კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  როგორ მოვუარო ეგრეთ წოდებულ „ბატის კანს,” რომ უფრო გლუვი გახდეს?

პასუხი:  ამ ტერმინით აღნიშნავენ უხეშ, ხორკლიან კანს. ძირითადად ასეთი კანი გენეტიკურია. გირჩევთ, მიიღოთ კანის დამარბილებელი აბაზანები და გამოიყენოთ უხეში ღრუბელი ან ქისა. ამის შემდეგ კი წაისვით კერატოლიტური კრემები, მაგალითად, ტოპიკრემი, აკერატი. ეს ნაწილობრივ გაგიუმჯობესებთ კანის სტრუქტურას.

კითხვა:  როგორ კეთდება ბიოფსია მკერდზე? მაინტერესებს, როგორი პროცესია და მტკივნეულია თუ არა?

პასუხი:  ბიოფსია ტარდება სპეციალური ინსტრუმენტით. პროცედურა მტკივნეული არ არის, მშვიდად ბრძანდებოდეთ.

კითხვა:   მაინტერესებს, რას ნიშნავს ტერმინი „მწეველთა კატარი”?

პასუხი:  „მწეველთა კატარი”, იგივე მწეველთა ბრონქიტია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძლიერი ხველა, განსაკუთრებით – დილით. ის, შესაძლოა, იყოს როგორც მშრალი, ისე პროდუქტიული.

კითხვა:  ვარ 18 წლის გოგონა. 2-3 წლის შემდეგ არასდროს არ მქონია სიცხე, 37 გრადუსიც კი.  როგორც არ უნდა გავცივდე, ან ვირუსი შემეყაროს, არ მიწევს ტემპერატურა... რისი ბრალია? გამიგია, რომ ეს უფრო ცუდია ვიდრე სიცხე... 

პასუხი:  თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვა არანაირი პრობლემა არ გაქვთ, ამაში საშიში არაფერია. შესაძლოა, ეს ან ორგანიზმის  თერმოსარეგულაციო მექანიზმის ინდივიდუალური თავისებურებაა, ან მემკვიდრულად მიღებული თვისება, ან დასუსტებული იმუნიტეტის შედეგი. 

კითხვა:  სამი თვის წინ ქვედა კბილზე გავიკეთე ბჟენი, (პლომბი) ზედაპირული კარიესის გამო (შესაბამისად, ნერვი არაა მკვდარი). ორი თვეა, მაწუხებს  ამ დაბჟენილი კბილის ტკივილი, განსაკუთრებით – ცივზე და ცხელზე. როგორ მოვიქცე, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი:  კვლავ სტომატოლოგს უნდა მიმართოთ. საჭიროა თავიდან მკურნალობა. ტკივილი თავისით არ გაივლის.

კითხვა: ვარ 15 კვირის ორსული და მაქვს სიცხე – 37 გრადუსი. ეს საშიში ხომ არ არის? ვსვამ მიგ-400-ს ექიმის დანიშნულებით, თავის ტკივილის დროს; ასევე, ვიცი, რომ სიცხის დამწევი საშუალებაცაა და მშველის, თუმცა მაინტერესებს რატომ უნდა მქონდეს სიცხე, ეს ბუნებრივია თუ რამე იწვევს? ანალიზები კარგი მაქვს, მხოლოდ ტონუსია აწეული.

პასუხი:  ამ ვადის ორსულობისას სხეულის ტემპერატურა 37.0-37.5 გრადუსამდე ფიზიოლოგიურად ითვლება, თუ გამორიცხულია მისი მატების სხვა მიზეზები. რაც შეეხება ამ პრეპრატს, ჯობია, დაადგინოთ თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი – შესაძლოა, ეს არის ფსიქოემოციური გადაძაბვა, არტერიული წნევის დაქვეითება ან მატება და ასე შემდეგ. ამიტომ, ამ პრეპარატის მიღებას ხშირად და გაუკონტროლებლად არ გირჩევთ.

 

скачать dle 11.3