კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

ჟურნალისტი, რომელიც ბოროტი ზრახვით უყურებდა ყველაფერს

ერთხელ ბერთან მივიდა ჟურნალისტი, რომელშიც არ ჩერდებოდა კეთილი ზრახვა და ყველაფერს ბოროტი ზრახვით უყურებდა. მან ბერს სხვადასხვაგვარი კითხვები დაუსვა და ააღელვა იგი. მერე ჰკითხა ბერს:

– ღერონდა, რატომ ზიხართ აქ შორს, უზრუნველად, სიმშვიდეში და არ მიდიხართ სოფლის დასახმარებლად, სადაც უამრავი გასაჭირია?

– შენი მანქანა გაფუჭებულია და მხოლოდ ცუდ ზრახვებს აწარმოებს. რასაც დაინახავ, რასაც გეტყვიან, მრუდედ აღიქვამ. ახლა შენ აქ მხედავ და ამბობ, რატომ არ გავდივარ სოფლის დასახმარებლად? რომ წავიდე, იტყვი – შენ, მონაზონი, რატომ დახეტიალობ სოფელში და რატომ არ ზიხარ შენთვის მდუმარედ? ამიტომ ერთ რამეს გეტყვი: გამოასწორე შენი გაფუჭებული ზრახვა და დაინახავ, რომ ერთია შუქნიშნის მუშაობა ათენის ხმაურიან ქუჩებში და სხვაა – შუქურისა უდაბურ კლდეებზე.

 

თუ კეთილ ზრახვას შეიწყნარებ – არ დამარცხდები

– ღერონდა, როდესაც სალონიკში წასვლას ვახერხებ, შემდეგ პრობლემას ვაწყდები: ქუჩაში ვხვდები მათხოვრებს, რომელთა უმეტესობა არის ბინძურხელებიანი ბოშა. ისინი ამბობენ, რომ მათ ჰყავთ ავადმყოფი ბავშვები და ითხოვენ დახმარებას. ზრახვა მკარნახობს, რომ ისინი ტყუილს ამბობენ; არ ვიცი, როგორ მოვიქცე. თქვენ ჩემს ადგილზე როგორ მოიქცეოდით?

– ერთხელ, – თქვა მან, – გასული ვიყავი ათონის მთიდან; ჩემთან მოვიდა ქალი ბავშვით ხელში და დახმარება მთხოვა. შემეცოდა იგი და დანაღვლიანდა ჩემი სული. ფული ძალიან ცოტა მქონდა. მივეცი მას პენდაკოსარიკო (500 დრაჰმა, ანუ 1,5 დოლარი) და გულისტკივილით ვუთხარი: „მაპატიე, მაგრამ თან არ მაქვს მეტი ფული. თუმცა, გთხოვ, გამომართვი ჩემი მისამართი და გამომიგზავნე შენი, სადაც ცხოვრობ, როდესაც მთაზე წავალ, გამოგიგზავნი“.

ქალმა გამომართვა მისამართი და მე დავინახე, რომ მას გული აუჩუყდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მან გამომიგზავნა წერილი, რომელზეც უკანა მისამართი არ იყო მითითებული. შიგნით იდო პენდაკოსარიკო, რომელიც მას მაშინ მივეცი. ის პატიებას მთხოვდა, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა და მმადლობდა გულკეთილობისთვის. ასე რომ, ვფიქრობ, თუკი ამ შემთხვევაშიც კეთილ ზრახვას შეიწყნარებ, არ დამარცხდები, რადგან არის ღმერთი, რომელიც იცავს გულებს და თითოეულს სამართლიანად მიაგებს.

 

 

скачать dle 11.3