კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, რა ფერის თმაა აქტუალური შემოდგომა-ზამთრის სეზონზე?

პასუხი: სტილისტები გვირჩევენ: თუ ახალი სეზონისთვის თმის ფერის შეცვლა გადაწყვიტეთ, აირჩიეთ მკვეთრი, მსუყე ფერები, რადგან, ბუნებრივი, ნატურალური პალიტრა მოდურად აღარ ითვლება.

კითხვა: ნებისმიერ დიეტაში გამოიყენება უნიკალური ბოსტნეული – ბულგარული წიწაკა. რომელი სახეობის ჩართვაა დიეტის დროს მენიუში მიზანშეწონილი – წითელი, მწვანე თუ ყვითელი ბულგარული წიწაკის?

პასუხი: დიეტის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ სამივე ფერის ბულგარული წიწაკა, ერთად ან მონაცვლეობით. გაცნობებთ, რომ წითელი შეიცავს ყველაზე მეტ კაროტინსა და A ვიტამინს; ერთი ცალი ყვითელი ბულგარული წიწაკა შეიცავს C ვიტამინის მთელი დღის საჭირო რაოდენობას; მწვანე წიწაკა კი არის ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური K ვიტამინის ნამდვილი საბადო. ეს ვიტამინი ამაგრებს სისხლძარღვებს.

კითხვა: თქვენი ჟურნალის ერთ-ერთ წინა ნომერში წერდით, რამდენი გელი ან მკვებავი უნდა წავისვათ სახეზე. მაინტერესებს, ნიღბების გაკეთების დროს თუ არის განსაზღვრული წასასმელი მასის რაოდენობა?

პასუხი: ნიღბის გაკეთების დროს მეტი თავისუფლება გენიჭებათ – ოპტიმალურია პინგ-პონგის ბურთის მოცულობის რაოდენობა, ანუ, შეგიძლიათ, ნიღაბი სქლად წაისვათ სახეზე, რადგან, სქელი ფენა ქმნის თერმოეფექტს, რაც ხელს უწყობს აქტიური კომპონენტების კანში უფრო ღრმად შეღწევას.

ნიღაბი უნდა წაისვათ მთელ სახეზე, ოღონდ, არა თვალების გარშემო, რადგან ამ უბანზე კანი განსაკუთრებით ნაზი და მგრძნობიარეა და, თან, განსხვავებული სტრუქტურა აქვს, ამიტომ, მისი ინტენსიური კვება მიზანშეწონილი არ არის.

ზოგიერთი ნიღბის ჩამობანა ხდება თბილი ან გრილი წყლით, ზოგიერთის – სველი და გაწურული ბამბის ან დოლბანდის ტამპონით. ამის შესახებ ინსტრუქციაშია მითითებული, თუკი მზა ნიღაბს ყიდულობთ; ხოლო, თუ თქვენი კოსმეტოლოგი გიმზადებთ (ან თქვენ თვითონ ამზადებთ), ის თვითონ გასწავლით, როგორ უნდა მოიქცეთ.

 

 

скачать dle 11.3