კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ადამიანი იკარგება ყოველწლიურად ანომალიურ ზონებში და სად მდებარეობს დედამიწაზე სამყაროებს შორის გადასასვლელი შავი ხვრელები

უამრავი გამოკვლევის საფუძველზე, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ პარალელური სამყარო რეალობაა. ის არსებობს ერთდროულად, ჩვენს სამყაროსთან ერთად. ამ რეალობას შეიძლება, გააჩნდეს განსხვავებული ზომები – პატარა არეალიდან მთელ სამყარომდე. იქ მოვლენები თავისებურად ვითარდება და განსხვავდება აქ მიმდინარე მოვლენებისგან – როგორც უმნიშვნელო დეტალებით, ასევე კარდინალურად. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ასტროლოგ თორნიკე ბიძინაშვილს, რომელმაც მეტად საინტერესო ინფორმაცია გაგვანდო.

 

თორნიკე ბიძინაშვილი: საუკუნეების განმავლობაში, კაცობრიობა მშვიდობიანად არსებობს პარალელური სამყაროების მცხოვრებლებთან ერთად, მაგრამ გარკვეულ მომენტებში, საზღვრები სამყაროებს შორის ხდება გამჭვირვალე და ამის გამო, ერთი მეორეში გადადის. მოკლედ, კაცობრიობა დიდი ხნის წინ დააფიქრა პრობლემამ პარალელური სამყაროების არსებობაზე. ასეთი სამყაროები პირველად ნახსენებია ძველი ბერძენი ფილოსოფოსების ნაშრომებში. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, უფრო მეტი ინტერესი გაჩნდა ამოუხსნელი მოვლენების მიმართ.

– ცნობილი იტალიელი მოაზროვნე ჯორდანო ბრუნო ამბობდა, რომ ჩვენი სამყაროს გარდა, არსებობს სხვა სამყაროებიც. საბოლოოდ, როგორც ვიცით, ის გახდა ინკვიზიციის მსხვერპლი, რადგან მისი წარმოდგენა სამყაროზე სრულიად განსხვავდებოდა იმდროინდელი წარმოდგენისგან. დღეს ასეთი აზრებისთვის მეცნიერებს კოცონზე აღარ წვავენ, თუმცა მკვლევრებს ჯერ კიდევ ვერ აუხსნიათ პარალელური სამყაროს საიდუმლო.

– დიახ, ასეა. არსებობს არაერთი თეორია, მაგალითად, აინშტაინის აზრით, ჩვენი სამყაროს გვერდით არის სხვა სამყარო, რომელიც ჩვენი სამყაროს სარკისებრი ანარეკლია. ერთ-ერთი მოსაზრებით, გასაღები ალტერნატიული რეალობისა იმალება ეგრეთ წოდებული მეხუთე განზომილების არსებობაში. დროის განზომილების და სამი სივრცის გარდა, არსებობს კიდევ ერთი, რომლის აღმოჩენის შემდეგ, კაცობრიობას საშუალება მიეცემა, იმოგზაუროს პარალელურ სამყაროებში. 

– ხალხს, ყველაზე მეტად ის უფრო აინტერესებს, შეიძლება თუ არა დავინახოთ ან შევეხოთ ამ ალტერნატიულ რეალობებს. ხომ მეთანხმებით? 

– თუ ყურადღებას მივაქცევთ არსებულ ფიზიკურ კანონებს, მაშინ არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ კავშირი სამყაროებს შორის შეიძლება განხორციელდეს კვანტური გვირაბის საშუალებით. ამ ჰიპოთეზის ავტორი არის ფიზიკოსი კრისტოფერ მონდრო. ის ამტკიცებს, რომ თეორიულად შესაძლებელია ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლა, მაგრამ ამისთვის საჭირო იქნება უზარმაზარი, კოლოსალური რაოდენობის ენერგია, რომელიც სამყაროშიც კი არ მოიპოვება. ამიტომაც გამოდის, რომ ასეთი გადასვლა განუხორციელებელია.

მაგრამ არსებობს სხვა თეორიაც, რომლის თანახმად, სამყაროებს შორის გადასასვლელ ხიდს წარმოადგენს შავი ხვრელი, რომელიც ენერგიის შემწოვი მატერიაა. კოსმოლოგები ამტკიცებენ, რომ შავი ხვრელები შესაძლოა, ემსახურებოდნენ გზას ერთი რეალობიდან მეორეში. ამ თეორიამ შესაძლოა ახსნას, თუ როგორ ჩნდება ახალი ვარსკვლავი. ასტრონომები დიდი ხნის განმავლობაში ბჭობენ, თუ საიდან და როგორ წარმოიშობიან ციური სხეულები. ისე ჩანს, თითქოს მატერია იქმნება არაფრისგან. მაგრამ თუ განვიხილავთ ერთ-ერთ ვარიანტად იმას, რომ ახალი ციური სხეული წარმოიშობა, ანუ მატერიალიზდება პარალელური სამყაროდან, მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ პარალელურ სამყაროში გადაადგილება შეუძლია ნებისმიერ სხეულს. ამასთან ერთად, მოცემული ჰიპოთეზა ეწინააღმდეგება დიდი აფეთქების თეორიას, რომელიც მიიჩნევა სამყაროს წარმოშობის საწყისად.

