კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უნიკალური მკვლელი

ზვიგენი პლანეტის ერთ-ერთი უნიკალური ბინადარია. ამ თევზმა წარმატებით გაუძლო გამყინვარების პერიოდს და კიდევ უამრავ კატაკლიზმს, რაც ვერ შეძლეს, მაგალითად, დინოზავრებმა. ზვიგენი ისეა აგებული, რომ კიდევ ბევრ უბედურებას გაუძლებს, განსხვავებით ადამიანისგან...

ორგანიზმი ისე აქვს მოწყობილი, რომ ზვიგენს თავად შეუძლია არეგულიროს ოკეანის წყალში მარილის შემცველობის დონე. ამიტომაც ანტარქტიკის მასობრივი ლღობა მას არ აშინებს. ჟანგბადის დეფიციტი კი ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის, რადგან ზვიგენს და მხოლოდ მას აქვს უნარი, ნებისმიერ დროს „გამორთოს“ ტვინის ნახევარი და „მიიძინოს“ უკეთესი პერიოდის დადგომამდე. ზვიგენს უნიკალური მხედველობა აქვს, კატებზე გაცილებით კარგი. შესანიშნავად ხედავს ძალიან მღვრიე წყალშიც, 15 მეტრის დაშორებით. წამში არჩევს 45 კადრს, მაშინ, როცა ადამიანს, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ 24 კადრის გარჩევა შეუძლია. სულ ახლახან კი გაირკვა, რომ ზვიგენი სამყაროს ფერადად აღიქვამს. ზვიგენი მშვენივრად ორიენტირებს დახუჭული თვალებითაც სრულ სიბნელეში. ამაში მას თითქმის უნიკალური სმენა ეხმარება. მას მარტო ყურებით კი არა, მთელი თავის ქალით „ესმის“. რაც შეეხება ყნოსვას, ის ზვიგენს ორმაგად საშიშს ხდის – ისინი სისხლის სუნს წყალშიც კი შეიგრძნობენ. აქვს 27 000 გემოს რეცეპტორი. ასევე, შეუცდომლად პოულობს თევზების ქარავანს. ზვიგენის გარშემო ყოველთვის ზემგრძნობიარე ელექტრული ველია შექმნილი. გრენლანდიის ზვიგენებს თვალები და თავის ნახევარი უნათებთ.

ნადირობის თავისებური მეთოდი აქვს ზვიგენ-მელიას, რომელსაც მთელი ტორსის ნახევარზე მეტი კუდი აქვს და ამ კუდის მოქნევა საკმაოდ დიდ დიამეტრზე შეუძლია. სწორედ კუდის დარტყმით ანადგურებს თავის მსხვერპლს. ოკეანეში ყველაზე დიდი თევზი სწორედ ზვიგენის ნაირსახეობას განეკუთვნება. ეს არის ვეშაპის მსგავსი ზვიგენი. მაგრამ ზვიგენი არც ისეთი სისხლისმსმელია, როგორი წარმოდგენაც აქვთ მასზე. მაგალითად, ორი საუკუნის განმავლობაში თეთრი ზვიგენი 244-ჯერ დაესხა თავს ადამიანს და აქედან მხოლოდ 65 შემთხვევა დასრულდა ტრაგედიით.

 

скачать dle 11.3