კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა როლს ასრულებს საკუთარ ფილმში რატი წითელაძე და მისი ცხოვრების რომელი მომენტები ემთხვევა ფილმის სიუჟეტებს

რატი წითელაძის ირგვლივ არაერთი სკანდალი აგორებულა, ამჟამად კი ცნობილი სპორტსმენი და ფოტომოდელი კინოინდუსტრიით დაინტერესდა. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შემდეგ მან საქართველო დატოვა და დუბაიში წავიდა, სადაც გადაიღო თავისი პირველი ფილმი, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა. რატი დღეს ამერიკაში იმყოფება და არაერთ სცენარზე მუშაობს. მომავალში ის საქართველოში ჩამოსვლას და ისეთი ფილმის გადაღებას გეგმავს, რომელსაც „ოსკარის” რომელიმე ნომინაციას მიანიჭებენ. დამწყები რეჟისორი ოფიციალურ შემოთავაზებებს ელოდება სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად.

 

– რატი, იყავი სპორტსმენი, ფოტომოდელი... რეჟისორობა რატომ გადაწყვიტე?

– კინოინდუსტრიაში ყოფნა დიდი ხანია მინდოდა. უცბად არ გადამიწყვეტია რეჟისორობა.  ეს ის სფეროა, სადაც შემიძლია, მაქსიმალურად დავიხარჯო. მხოლოდ მსახიობობის სურვილი არ ყოფილა ჩემში, უფრო ფართო მასშტაბებზე მინდოდა გასვლა. მსახიობს შეუძლია, სხვადასხვა ისტორია მოირგოს, მაგრამ, ეს ყოველივე რაღაც ჩარჩოებშია მოქცეული. იყო რეჟისორი – სულ სხვა რამეა, ეს უფრო ახლოსაა ჩემთან. როდესაც თავად ქმნი რაღაცას და შემდეგ ამის მიხედვით დგამ სცენარს, ეს მართლაც რომ საოცრებაა

– ვისი იდეა იყო ფილმის გადაღება?

– მწერალი ნინო ვარსიმაშვილია. როდესაც მიამბო ეს ისტორია, ძალიან დავინტერესდი და, გადავწყვიტე, სცენარი დამეწერა. ფილმი მოგვითხრობს ცოლქმრულ ურთიერთობაზე, როცა ყველაფერი ერთფეროვანი ხდება. მსოფლიოში უამრავ ოჯახს აქვს რთული მომენტები. სტატისტიკურად, ყოველ წელს ათასობით ადამიანი კვდება ურთიერთობის პრობლემების გამო. ადამიანის ბუნებიდან გამომიდინარე, როდესაც უკვე მივიღებთ იმას, რაც გვინდა, სამწუხაროდ, გვავიწყდება დავაფასოთ ის, რაც გაგვაჩნია და მცირეოდენ ყურადღებასაც კი აღარ ვაქცევთ საყვარელ ადამიანს. ამ ფილმით იმის თქმა გვინდოდა, რომ, არ აქვს მნიშვნელობა, რა დონეზე ცუდადაა საქმე, ყოველთვისაა შესაძლებელი, თუნდაც წვრილმანი ქმედებით სიყვარულის  გადარჩენა. ზოგჯერ სწორედ რომ პატარა წვრილმანი ცვლის ადამიანის მთელ ცხოვრებას. ფილმის მთავარი თემა სიყვარულია. უფრო იმიტომ დამაინტერესა ამ ისტორიამ, რომ ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა მსგავსი შემთხვევები,  როდესაც  წვრილმანისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა, ახლა რომ ვფიქრობ, ის წვრილმანი მაშინ მნიშვნელოვნად შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას. იყო მომენტები, როდესაც ამ, თითქოსდა უმნიშვნელო ფაქტებით, რაღაცას მივაღწიე, თუმცა, შემდეგ დავივიწყე, რამაც ცუდი შედეგი მომიტანა.  კონკრეტულად ვერ გეტყვით, რასაც ვგულისხმობ. ასეთი რამ იყო  სპორტულ კარიერაშიც,  შოუ-ბიზნესშიც, ადამიანებთან ურთიერთობის დროსაც – მოკლედ, ყველაფერში. ძალიან ბევრ რამეს ვნანობ. მაშინ არ ვაქცევდი მსგავს წვრილმანებს ყურადღებას, ახლა კი ვცდილობ, უფრო ყურადღებით ვიყო. ფილმსაც „little things” ჰქვია, ანუ – „წვრილმანები“. 

