კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავგეგმოთ პირადი ცხოვრება საკუთარ ზოდიაქოს ნიშანზე დაკვირვებით

ყველას აინტერესებს, რა ელის სამომავლოდ სასიყვარულო-რომანტიკულ თუ ინტიმურ ურთიერთობებში. ასტროლოგიურად ნამდვილად შესაძლებელია ამის გაგება, რადგან, ამ კუთხით, ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს თავისი დამახასიათებელი შტრიხი აქვს. ასე რომ, დააკვირდით თქვენს ზოდიაქოს ნიშანს და გაარკვიეთ, რით გამოირჩევით სასიყვარულო ურთიერთობაში და რა იზიდავს თქვენში საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად. ეროტიკული ჰოროსკოპი კი, არა მარტო შესაბამისი პარტნიორის არჩევაში დაგეხმარებათ, არამედ, საშუალებას მოგცემთ, უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი და გაერკვეთ თქვენს იდუმალ სურვილებში.

ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს მამაკაცთან ურთიერთობისას უყვართ გარკვეული ინიციატივების გამოვლენა. მათ ადვილად შეუძლიათ მამაკაცთან საერთო ენის გამონახვა და ამის გამო არც თაყვანისმცემლების ნაკლებობას განიცდიან. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს ინტიმური კავშირის დროსაც კი არ სიამოვნებთ მამაკაცზე დამოკიდებულება და, არ არის გამორიცხული, ამ დროს ეგოისტურადაც მოიქცნენ. 

კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ძალიან მგრძნობიარეები არიან, თუმცა, პრეტენზიულები და მომთხოვნები, მაგალითად, საყვარელი მამაკაცისგან ხშირად ითხოვენ ძვირფას საჩუქრებს. ინტიმურ ურთიერთობებში თავიანთი რჩეულების მიმართ თბილები, მოსიყვარულეები და გულღიები არიან, მაგრამ, მათ უყვართ ახალი შეგრძნებების ძიება და მალევე ჰბეზრდებათ ერთფეროვანი სასიყვარულო ურთიერთობები.

ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სექსუალურ ურთიერთობებში გონებამახვილობითა და ჭკუით გამოირჩევიან. ერთი შეხედვით შიფრავენ მამაკაცებს და ზუსტად ხვდებიან, რას ითხოვენ ისინი მათგან, ეს თვისება კი მათ ეხმარებათ იდეალური პარტნიორის არჩევისას. უყვართ, როცა დამოკიდებულები არიან საყვარელ ადამიანზე და მათ ენდობიან.

კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები შინაგანად ვნებიანები არიან, მაგრამ, ამას არ ამჟღავნებენ. ბევრ მათგანს სჯერა, რომ სექსუალური სურვილების გამოვლენა სისუსტის მაჩვენებელია და ამიტომ თავშეკავებას ამჯობინებენ. უყვართ საყვარელ მამაკაცზე დამოკიდებულება, თუმცა, თუ მათში ვერ დაინახეს ის თვისებები, რასაც ელიან, განშორების ინიციატორები თავად ხდებიან.

ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები არასდროს აძლევენ საშუალებას გრძნობას, მათზე გავლენა მოახდინოს. მათი უხეშობა მამაკაცთან ინტიმური ურთიერთობის დროს იმით აიხსნება, რომ მათ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ ინტიმურ კავშირზე. ლომები ყოველ ახალ თაყვანისმცემელს ისე აღიქვამენ, როგორც პოტენციურ საქმროს, რაც სასიყვარულო ურთიერთობაში ხელის შემშლელ ფაქტორად ევლინებათ. 

ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ქალურობის იდეალები არიან და მამაკაცებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი ყველაფერში ენდობა მამაკაცს, მათ შორის – ინტიმურ ურთიერთობაშიც. თუმცა, ნუ ეცდებით მის გამოყენებას, რადგან ის ამას ადვილად მიხვდება და მალე დაგშორდებათ.

სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები მეტად ძლიერი პარტნიორები არიან სექსში, გამოირჩევიან მოზღვავებული ტემპერამენტით, თუმცა, რეალურად, ისინი ძალიან ნაკლებ ყურადღებასა და მნიშვნელობას ანიჭებენ ინტიმურ ცხოვრებას. 

მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ცდილობენ, ჭკვიანურად აირჩიონ სასურველი პარტნიორი და მის გვერდით თავი მშვიდად იგრძნონ. შეუძლიათ ნებისმიერი სიტუაციის კონტროლი, თუმცა, ყოველგვარ კანონსა და წესს ივიწყებენ, როცა საქმე ინტიმურ ურთიერთობას ეხება – ამ დროს ისინი უკომპლექსოები და თავისუფლები არიან. ასევე, ისინი ერთგულებას იჩენენ საყვარელი მამაკაცის მიმართ და, ამიტომ, ყოველთვის შეგიძლიათ, მათ ენდოთ. 

მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალების ინტიმურ ურთიერთობებში ფანტაზია უსაზღვროა. მათ შესწევთ უნარი, დატკბნენ ცხოვრებით და ინტიმური ურთიერთობებიდანაც მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ. თუმცა, მათი ნდობა არ ღირს, რადგან, მარტივად შეუძლიათ, მიატოვონ საყვარელი ადამიანი და ზურგი აქციონ მას.

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ყოველთვის ცდილობენ, ჩარჩოში მოექცნენ და არ გასცდნენ მას; თუმცა, ამავდროულად, მეტად მოსიყვარულეები და სექსუალურები არიან და უყვართ ინტიმურ ურთიერთობებში ინიციატივის გამოვლენა, მაგრამ, საშინლად ვერ იტანენ ღალატს და, ამის გამო, შესაძლოა, შურიც კი იძიონ საყვარელ ადამიანზე.

მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალებისთვის აუცილებელია, გვერდით ჰყავდეთ ისეთი მამაკაცი, რომელიც მათ გაუგებს და აჰყვება, ინტიმური ურთიერთობა კი მათთვის მეორეხარისხოვანია; მაგრამ, სამაგიეროდ, მათთვის მნიშვნელოვანია რომანტიკა და სენტიმენტები. ისინი ძალიან აფასებენ ასეთ თვისებებს მამაკაცებში.

თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს უადვილდებათ მიზნის დასახვა, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ვერ აღწევენ მიზანს. ისინი საკუთარ პარტნიორს აღმერთებენ, რაც ინტიმური ურთიერთობისას მაქსიმალური სიამოვნების მიღებაში უშლით ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალბატონები ბევრი დადებითი თვისებით გამოირჩევიან, მამაკაცები ხშირად აქცევენ ხოლმე მათ ზურგს. 

скачать dle 11.3