კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ერევანში მსოფლიოს ჩემპიონის ბინიდან მოპარული ოქროს ჭადრაკი თბილისელმა ქურდმა პატრონს ბაქოდან გაუგზავნა

ტიგრან-მეფე

ჭადრაკში მამაკაცთა შორის ერთადერთი არაებრაელი მსოფლიოს ჩემპიონი, გენიალური სომეხი დიდოსტატი, წარმოშობით თბილისელი, ტიგრან პეტროსიანი, სამშობლოში ეროვნულ გმირად აღიარეს და „ტიგრან-მეფე” უწოდეს. მთელს მსოფლიოში გაფანტული სომხები მას უძვირფასეს საჩუქრებს უგზავნიდნენ და ერევანში მთავრობის მიერ ნაბოძები ფეშენებელური ბინა უამრავი ძღვენით იყო სავსე. ყველაზე ძვირფასი საჩუქარი კი ტიგრან პეტროსიანს თბილისელმა სომხებმა მიუძღვნეს. მათ უზარმაზარი ფული შეკრიბეს და ცნობილ იუველირს, სამველ გევორქიანს, ჭადრაკი დაამზადებინეს: დაფა ინკრუსტირებული, შავ-თეთრის ფერის უძვირფასესი მარმარილოსი იყო, უზარმაზარი ფიგურები კი ბაჯაღლო ოქროსგან იყო ჩამოსხმული და თითოეული მათგანი ლალით, ფირუზითა და ბრილიანტით იყო მოოჭვილი. ოცდათორმეტი საჭადრაკო ფიგურის საერთო წონა  3 კილოგრამი და 200 გრამი იყო, 66 ცალი ძვირფასი თვალი კი 100 კარატს აჭარბებდა. მაშინდელი შეფასებით, ამ უძვირფასესი საჩუქრის ფასი მილიონ-ნახევარ მანეთს აჭარბებდა. გასული საუკუნის სამოციან წლებში ეს თანხა კოლოსალურად ითვლებოდა.

ტიგრან-მეფე მთელ სომხეთში ხელშეუხებელ პიროვნებად ითვლებოდა და მისი სახლი ერევანში თითქმის სულ ღია იყო. 1971 წლის აგვისტოში ტიგრან პეტროსიანი ლონდონში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში მონაწილეობდა, მისი ოჯახის წევრები კი ზღვაზე ისვენებდნენ და, სახლი, ფაქტობრივად, ცარიელი იყო. 16 აგვისტოს დილას პეტროსიანის სახლში დასალაგებლად მისულმა მოსამსახურემ აღმოაჩინა, რომ მარმარილოს დაფაზე გაშლილი ოქროს ფიგურები სადღაც გამქრალიყო. მოსამსახურემ მილიცია გამოიძახა, საღამოს კი უკვე მთელმა სომხეთმა იცოდა, რომ ტიგრან-მეფე გაქურდეს.

„პეშკა“

საბჭოთა სომხეთის მთელი მილიცია ფეხზე დადგა. საუკეთესო მაძებრები დღე-ღამეს ასწორებდნენ ბოროტმოქმედის ძებნაში, იმედი ჰქონდათ, რომ ტიგრან პეტროსიანის ლონდონიდან დაბრუნებამდე გახსნიდნენ დანაშაულს და ოქროს ჭადრაკს პატრონს დაუბრუნებდნენ, თუმცა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ქურდის კვალზე გასვლა არ მოხერხდა და მილიციამ ნაცადი ხერხი გამოიყენა – გადაწყდა, რომ დახმარებისთვის „შავი სამყაროს“ წარმომადგენლებისთვის მიემართათ. იმ პერიოდში ერევნის ციხეში რვაწლიან სასჯელს იხდიდა ცნობილი ქართველი კანონიერი ქურდი, მერაბ ჯიქია, მეტსახელად „პეშკა“. ის 1969 წელს ერთ-ერთი ერევნელი „ცეხავიკის“ გაქურდვისთვის იყო გასამართლებული და უკვე ორი წელი არ გამოჰყავდათ ერთადგილიანი საკნიდან. ასეთი მკაცრი რეჟიმი კი იმიტომ დაუწესეს, რომ  ნაქურდალი ნივთების ადგილსამყოფელს არ ამხელდა და, საერთოდ, არც დანაშაულს აღიარებდა. 