– ფილმის გადასაღებად დუბაი რატომ აირჩიე?

– როდასაც პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დავტოვე,  წავედი დუბაიში. ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ მინდოდა ჰოლივუდში წასვლა და მსახიობობა, მაგრამ, პირდაპირ ამას ვერ შევძლებდი. ამიტომ, დავიწყე საქმის ეტაპობრივად კეთება. თუ პირდაპირ ამერიკაში ჩავიდოდი, არაფერი მეცოდინებოდა – არც ენა  და არც ელემენტარული რაღაცეები; შესაბამისად, მინდოდა, მომზადებული ვყოფილიყავი იქ წასასვლელად. ამიტომაც, გადავწყვიტე, რომ დუბაი იყო ჩემთვის ყველაზე კარგი საშუალება, პროფესიონალურად გავზრდილიყავი და წინ წავსულიყავი. ამ ფილმთან ერთად კიდევ  მქონდა გადაღებები, რამაც დღეს აქამდე მომიყვანა. ჩემ მიერ გადაღებულმა ფილმმა ჰოლივუდში ერთ-ერთ საუკეთესო ფესტივალზე გაიმარჯვა, მას ძალიან ხშირად აჩვენებენ ამერიკის სხვადასხვა შტატში.

– ამ ეტაპზე რითი ხარ დაკავებული?

– კიდევ ორი ფილმი მაქვს გადაღებული, რომელთა დასრულებასაც ველოდები. ამ ფილმების პროდიუსერი ვარ და, ვცდილობ, ამერიკაში უფრო ფართო მასშტაბებზე გავიტანო. ვმუშაობ კიდევ ერთ სცენარზე; ვეცდები, ისეთი ფილმი გადავიღო, რაც საქართველოს გამოაჩენს. ველოდები ოფიცილურ შემოთავაზებებს, რომ უფრო სერიოზულ ეტაპზე გადავინაცვლო.

– საქართველო ახსენე. ფილმის გადაღებას აქ გეგმავ? იდეის დონეზე არის რამე?

– დიახ, არის, მაგრამ ამ ეტაპზე არ შემიძლია თქმა.  ჰოლივუდი ფილმების მექაა, ამიტომ, ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე იქ, როგორც მსახიობმაც და როგორც რეჟისორმაც და ეს ცონდა  ჩემს ქვეყანას უნდა მოვახმარო. ქართული ფილმის ინდუსტრიაში მინდა განსხვავებული რამე გავაკეთო. ყოველთვის მაქსიმალისტი ვარ, ამიტომ, ვეცდები, ბოლომდე დავიხარჯო და ხარისხიანი ფილმი გადავიღო. არ ვიცი, როდის იქნება ეს, ამას წლები სჭირდება, შეიძლება, 15 წელიც კი დამჭირდეს, მაგრამ, აუცილებლად გადავიღებ ფილმს, რომელიც საქართველოს სახელს საზღვრებს გარეთ გაიტანს.

– როგორ წახვედი თავიდან ამერიკაში და ჰოლივუდში როგორ აღმოჩნდი?

– კონკრეტულად ვერ გეტყვი, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ, აქ, ამ ეტაპზე ვყოფილიყავი. ბევრი ადამიანი დამეხმარა, ჩემთვის რაღაცეებიც შესწირეს. თუ გაქვს მიზანი, ყველაფერს გააკეთებ მის განსახორციელებლად. არ ვიცი, ეს საბოლოოდ როგორ გამოდის, მაგრამ, შედეგს მაინც იღებ.

