კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ოცნების ფაბრიკის“ ყველაზე სერიოზული მსახიობი

ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი მერილ სტრიპი არა მარტო მილიონობით ადამიანის კუმირია, არამედ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას საყვარელი მსახიობიც.  ის, შეიძლება ითქვას, ჰოლივუდური ფილმების მეტრია – ფილმი, რომელშიც მერილ სტრიპი თამაშობს, აუცილებლად კარგია.

* ახალგაზრდობაში მერილი ოფიციანტად მუშაობდა ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ სასტუმროში და რვა მაგიდას ემსახურებოდა. „მე ვამაყობდი ამით. პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა – ისევ რვა მაგიდა: ბავშვები, ბევრი ნათესავი, ბევრი საქმე... ჩემი ოჯახი და ჩემი საქმე – აი, ჩემი პრაიმი დღეს!“ – ამბობს მერილი.

* თრილერი „ველური მდინარის“ ბევრი სცენის გადაღება წყალქვეშ ხდებოდა. ერთხელ მერილი პირდაპირ ფსკერისკენ წავიდა. საბედნიეროდ, გადარჩა – მეთევზის ბადეში გაიხლართა... გონს მოეგო და მაშინვე განაგრძო გადაღება.

* მისთვის მისაბაძი მაგალითი იყო ფრანგი მსახიობი სიმონა სინიორე, რომელიც 1985 წელს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

* იდეალური კოლეგა ჯეკ ნიკოლსონია. „საოცრად დამაჯერებლად თამაშობს თავის როლს – ისევე, როგორც სუნთქავს,“ – ასე აფასებს მას მერილი.

* სტრიპი ამბობს, რომ თავად ძალიან ჰგავს შონ პენს.

* 64 წლის მერილსა და მის ქმარს ოთხი შვილი ჰყავთ: ჰენრი, მერი, გრეისი და ლუიზა ჰამერები.

* ფილმისთვის „ეშმაკი ატარებს პრადას“, მერილმა 8 კილოგრამი დაიკლო. სხვათა შორის, ის ამ ფილმში პარიკითაა.

* მერილ სტრიპი „ოსკარზე“ 17-ჯერაა წარდგენილი და ამერიკული კინემატოგრაფიის ეს უმაღლესი ჯილდო სამჯერ აქვს მიღებული.

* პირველი „ოსკარი“ მერილს ტუალეტში დარჩა. 2012 წელს კი ხელიდან აღარ გაუშვია.

* მერილს მიაჩნია, რომ მისი სილამაზე განათებაზეა დამოკიდებული. 

* რამდენიმე ფილმში სტრიპი ლესბოსელს თამაშობს; ერთ-ერთ ცერემონიაზე კი სანდრა ბალოკმა გულიანად ჩაკოცნა ტუჩებში.

* „გულის მუსიკის“ გადაღებების დაწყებამდე, ფილმის მწარმოებელმა დაიქირავა მასწავლებელი, რომელიც ყოველდღე მიდიოდა მერილთან სახლში და ორსაათ-ნახევრის განმავლობაში ასწავლიდა ვიოლინოზე დაკვრას.

* გაცილებით ადრე, სანამ ფილმ „რკინის ლედიში“ მარგარეტ ტეტჩერის როლს შეასრულებდა, მერილმა აღიარა, რომ პოლიტიკისადმი გულგრილი არ არის.

* ბავშვობაში მერილი ინგლისის სამეფო ოჯახის წევრობაზე ოცნებობდა. ფიქრობდა, რომ, როცა გაიზრდებოდა, მოხიბლავდა პრინც ჩარლზს და არისტოკრატი გახდებოდა.

* მას არასდროს გაუკეთებია პლასტიკური ოპერაცია – ამბობს, რომ სახესა და სხეულს ამით არ გაიფუჭებს.

* მერილს უყვარს შინაურებთან ერთად სერიალ „ჭორიკანას“ ყურება.

* ქორწილის დროს მერილ სტრიპს პიროტექნიკის ცეცხლით დაეწვა ხელი და სტუმრების წინაშე განაცხადა, რომ იმავეს გაუკეთებს თავის მოქანდაკე მეუღლეს, თუ ის ცუდი ქმარი გამოდგება.

* მერილი ვეგეტარიანელია.

* ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში კოლეგებმა მას რამდენიმე მეტსახელი შეარქვეს: „ქალი ათასი სახით“, „მსახიობი – ქამელეონი“, „ოცნების ფაბრიკის” ყველაზე სერიოზული მსახიობი“.

 

скачать dle 11.3