კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1999 წლის 29 ოქტომბერს. რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები და რომელ პროფესიაში მელის მეტი წარმატებები ბარიერების გარეშე?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის, მაგრამ, ზოგადად, ის საშუალოა. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე; ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, შვედეთის ჩრდილოეთი ნაწილი; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი; თურქეთის დასავლეთი ნაწილი და ბელორუსია. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, პედაგოგიური სფერო, ლინგვისტიკა, უცხო ენები, მთარგმნელობითი საქმიანობა, სამეცნიერო კვლევა, მედიცინა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია.

კითხვა: დავიბადე 1997 წლის 30 დეკემბერს, საღამოს 6-7 საათზე. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, გამოავლინოთ ხასიათში საუკეთესო თვისებები. რაც მეტად იქნებით აქტიური, ენერგიული, მიზანსწრაფული, მებრძოლი და უშიშარი, მით უკეთ შეძლებთ საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას; ამავდროულად, თუ იქნებით კეთილშობილი და ოპტიმისტი, დაეყრდნობით ცოდნის ბაზას, მეტად შეასრულებთ თქვენს კარმულ მისიას და მიაღწევთ წარმატებას. ასევე, იყავით მაქსიმალისტი, მიუდექით საქმეს მეტი სერიოზულობით, გამოავლინეთ პასუხისმგებლობა, ხარჯეთ ფული ყაირათიანად და გახადეთ ურთიერთობები სტაბილური.

скачать dle 11.3