კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: აცრიდან რამდენ ხანში შეიძლება, ძაღლის დაბანა?

პასუხი: აცრიდან აუცილებლად 2 კვირა უნდა იყოს გასული. თუ ამ პერიოდში ძაღლი დაბანეთ, შეიძლება, გაიცივდეს და მოხდეს ვაქცინის გართულება.

კითხვა: განსაკუთრებით რას უნდა მივაქციოთ ყურადღება შემოდგომაზე, როცა სახლში ძაღლი გვყავს?

პასუხი: ძაღლს წელიწადის ყველა დროს უნდა მივაქციოთ სათანადო ყურადღება. თვეში ერთხელ უნდა დავამუშაოთ ძაღლი სპეციალური საშუალებით, მკბენარები რომ არ განვითარდეს. ათასნაირი საშუალება არსებობს და რომელიც უკეთ იმოქმედებს, ის მოიხმარეთ. 

კითხვა: ძაღლი მყავს საოპერაციო. მაინტერესებს ანესთეზიის საკითხი. აუცილებელია პრეპარატზე სინჯის გაკეთება, თუ პირდაპირ ხდება ანესთეზიის საშუალების ორგანიზმში შეყვანა?

პასუხი: აუცილებლად უნდა გაკეთდეს სინჯი. როგორც ადამიანებშია ალერგიული ფონი, ასევეა ცხოველებშიც. რა საანესთეზიო საშუალებასაც ვიყენებთ, იმის მიხედვით კეთდება სინჯიც. ამის მერე, 15-20 წუთის განმავლობაში, ხდება დაკვირვება რეაქციაზე და იმის მიხედვით კეთდება ოპერაცია. თუ ცხოველი კონკრეტულ პრეპარატზე ალერგიულია, მაშინ სხვა საშუალებებს უნდა მიმართოთ. ცხოველი შეიძლება ერთ პრეპარატზე ალერგიული იყოს, მეორეზე კი არა. 

კითხვა: როცა ჩემი ძაღლი სასეირნოდ გამყავს, ხშირ შემთხვევაში, ის ბალახს ჭამს. ეს რამეს ნიშნავს თუ უბრალოდ, ჩვევაა?

პასუხი: ეს შემთხვევით ნამდვილად არ ხდება. შეიძლება, შინაგანი პარაზიტები ჰყავს, ან ცხიმიანი საჭმელია ამის მიზეზი. როცა რაღაც არ სიამოვნებს და კუჭში ან ნაწლავებში, არასასიანმოვნო ფაქტორია, ცხოველი ინსტიქტურად ჭამს ბალახს, რათა გული აირიოს და ორგანიზმი გაიწმინდოს. 

კითხვა: მაინტერესებს, მერამდენე თვეში ეცქვიტება ნაგაზს ყურები?

პასუხი: ეს ინდივიდუალურად ხდება. შეიძლება, თვე-ნახევრისამ დაცქვიტოს, მაგრამ ისე, 6 თვემდეა რეგლამენტრებული. შეიძლება, ისეც მოხდეს, ნაგაზს საერთოდ არ აეცქვიტოს ყურები, რადგან ზოგჯერ ხდება, რომ ნიჟარებია სუსტი ან მოტეხილობაა. როცა ნაგაზი ყურებს ცქვიტავს, მას ყურებზე მანამდე არ უნდა მოეფეროთ, სანამ არ გაუმაგრდება ხტილოვანი სტრუქტურა, რაც ყურს აყენებს.

კითხვა: რატომ არ შეიძლება ძაღლის წვიმიან ამინდში სეირნობა?

პასუხი: ეს მცდარი აზრია, რადგან წვიმინ ამინდში ძაღლის სეირნობა შეიძლება. არ შეიძლება მხოლოდ იმ ძაღლების გასეირნება, რომელთაც ხშირად აბანავებთ, თან თუ ცივა. მაგალითად, ქუჩის ძაღლები წვიმაშიც გარეთ არიან და თოვლშიც, მაგრამ არ ცივდებიან. 

 

 

скачать dle 11.3