და შემოსავალი, რომ მუდმივი მწვრთნელი გვყავდეს, რომელსაც ჩამოვიყვანთ, წავიყვანთ, ამიტომ დავდივართ სემინარებზე სხვადასხვა ქვეყანაში. რაც შეეხება იმ შოუს, რომელიც ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე გავიტანეთ, მთლიანად ჩვენი გაკეთებულია. დადგმა აკას ეკუთვნის, თითოეული დეტალი მისი გაკეთებულია და მე კარგად ვასრულებ. მწვრთვნელი იმისთვის გვჭირდება, რომ ტექნიკის მხრივ, ყველაფერი ისე ზუსტად გვქონდეს, რომ თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთი შედეგი მივიღოთ. იქ მხოლოდ შოუ არ ჭრის, მთავარი მაინც ტექნიკაა. 

აკა: თან, პარკეტზე დგახარ მარტო, 4 წუთის განმავლობაში 13 მსაჯი უყურებს შენს თითოეულ დეტალს. ყველა დეტალი საუკეთესოდ უნდა გქონდეს გათვლილი. გახსნის ცერემონიალის შემდეგ პირველ ნომრად მოგვიწია ცეკვა, რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ სანერვიულო იყო. მაგრამ ნახევარფინალი ვიცეკვეთ ფანტასტიკურად და მერე უკვე შედეგებს ველოდებოდით.

გვანცა: ბევრს ვნერვიულობდით: საქართველოდან ხარ, არ გყავს მსაჯი, არავინ გახლავს, როდესაც ყველას თავისი დელეგაცია, ტელევიზია, ვიზაჟისტები, მასაჟისტები, მოკლედ, მთელი შემადგენლობა ჰყავდათ წარმოდგენილი. მხოლოდ მე და აკა ვიყავით, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ როცა გამოვედით სცენაზე, პარკეტზე დავდგით თუ არა ფეხი, დიდი ოვაციებით შეგხვდა მაყურებელი. კოსტიუმებიც ჩვენი შეკერილი იყო, აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ. იციან, რომ მსოფლიოს დიდ ასპარეზზე „პატრონი“ არ გვყავს, ჩვენით ვანგრევთ ყველა კარს. შარშან მეცხრე ადგილზე მოვხვდით, ფინალამდე ერთი ადგილი დაგვაკლდა. 

აკა: შოუში ერთი ასეთი ელემენტია: მე ვჯდები შპაგატში და ჰაერში მიჭირავს გვანცა. ჩავჯექი თუ არა შპაგატში, ვიგრძენი, მარცხენა მხარეს ძარღვმა ასეთი ხმა გამოსცა – ტკაც! რა თქმა უნდა, გავაგრძელეთ ცეკვა. ჩვენი გამოსვლა რომ დამთავრდა, იმხელა ემოციები წამოვიდა დარბაზიდან, მივხვდი: კარგად ვიცეკვეთ. გერმანიის ფედერაციის ექიმები გადამყვნენ, ყველაფერი გამიკეთეს, თან, მეუბნებოდნენ: ფინალში, რომ მოხვდები, ხომ კარგად უნდა იყოო. ამის გაგონებაზე საერთოდ ვკანკალებდი, უფრო მეტად ვნერვიულობდი. ასეთ დროს უფრო მეტად გინდა ფინალში მოხვედრა, თან, საქართველოს ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქართველს არასდროს უცეკვია. რომ გამოაცხადეს ჩვენი ნომერი, წამომივიდა ცრემლები, ვერაფერს ვხედავდი.

გვანცა: აკა დაეცა, ტელევიზია მოვარდა, ინტერვიუ უნდოდათ: აკა დაბლა იჯდა, ხმას ვერ იღებდა. 

აკა: გვანცა მამშვიდებოდა, მეუბნებოდაა: ჩქარა მოწესრიგდი, ფინალში უნდა ვიცეკვოთო. ფინალში 9 წყვილი შევიდა. ნახევარფინალი ჩვენ გავხსენით და ფინალიც ჩვენ დავხურეთ. ეკრანზე, რომ დაეწერა მეექვსე ადგილი, ეს კიდევ უფრო საოცარი ემოცია იყო.

– ახლა უკვე პირველ, მეორე ადგილს უმიზნებთ.

– გემო რომ გავიგეთ, ძალიან გვინდა. ცეკვის იქით, ანუ გართობას ვგულისხმობ, არანაირი ცხოვრება არ გვაქვს: მხოლოდ პარკეტი და სახლი. ბოლოს როდის ვიყავით რესტორანში, კლუბში, ან ქორწილში, არ მახსოვს. ჩვენს ქორწილში ვიყავით, მგონი, 5 წლის წინ. ეს შრომა, რომ გიფასდება, ხვდები, ტყუილად არაფერს აკეთებ. თან, ისეთი ვარსკვლავების გვერდით გვიწევს ცეკვა, მათთან ადგილების გაყოფა. 