– როგორ ფიქრობ, მოდელის კარიერა დაგეხმარა კინოინდუსტრიაში?

– გარეგონობას, ზოგადად, ყველგან აქცევენ ყურადღებას, უფრო მეტიც – დიდ მნიშვნელობასაც ანიჭებენ. რადგან, პირველად ვიზუალურად აღიქვამ ადამიანს, ვფიქრობ, რომ უფრო სპორტული კარიერა და მიზანდასახულობა გამომადგა.  რასაც ვამბობ, ყოველთვის გულიდან მოდის და ამას სხვა რომ ხედავს, ყოველთვის გიფასებს. მათ დაინახეს ჩემი მიზანდასახულობა და პრინციპულობა და ამ ყველაფერმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში.

– ფოტომოდელობით აღარ ხარ დაკავებული?

– არა, ამჯერად მხოლოდ მსახიობობით ვარ დაკავებული. აქ იმდენად დიდია კინოს სამყარო,  რომ სხვა კუთხით ვეღარ დაკავდები,  ბოლომდე გითრევს ეს საქმე

– ანუ, პროფესიას აღარ შეიცვლი?

– იმედია, აღარ; თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ (იცინის). რაც ჩამოვედი, იმ დღიდან ვმუშაობ, წუთი არ ყოფილა, რომ ამ საქმით არ ვყოფილიყავი დაკავებული;  24 საათი ვშრომობ, სხვას არაფერს ვაკეთებ. ზოგადად, ყოველთვის იმ საქმით ვარ დაკავებული, რასაც კონკრეტულ მომენტში ვაკეთებ, ამიტომ, ამ ეტაპზეც მხოლოდ ფილმებით შემოვიფარგლები.

– საქართველოში ჩამოსვლას როდისთვის გეგმავ?

– საქართველოში აუცილებლად ჩამოვალ და სერიოზულ ფილმს გადავიღებ, რომელსაც „ოსკარის” რომელიმე ნომინაციას მიანიჭებენ. ეს ფილმი საქართველოზე იქნება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, აუცილებლად საქართველოში იქნება გადაღებული. ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული. აქ კიდევ თუ მივაღწიე წარმატებას, მერე უფრო გამიადვილდება სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, ასე რომ, ჩემზეა დამოკიდებული. მინდა, როგორც პროფესიონალი, ისე დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში. თითქმის ორი წელია, აქ ვარ, მაგრამ ეს არაფერია. ჯერ რაღაც სერიოზული უნდა შევქმნა და მერე ჩამოვიდე.

– პირველი ფილმი ვინ დაგიფინანსა?

– რომან სიმონიანმა, ჩემმა მეობარმა – მას აქვს ყველაფერი, რაც კი შეიძლება, დაგჭირდეს ფილმის გადასაღებად; მსახიობები კი ნაცნობები იყვნენ. 

– რეალურ ისტორიაზეა აგებული ფილმის სიუჟეტი?

– დიახ, მაგრამ, ყველაფერს შელამაზება სჭირდება; თუმცა, ასე ვთქვათ, ღერძი, რომელზეც ფილმია აგებული, რეალურია. მინდოდა, საერთაშორისო ფილმი გადამეღო და გამომივიდა კიდეც. ვინც ამ ფილმს ნახავს, ალბათ, საკუთარ თავსაც ამოიცნობს.  ფილმს ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, როგორსაც ველოდი.

– საკუთარ ფილმში თამაშობ?

– დიახ,  მთავარი როლი ცოლ-ქმარს ეკუთვნის და მე ქმრის როლის ვასრულებ. როგორც ქმრები არიან ხოლმე ურთიერთობაში პასიურები, მეც ასეთი ვარ ფილმში.

 

скачать dle 11.3