კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარკო როისი – გერმანიის ნაკრების ახალი ლიდერი

წლევანდელი წელი მარკო როისისთვის წარუმატებლად შეიძლება ჩაითვალოს. გერმანიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და „ბუნდესლიგის” კაშკაშა ვარსკვლავმა ტრავმის გამო გამოტოვა მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში, სადაც გერმანიამ 24-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის სახელი დაიბრუნა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს „დორტმუნდისა” და გერმანიის ნაკრების ლიდერის შესახებ:  

* მარკო როისი დაიბადა 1989 წლის 31 მაისს, დორტმუნდის მიკრორაიონ კერნეში. მარკოს ორი უფროსი და ჰყავს – ივონა და მელანი. მისი მამა მექანიკოსად მუშაობდა, დედა კი – ოფისის მუშაკად. ფეხბურთის თამაში მარკომ 4 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი გუნდი „პოსტ ესფაუ” იყო. 

* სკოლაში სწავლის პერიოდში მარკოს საყვარელი საგანი ისტორია იყო. ის სამხედრო მფრინავობაზე ოცნებობდა, თუმცა, საბოლოოდ, გაყიდვების მენეჯერის პროფესია შეისწავლა, მაგრამ, პროფესიით ფეხბურთის გამო არ უმუშავია.

* 2005 წელს მარკო როისი ფეხბურთისთვის სუსტად და უნიჭოდ ჩათვალეს, რის გამოც მას კარიერის გაგრძელება „ალენში” მოუწია, სადაც მას ნდობა გამოუცხადეს. იმ პერიოდში „ალენში” როისის თანაგუნდელი იყო მისი ამჟამინდელი თანაკლუბელი კევინ გროსკროიცი. დროის მცირე მონაკვეთში მარკოს სხეულის კუნთოვანი მასის გაზრდა მოუწია, რათა ფიზიკურად დაემტკიცებინა, რომ სუსტი არ იყო. 

* მარკო როისის საყვარელი კერძია კარტოფილის პიურე და მოშუშული წითელი კომბოსტო. ფილმებიდან მას კომედიები უყვარს, განსაკუთრებით – „წვეულება ვეგასში,” მეორე ნაწილი. მარკოს არ ჰყავს შინაური ცხოველები.

* „ალენიდან” მიუნჰენგლადბახის „ბორუსიაში” მარკო როისის ტრანსფერმა ერთი მილიონი ევრო შეადგინა. „დორტმუნდმა” კი მიუნჰენგლადბახური კლუბიდან როისი 17,5 მილიონ ევროდ შეიძინა. მარკო როისის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 50 მილიონ ევროს აღემატება.

* მარკო როისს სარეკლამო კონტრაქტები აქვს „პუმასთან” და „ოპელთან”.

* მარკო როისის საუკეთესო მეგობრები არიან ანდრე შიურლე, მარიო გიოტცე და რომან ნოიშტეტდერი. 

* მუსიკიდან მარკო როისი უპირატესობას ამერიკულ პოპ-მუსიკას ანიჭებს; ის მარკო ჯასტინ ბიბერის მსმენელია და, ასევე, მას დიჯეობა იტაცებს.

* ჩეხი ნახევარმცველი ტომაშ როსიცკი მარკო როისის საფეხბურთო კერპია, ხოლო, ზოგადად, სპორტსმენებიდან ის კალათბურთელ დირკ ნოვიცკის მიიჩნევს საუკეთესოდ.

* მარკო როისს სხეულზე გაკეთებული რამდენიმე ათეული ტატუირებასაც  სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამ თემაზე ის ჟურნალისტებთან არ საუბრობს.

скачать dle 11.3