გვანცა: როცა მსოფლიო ასპარეზზე შენს საყვარელ ქვეყანას წარმოადგენ, ეს კიდევ უფრო მეტი სტიმულია. მსაჯი რომ მოვიდა, მომილოცა და მითხრა: ბრავო, შენს ქვეყანასო და ამ დროს კი არავინ გვეხმარება.

აკა: არც სახელმწიფო, არც სამინისტრო, არავინ. დიდი მადლობა კერძო სპონსორებს, რომლებსაც ჩვენი სჯერათ და მინიმალურად მაინც გვეხმარებიან. ძალიან რთულია, როდესაც სპორტის სფეროს წარმომადგენელთან შედიხარ დაფინანსებაზე სასაუბროდ და გეკითხება: რამდენი წლის ხარ? 24-ის და ის გეუბნება: აწი პენსიაზე უნდა გახვიდე, სად გვაქვს შენი ფული, – ეს საშინელებაა. 

გვანცა: იცით, რამდენი შემოთავაზება გვაქვს: რუმინეთი, გერმანია გვთავაზობენ მათი სახელით ცეკვას.

აკა: გერმანიის მეორე წყვილს, მოვუგეთ და ერთი ქულა დაგვაკლდა, პირველი წყვილისთვის რომ მოგვეგო. დარწმუნებული ვარ, ფინალში შპაგატი რომ გამეკეთებინა, მეხუთე ადგილზე ნამდვილად გავიდოდით. ის ელემენტი ნამდვილად ღირდა ქულებად. უბრალოდ, გამაფრთხილეს: თუ კიდევ გააკეთებ, შეიძლება ძარღვი დაზიანდეს, საერთოდ გაწყდესო. 

– უკრაინის „ნიჭიერშიც“ სერიოზულ წარმატებას მიაღწიეთ. 

გვანცა: უკრაინის „ნიჭიერიდან“ თვითონ დაგვიკავშირდნენ და შემოგვთავაზეს მონაწილეობა. 

აკა: ქასთინგზე 5 000 მოცეკვავე მონაწილეობდა. 4 დღე ვცხოვრობდით კიევში და თვალები შუბლზე ამივიდა: ზოგი დაფრინავდა, მაგრამ ნახევარფინალში მოვხვდით და საბოლოოდ, ესემესებით 12 კაცს შორის მეოთხე ადგილზე გავედით – რაც ჩვენთვის ძალიან დიდი შედეგი იყო. 

– ის, მომენტი რომ მეუღლეები ხართ, საერთო ინტერესები გაქვს, ალბათ, უფრო გეხმარებათ წარმატებაში. 

გვანცა: ორივეს ცეკვის ერთნაირი სტილი გვაქვს, შერწყმულები ვართ. 

– რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ? 

აკა: 17 ოქტომბერს გახდება 5 წელი, რაც დავქორწინდით, მანამდე 2 წელი შეყვარებულები ვიყავით. 5 დღის დამდგრები ვიყავით წყვილში, რომ საერთაშორისო კონკურსზე მეთორმეტე ადგილზე გავედით. მივხვდით: სტილი, ხედვა, მგრძნობელობა – ერთი გვქონდა. თურმე სხვებს შეუმჩნევიათ, რომ მომავალი კონკურენტები ვიყავით და ამიტომაც ბევრი ცდილობდა ჩვენს დაშორებას. მაგრამ, იმდენად გულწრფელები ვიყავით, რომ ამაზე ვიცინოდით. თუმცა, იყო მომენტი, როცა ამ ყველაფრის გადალახვა მოგვიწია და დამოუკიდებელი მოცეკვავეები გავხდით. ახლა საკუთარი სტუდია გვაქვს – „აკა და გვანცა“ და მოყვარულებიც გვყავს, პროფესიონალებიც. ახლახან აზერბაიჯანის საერთაშორისო კონკურსიდან პირველი-მეორე ადგილი ჩამოიტანეს ანა ჭელიძემ და ანა ქუთათელმა. 

– თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა როგორ დაიწყო?

გვანცა: პირველი, იცი, რა მითხრა?! ცოლად ხომ გამომყვებიო. მე ვუთხარი: რას ხუმრობ, რა სისულელეა. კარგი, დღეს არა, მაგრამ ერთი კვირის მერე ხომ გამომყვები ცოლადო – არც სიყვარული აუხსნია, არც არაფერი. თავიდან ვხუმრობდით, მერე მეც დავიწყე ფიქრი: აბა, ცოლად რომ გავყვე, რა იქნება... თან, სულ ერთად ვიყავით, კარგად შევეწყეთ ერთმანეთს და ყველაფერი უცბად გადავწყვიტეთ. 

 

скачать dle 11.3