– ერთ-ერთი უცხოელი პარაფსიქოლოგი ამტკიცებდა, რომ ანომალიურ ზონებს შორის, რამდენიმე გვირაბი არსებობს, რომელსაც ადამიანი პარალელურ სამყაროებში გადაჰყავს. ამაზე კვლევებიც მიმდინარეობდა. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და რას გვეტყვით?

– დიახ, ავსტრალიელი პარაფსიქოლოგის, ჟანა გრიმბრიარის მოსაზრებით, მსოფლიოს ანომალიურ ზონებს შორის არსებობს ორმოცამდე გვირაბი, რაც წარმოადგენს გადასასვლელს პარალელურ სამყაროებში. აქედან 4 მდებარეობს ავსტრალიის ტერიტორიაზე, 7 – ამერიკაში. ყოველწლიურად ასეთ გვირაბებში ასობით ადამიანი უჩინარდება. ყველა ამ გვირაბს საერთო ის აქვს, რომ მათი სირღმეებიდან ისმის საშინელი კივილი და კვნესა. კალიფორნიის ნაციონალურ პარკში მდებარეობს ერთ-ერთი, ასე თუ ისე ცნობილი გამოქვაბული, სადაც შესვლა შეიძლება, გამოსვლა კი არა. ამასთან ერთად, გაუჩინარებულების კვალიც კი არ რჩება. ასეთი ანომალიური ტერიტორიები არსებობს რუსეთის ტერიტორიაზეც, კერძოდ, ერთ-ერთი მაღარო გელენჯიკის ქვეშ. როდესაც შიგნით მკვლევარი ჩავიდა და მხოლოდ 40 მეტრი გაიარა, დაფიქსირდა დიდი რაოდენობით რადიაციული ფონი, რამაც უარი ათქმევინა გზა გაეგრძელებინა. მისი თქმით, მაღაროს დასასრული არ აქვს და იქ, სადღაც არსებობს სხვა სიცოცხლე, სადაც დრო უფრო სწრაფად გადის, ვიდრე აქ. ლეგენდის თანახმად, როდესაც ამ მაღაროში ჩავიდა ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც შიგნით ერთი კვირა დაჰყო და შემდეგ ამოვიდა, უკვე მოხუცი და სნეული იყო. 

ასეთივე სნეული და მოხუცი ამოვიდა ჭიდან ერთი პატარა ბერძნული სოფლის მკვიდრი იოანოს კოლოფიდისი, რომელმაც ჭაში სულ რაღაც ერთი საათი გაატარა. სოფელში მიიჩნევდნენ, რომ ჭას ძირი არ აქვს. მისი წყალი ყოველთვის გაყინული იყო. როდესაც ჭის გაწმენდის დრო მოვიდა, ამ სამუშაოს შესრულების სურვილი გამოთქვა იოანოსმა. მან ჩაიცვა სპეციალური ჰიდროკოსტუმი და ჩაეშვა ჭაში. რა ხდებოდა ამ დროის განმავლობაში, უცნობია, მაგრამ როდესაც მისმა დამხმარეებმა იოანოსი ზედაპირზე ამოიყვანეს, შოკირებულები დარჩნენ – მათ წინ იდგა სრულიად მოხუცი ადამიანი გრძელი წვერით. რამდენიმე წლის შემდეგ იოანოსი გარდაიცვალა. როდესაც ექსპერტიზა ჩაუტარდა, აღმოჩნდა, რომ სიკვდილის მიზეზი იყო სიბერე...

კიდევ ერთი ასეთი ჭა კალილინგრადის რაიონში მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ ორმა ადგილობრივმა მცხოვრებმა განიზრახა ჭის ამოთხრა. დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეზე მოესმათ ადამიანების კივილი, რომელიც მიწისქვეშეთიდან მოდიოდა. შეშინებულმა მუშებმა სასწრაფოდ დატოვეს ჭა. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს გვერდს უვლის. ვარაუდობენ, რომ ნაცისტები მასობრივ დახვრეტებს სწორედ აქ აწყობდნენ. ამ დრომდე, თეორია პარალელური სამყაროების არსებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი მოდელია და საშუალება ავხსნათ ის, რაც არ ექვემდებარება ახსნას. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, უფრო დახვეწილი თეორიაა სუპერ სიმი – ანუ დროისა და სივრცის შეკუმშვა. ზომების მიხედვით, კოსმოსური სიმები შეიძლება იყოს გალაქტიკაზე დიდიც კი. იმდენად თხელი, რომ ატომის ზომასაც არ აღემატებოდეს. პრაქტიკული დამტკიცება ამ თეორიამ ვერ მოიპოვა, ამიტომაც ფიზიკოსები ჯერდებიან სამყაროებზე სხვადასხვა თეორიული მოდელის შექმნით. 

– როგორც მივხვდი, მიუხედავად ფაქტებისა, მეცნიერება უძლურია, რაიმე კონკრეტული დასკვნა დადოს?

–  სწორედაც ასეა, თანამედროვე მეცნიერება ჯერჯერობით უძლურია რამე კონკრეტული თქვას, დანამდვილებით ვერც ერთ თეორიას ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს. 

 

скачать dle 11.3