კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვიკვებოთ ჯანმრთელად

წინა ნომერში ჩვენ შემოგთავაზეთ მცენარეული დიეტა, დღეს კი გაგაცნობთ დოქტორ კოლინ კემპბელის კვლევების შედეგს, რომელიც დაგეხმარებათ, ახლებურად შეხედოთ სწორი კვების მეთოდებს. ეს რჩევები გამოადგება ყველას, ვისაც სურს, უკეთესობისკენ შეცვალოს რაციონი და კვებითი ჩვევები.

გასაკვირი არ არის, რომ წიგნი „ჩინური კვლევები“ მსოფლიო ბესტსელერად იქცა. მასში აღწერილია ცხოველური ცილებისა და ქრონიკული დაავადებების (ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა, შაქრიანი დიაბეტის, ჭარბი წონის) ურთიერთთანაფარდობის შედეგები და მიღებულია კვების თავისებურებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ურთიერთკავშირის 8 000 დასკვნა. ეს კვლევა ტარდებოდა ჩინეთის 65 ოლქში, გრძელდებოდა 10 წლის განმავლობაში და შედეგი იყო ერთმნიშვნელოვანი: ვინც უპირატესობას ანიჭებს ვეგეტარიანულ კვებას, მას ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლის მეტი შანსი აქვს, თანაც, ჭარბი წონის გარეშე. ზაფხულსა და შემოდგომაზე ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვანი არჩევანი კი ამ ცდის ჩატარებას საგრძნობლად აადვილებს.

ჩინური კვლევის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგია ზოგიერთი დაავადების განვითარებასა და სისხლში ქოლესტერინის დონეს შორის ურთიერთკავშირის დადგენა: თურმე, ქოლესტერინის დონის 4,4 ერთეულიდან 2,3-მდე დაწევის შემთხვევაში, საგრძნობლად იკლებდა ლეიკემიის, ღვიძლის, სწორი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის, ფილტვების, სარძევე ჯირკვლების, ტვინისა და კუჭის კიბოს წარმოქმნის სიხშირე.

ყოველივე ამის შემდეგ, დოქტორმა კოლინ კემპბელმა შეიმუშავა ჯანმრთელი კვების 8 პრინციპი, რომლებსაც დღეს გთავაზობთ.

პირველი პრინციპი

კვება წარმოადგენს საკვებში არსებული ურიცხვი ნივთიერებების ერთობლივ ზემოქმედებას ორგანიზმზე. კვების დროს ჩვენ „ვრთავთ“ ორგანიზმში მიმდებარე ქიმიური რეაქციების რთულ სისტემას, რათა საკვები პროდუქტებისგან მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი იმ სახით, რომლითაც ის ბუნებაში არსებობს. რომელიმე ერთი კონკრეტული საკვები ნივთიერების უპირატესობის გამოცხადება სხვა ნივთიერებებთან მისი ურთიერთქმედების განხილვის გარეშე – ძალზე პრიმიტიული მეთოდია.

მეორე პრინციპი

ვიტამინების დამატება ჯანმრთელობისთვის პანაცეა არ არის.

„თუ გსურთ, მიიღოთ ვიტამინი C ან ბეტა-კაროტინი, შეეშვით დრაჟეებსა და აბებს, მიმართეთ ხილსა და მწვანეფოთლიან ბოსტნეულს“, – გვირჩევს დოქტორი კემპბელი. მაგრამ, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც; მაგალითად, ვეგეტარიანელებისთვის სასარგებლოა, საკვები დანამატის სახით მიიღონ ვიტამინი B12 (ექიმთან კონსულტაციის შემდეგ); ასევე, რეკომენდებულია D ვიტამინის მიღება მათთვის, ვინც დიდ დროს ატარებს შენობაში ან ცხოვრობს ჩრდილოეთის კლიმატში.

მესამე პრინციპი

თითქმის ყველა საკვები ნივთიერება უკეთესად არის წარმოდგენილი მცენარეულ პროდუქტებში – მათში თავმოყრილია ანტიოქსიდანტები, უჯრედისები და მინერალები.

მეოთხე პრინციპი

კვება გადამწყვეტ როლს ასრულებს იმაში, თუ როგორი გენები წარმოიქმნება – „ცუდი“ თუ „კარგი“.

მეხუთე პრინციპი

კვების დახმარებით შეგიძლიათ აკონტროლოთ ორგანიზმზე მავნე ქიმიური ნივთიერებების არასასურველი ზემოქმედება.

მეექვსე პრინციპი

კვებას, რომელიც ამარცხებს დაავადებას ადრეულ სტადიაზე (დიაგნოზის დასმამდე), შეუძლია, შეაფერხოს მისი განვითარება და განკურნოს კიდეც, გაცილებით უფრო დაგვიანებულ ეტაპზე.

მეშვიდე პრინციპი

კვების რაციონი, რომელიც სასარგებლოა ერთი ქრონიკული დაავადების დროს, კარგი პროფილაქტიკა შეიძლება აღმოჩნდეს ბევრი სხვა დაავადების შემთხვევაშიც.

მერვე პრინციპი

სწორი კვება სასარგებლოა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთვის, რადგან ისინი მუდმივად ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან; ანუ, ჯანმრთელი კვების კონცეფცია ხელს უწყობს ფიზიკურ აქტივობას და უზრუნველყოფს ემოციურ და ინტელექტუალურ ჯანმრთელობას.

როგორც ხედავთ, ჩვენი ჯანმრთელობის ძირიადი წყარო მცენარეებშია. გასაკვირი არ არის, რომ ძალიან ბევრს გაუჭირდება ცხოველური წარმოშობის საკვების გარეშე არსებობა, მაგრამ, ნამდვილად ბევრს მოიგებთ, თუ წელიწადში 3-4-ჯერ, თითო თვის განმავლობაში მაინც გახდებით ვეგეტარიანელი, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მაქსიმალურად შეზღუდავთ ცხოველურ საკვებს. 

ვეგეტარიანული დიეტის დადებით ზემოქმედებაში დასარწმუნებლად, გაიკეთეთ ანალიზები დიეტის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ; ასევე, არ დაგავიწყდეთ აწონვა – შედეგი ნამდვილად გასაოცარი იქნება.

скачать dle 11.3