დადებითი შედეგი ვერც დიდმა სომხურმა ქურდულმა „სხოდკამ“ გამოიღო – პეტროსიანის ბინის ქურდი ვერც მათ აღმოაჩინეს. თითქმის ყველა იმედი გადაწურული იყო, როდესაც პოლკოვნიკ აშოტ ვართანიანს „ადინოჩკაში“ გამომწყვდეული პეშკა გაახსენდა. ვართანიანი, რომელიც სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მუშაობდა, ძალიან ვერაგი და ეშმაკი კაცი იყო და კარგად იცნობდა პეშკას. სწორედ მისი წყალობით იყო პეშკა ერთადგილიან საკანში მოთავსებული – რადგან მისი „გატეხვა“ ვერ შეძლო, ამგვარად უხდიდა სამაგიეროს. ვართანიანი სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრს კაბინეტში ეახლა და ჭადრაკის ფიგურების დაბრუნების საქმეში პეშკას ჩართვა ურჩია.

– ეგ რომელი პეშკაა, აშოტ, შენ რომ ვერ აღიარებინე დანაშაული და ადინოჩკაში გამოამწყვდიე? – დამცინავად ჰკითხა მინისტრმა პოლკოვნიკ ვართანიანს.

აშოტმა ყურადღება არ მიაქცია დაცინვას და მინისტრს უთხრა:

– პეშკა დიდი ავტორიტეტია და ეგ თუ გვიშველის.

– რომ გავუშვათ და გაგვექცეს?

– გამორიცხულია. თუ პეშკა პატიოსან სიტყვას მოგვცემს, არსად გაგვექცევა და ისევ უკან დაბრუნდება, თავს დავდებ ამაზე.

– კეთილი, შენ თვითონ მოაგვარე ეგ საქმე, მაგრამ, თუ პეშკა გაიქცა, მის მაგივრად შენ ჩაგსვამ ადინოჩკაში, – მიუგო მინისტრმა პოლკოვნიკს და კაბინეტიდან გაისტუმრა.

„სიცილიური დაცვა“

აშოტ ვართანიანი მინისტრის კაბინეტიდან პირდაპირ ციხეში მივიდა, პეშკას საკანში მიაკითხა და ოქროს ფიგურების დაბრუნების საქმეში დახმარება სთხოვა.

– ასე გამოდის, რომ ციხიდან მიშვებთ? – ჰკითხა ქურდმა მილიციელს.

– მხოლოდ დროებით.

– მერედა, არ გეშინიათ, რომ გავიქცევი?

– თუ პირობას მომცემ, რომ არ გაიქცევი, არ მეშინია, – მიუგო ვართანიანმა.

– რომ არ გავიქცევი, იმის პირობას მოგცემ, მაგრამ, ნაქურდალის დაბრუნებაზე თავს ვერ დავდებ.

– კარგი, თავისუფალი ხარ.

– ოღონდ, სამი პირობით... აქედან რომ გავალ, მილიცია „კუდზე” არ უნდა დამაჯდეს. აქედან საქართველოში უნდა გავემგზავრო. და, კიდევ, ასი მანეთი უნდა მასესხო.

პოლკოვნიკმა პეშკას ასი მანეთი მისცა. ციხიდან გაიყვანა და გაუშვა.

გამოცდილმა ქართველმა ქურდმა რამდენიმე მანევრი გააკეთა და, რომ დარწმუნდა, არავინ უთვალთვალებდა, ერევნიდან ბაქოში გაემგზავრა. აზერბაიჯანის დედაქალაქში მერაბ ჯიქია თავის ძველ „პაძელნიკს“, შემდგომში ცნობილ ავტორიტეტს, მაშალა ალიევს, მეტსახელად „ალის“ მიადგა და უთხრა:

– ალი-ჯან, თუ ერევანში, პეტროსიანის სახლიდან ოქროს ჭადრაკი შენ მოიპარე და, თუ ჩვენს ძმობას პატივს სცემ, გთხოვ, დააბრუნო.

