რა მოხდა ამ დღეს
6 ოქტომბერი
1889 – პარიზში გაიხსნა კაბარე „მულენ რუჟი“.
1917 – საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სიტყვა „ჯაზი“.
1948 – ძლიერმა მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა ქალაქი აშხაბადი (თურქმენეთი).
7 ოქტომბერი
1571 – ლეპანტოს ბრძოლაში თურქთა წინააღმდეგ მიგელ დე სერვანტესმა დაკარგა მარცხენა ხელი.
1971 – გამოვიდა 13 წლის მაიკლ ჯეკსონის პირველი სინგლი.
8 ოქტომბერი
1085 – ვენეციაში აკურთხეს სან-მარკოს (წმინდა მარკოზის) ტაძარი.
1818 – კრივის მატჩის დროს პირველად იქნა გამოყენებული სპეციალური ხელთათმანები.
1980 – უკანასკნელად გამოვიდა სცენაზე ბობ მარლი.
9 ოქტომბერი
1872 – აარონ მონტგომერიმ ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნა პირველი მაღაზია ფოსტით.
1890 – ფრანგმა კლემან ადერმა შექმნა პირველი თვითმფრინავის პროტოტიპი; მისმა აპარატმა 50 მეტრი იფრინა.
10 ოქტომბერი
1846 – ინგლისელმა ასტრონომმა უილიამ ლასელმა აღმოაჩინა ნეპტუნის უდიდესი თანამგზავრი – ტრიტონი.
1865 – ამერიკელმა ჯონ უესლი ჰაიატმა დააპატენტა ბილიარდის სინთეტიკური ბურთები.
1911 – ჩინეთში დაიწყო რევოლუცია, რომელმაც დაამხო ჩინელ იმპერატორთა დინასტია.
1935 – ბროდვეიზე ჩატარდა ჯორჯ გერშვინის ოპერის – „პორგი და ბესის“ პრემიერა.
11 ოქტომბერი
1881 – ამერიკელმა დევიდ ჰიუსტონმა დააპატენტა ფოტოფირი.
1899 – დაიწყო ინგლის-ბურების ომი სამხრეთ ამერიკაში.
1961 – სემიპალატინსკში (ყაზახეთი) მოახდინეს პირველი მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება.
12 ოქტომბერი
1492 – ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა.
1809 – პოლკოვნიკ ფრიდრიხ შტაპსის თავდასხმა იმპერატორ ნაპოლეონზე.
1879 – ინგლისის არმიამ აიღო ქალაქი ქაბული. ავღანეთის დაპყრობის დასაწყისი.
1931 – რიო-დე-ჟანეიროში, მთის წვერზე, საზეიმოდ გაიხსნა იესო ქრისტეს კოლოსალური ქანდაკება.
1960 – ხრუშჩოვმა, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, „პროტესტის ნიშნად,“ მაგიდაზე ტყავის ფეხსაცმელი დააბრახუნა.
1971 – ბროდვეიზე შედგა პრემიერა როკ-ოპერისა – „იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი“.