კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მერჩივნა, ჩემი ქმარი მაშინ მომკვდარიყო, როცა მიყვარდა

უკვე მოზრდილი შვილები მყავს და, სულ რამდენიმე წლის წინ გავიგე, რომ ქმარი მთელი ცხოვრება მღალატობდა. უფრო სწორად კი, ახალგაზრდობის პერიოდშიც მირეკავდნენ „კეთილისმსურველები“ და მეუბნებოდნენ, შენი ქმარი ახლა ამა და ამ ადგილას არისო და იმ ქალების სახელებსაც მეუბნებოდნენ, მაგრამ იმდენად ვენდობოდი და, ზოგადად, იმდენად არ ვიყავი ეჭვიანი, რომ არ ვიჯერებდი; მათ „მზრუნველ“ შეტყობინებებს იმდენად არაფრად ვაგდებდი, რომ ჩემს ქმარს არც კი ვეუბნებოდი, რომ დამირეკეს და ასეთი რამეები მითხრეს-მეთქი. მანაც ძალიან კარგად იცოდა ჩემი მიმნდობი ხასიათი და, თურმე, მართლა დაგულაობდა აღმა-დაღმა; მაგრამ, ესეც არ იკმარა – თავისი ბოზები სახლში მოჰყავდა და, ხან ბიძაშვილად და დეიდაშვილად ასაღებდა, ხან – თანაკლასელად, ხან – თანამშრომლად, მე კი, რადგან მართლა ნათესავი და ბავშვობის მეგოობარი მეგონა, სუფრებს ვუშლიდი, ვემსახურებოდი და თან ვყვებოდი. ის კი არა, ხანდახან ღამითაც რჩებოდნენ ჩვენთან და, ან ჩემ გვერდით ეძინათ, ან – ბავშვების ოთახში.

იმ „კეთილისმყოფელების“ ინფორმაცია სრული სიმართლე რომ იყო, მაშინ დავრწმუნდი, როცა ყველაფერი გამიყიდა და მიმატოვა. მაშინ პირველად ვუთხარი ქმარს ყველაფერი ვიცი-მეთქი. ის კი იმდენად თავხედი და უსინდისო აღმოჩნდა, რომ არაფერი უარყო და აქეთ დამადანაშაულა – შენ რომ შტერი, გამოთაყვანებული და ბრმა იყავი, ვისი რა ბრალიაო. არადა, მაფრთხილებდა ხოლმე საწყალი დედაჩემი – არც შენი ქმრის ახუნტრუცება მომწონს და არც იმ ძუძუებგადმოყრილი ქალების შენს სახლში სიარული. ცოტა თვალი გაახილე და ყურები გამოიქექე, თორემ, ისე გადაგივლის თავზე ეგ ვაჟბატონი, საკუთარ თავსა და თავის ბოზებს (მაპატიეთ, ამდენ უხამს სიტყვას რომ ვწერ) არაფერს მოაკლებს, შენ და შენს შვილებს კი ქუჩაში დაგტოვებთო. მე კი არც დედას ვუჯერებდი და, ერთხელ, როცა დედაჩემმა ბავშვების ოთახში წაასწრო თავის სიძეს ჯერ მოსამსახურესთან, მერე კი ჩემს უახლოეს მეზობელთან, რომელთან ერთადაც გავიზარდე და შავი დღე აყარა, ჩემმა ქმარმა, მოსამსახურემაც და მეზობელმაც აქეთ გალანძღეს დედაჩემი, ეჭვიანობით შეპყრობილი დედაბერი, შიზოფრენიკი, მოლანდებებიანი ალქაჯი და რა აღარ უწოდეს. მე სულელმაც, მათი მხარე დავიჭირე (თუმცა, დედა არ გამილანძღავს, მაგრამ, არც მათ ვუთხარი საყვედური ასეთი სიტყვების გამო, რასაც დღეს საშინლად ვნანობ). დედაჩემი მართლაც იყო ბუნებით ეჭვიანი და თავის დროზე მამაჩემზეც ძალიან ეჭვიანობდა, ამიტომაც არ დავუჯერე და სწორედ ამიტომაც არ დავუჯერე, მაგრამ მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა ამიხდა: იმ ქუჩის ქალებს ზოგს ბინა უყიდა, ზოგს – მანქანა, ზოგს – ბრილიანტები; თვითონაც არ დაიკლო გრიალი და ტაშფანდური, მერე კი ჩემი მშობლების ნაჩუქარი ბინა გაყიდა და ის ფული სად წაიღო, არ ვიცი. ალბათ, იმ ძუნძგლიანებს გაუნაწილა, მე კი მითხრა, ბანკის დიდი ვალი დამედო  და ბინა თუ არ გავყიდეთ, ან მომკლავენ, არ დამიჭერენო. მეც, ოღონდ კი ეს არაკაცი მყოლოდა კარგად, ყველაფერზე თანახმა ვიყავი და ჩემი მშობლების ჩუმად დავთანხმდი. ასე აღმოვჩნდი ქუჩაში შვილებთან ერთად. მან კი, როცა მიხვდა, რომ ჩემგან გამოსარჩენი აღარაფერი ჰქონდა, მიმატოვა. რამდენიმე წელი საერთოდ არ შემხმიანებია, მერე კი, როცა ის ფული მთლიანად გამოელია, იმ ბოზებმაც კუკუ ამოჰკრეს და გამოაგდეს, მაგრამ, არსად რომ აღარ ჰქონდა წასასვლელი, ისევ მე მომადგა – უფულოს და გაღლეტილს. გაახსენდა, რომ შვილები ჰყავდა და, თურმე, იმ შვილებს მამა სჭირდებოდათ. მე არ მინდოდა, სახლში შემომეშვა, მაგრამ, ჩემმა ბიჭმა მითხრა, არ მინდა, მთელი უბნის სალაპარაკო გავხდეთო და, მაიძულა, კიდევ ერთხელ დამეთმო.

ახლა კი დამდევს კუდში, თვალებში შემომციცინებს, ლამის სარეცხი გარეცხოს, გაფინოს და გააუთოოს. სულ „ჩემო სიცოცხლეს“ მეძახის და აღარ იცის რით მასიამოვნოს, მაგრამ, ერთდროულად მძულს და მებრალება. ჩემ თვალწინ რომ მოკვდეს, ალბათ, ცრემლიც არ გადმომივარდება.

არ ვიცი, გამამტყუნებს თუ არა მკითხველი ამ სიტყვების გამო, მაგრამ მერჩივნა, მაშინ მოვმკვდარიყო, როცა მიყვარდა – სხვა თუ არაფერი, ის მაინც მეგონებოდა, რომ კაცი დააკლდა ჩემს ოჯახს.

ყველაზე საშინელი კი ის არის ჩემთვის, რომ ჩემმა შვილებმაც ყველაფერი გაიგეს მამის შესახებ და მაინც მე მამტყუნებენ.

თინა, 48 წლის.

скачать dle 11.3