ალის გაეცინა. პეშკას ტომრით მილიონ-ნახევრიანი ოქროს ჭადრაკი გამოუტანა, წინ დაუდო და უთხრა:

– ხომ გეუბნებოდი, მოვიპარავ-მეთქი! აი, შენთვის მიჩუქნია, დაუბრუნე პატრონს, მაგრამ, ჯობდა, რომ ჩვენ შეგვერგო ეს ფული. ზეგ უკვე გადადნობას ვაპირებდი, ძვირფასი თვლები კი ცალკე უნდა გამეყიდა.

– ჯიგარი ხარ, ალი, პატივისცემა ჩემზე იყოს. შენთან კიდევ ერთი თხოვნა მაქვს – ასი მანეთი მასესხე.

ალიმ პეშკას ათასი მანეთი დაუდო წინ, მერაბმა კი მხოლოდ ასი მანეთი აიღო და ძმაკაცს უთხრა:

– მილიციის პოლკოვნიკს ვალი უნდა დავუბრუნო და ეს ფული იმისთვის მინდა. 

– მაგ წუწურაქებს? არა, რა, ჩვენი ძმობა რომ არა, მაგათი ჩემპიონი თვალითაც ვერ იხილავდა ამ ჭადრაკს!..

მერაბ ჯიქია მაშალა ალიევს დაემშვიდობა და მეორე დღეს, 1971 წლის 15 სექტემბერს, ერევანში დაბრუნდა. რომ შებინდდა, პეშკა ტიგრან პეტროსიანს სახლში მიადგა. თავად ჩემპიონი შინ იმყოფებოდა და უცნაური სტუმარი ბინაში შეიპატიჟა. მერაბმა ჭადრაკის ოცდათორმეტივე ფიგურა მაგიდაზე დაულაგა პეტროსიანს და უთხრა:

– ჩაიბარეთ, ჩემპიონო, ყველა ფიგურა ხელუხლებელია.

გაოცებულმა ჭადრაკის მეფემ მერაბს სახელი ჰკითხა.

– უბრალოდ – პეშკა, – მიუგო მერაბმა.

– მთხოვე, ჩემო მეგობარო, რა გსურს, შენთან ვალში ვარ.

– თუ იკადრებთ, ერთი პარტია ჭადრაკი მეთამაშეთ, – უთხრა პეშკამ პეტროსიანს.

პეტროსიანმა მშვენივრად იცოდა ქართული და, რომ გაიგო, მის წინ თბილისელი ქართველი იჯდა, მხოლოდ ქართულად ესაუბრებოდა მას. მეტოქეებმა „სიცილიური დაცვა“ გაითამაშეს და ნახევარსაათიანი საჭადრაკო პარტია ყაიმით დასრულდა. პეტროსიანმა ხელი ჩამოართვა პეშკას. სპილოს ძვლისგან გაკეთებული მინიატურული ჭადრაკი უსახსოვრა, დიდი მადლობა გადაუხადა და გამოაცილა.

შუაღამე სრულდებოდა, როდესაც პეშკა პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროში ეწვია პოლკოვნიკ აშოტ ვართანიანს, ასი მანეთი დაუბრუნა და უთხრა:

– ყველაფერი რიგზეა. ეს ჭადრაკი კი თავად ჩემპიონმა მაჩუქა. შემინახეთ და, სროკიდან რომ გამოვალ, უკან დამიბრუნებთ.

პეშკა საკანში დააბრუნეს. სამი დღის შემდეგ კი, ტიგრან პეტროსიანის ძალისხმევის შედეგად, ქართველი კანონიერი ქურდი მერაბ ჯიქია ციხიდან გაათავისუფლეს და ძვირფას ჭადრაკთან ერთად სამშობლოში დააბრუნეს...

 

скачать dle 11.3