კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მეთოდებით ცდილობს ზოგიერთი ქალი მამაკაცის შენარჩუნებას

არსებობენ თუ არა ქალები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებენ საყვარელი მამაკაცის შენარჩუნებას? დიახ, შენარჩუნებას, რადგან, კონკურენცია დიდია და, შეიძლება, მარტო სიყვარულით ფონს ვერ გახვიდე. იმიტომ არა, რომ გრძნობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, უბრალოდ, ზოგჯერ კაცები გრძნობას დამსახურებულად ირგებენ, ეჩვევიან მას და თავს ქალების გულების შემმუსვრელების როლში წარმოიდგენენ ხოლმე. მამაკაცებს ეს ახასიათებთ. ამიტომ ცდილობენ ქალები, ითამაშონ, რათა სასურველი მამაკაცი ყოველთვის „მიბმული“ ჰყავდეთ, ანუ, მოიქცნენ ისე, რომ კაცს აღარ დარჩეს დრო და სურვილი, სხვა ქალისკენ გაიხედოს. რამდენად არის ეს ღალატის პრევენცია, სხვა საკითხია...

 

ლენა (37 წლის): ყოველთვის ვამბობდი, მამაკაცის პოვნა, მისი მოხიბვლა და „შებმა“ ბევრად ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება-მეთქი. პრინციპი მარტივია – კაცს ბევრი არ სჭირდება, რომ ქალით მოიხიბლოს; ამისთვის მოდელის გარეგნობაც კი არ არის საჭირო.

– აბა, რაღაც ხრიკები უნდა იცოდეს?

– არა, ეგ არ მიგულისხმია. თუმცა, „ხრიკები“ ყველა ნამდვილ ქალს აქვს და უნდა ჰქონდეს კიდეც. აბა, რისი ქალი ხარ, თუ კაცი ვერ „შეაბი“? ხუმრობით ვამბობ ამას, თუმცა, ბოლოს მაინც „შებმა“ გამოდის, დამეთანხმეთ. თანაც, მამაკაცებს თვითონვე უნდათ, რომ „შეებან“ – ამას უკვე სერიოზულად ვამბობ. პრობლემები მერე იწყება, თორემ, თავიდან ყველაფერი ადვილია და სასიამოვნო: ურთიერთობაც, ერთად ყოფნაც, კამათიც კი... მივადექით ყველაზე საინტერესოს – ქალებმა „შებმა“ უფრო იციან, ვიდრე შენარჩუნება და, პრინციპში, ვიცი ეს რატომ ხდება: ქალები რომ თხოვდებიან, ფიქრობენ, რომ მთავარი მიზანი მიღწეულია და უკვე შეუძლიათ, მშვიდად იცხოვრონ – ყოველგვარი ძალისხმევის, ზედმეტი მცდელობების, ტვინის ჭყლეტის გარეშე.

– ანუ, „ტვინის ჭყლეტა“ და ზედმეტი მცდელობები მერე იწყება?

– რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, ქალების უმეტესობას ეს საერთოდ არ ესმის. არ ვართ პოლიტიკოსები – ამ სიტყვის კარგი გაგებით. ოჯახური ურთიერთობებიც ხომ პოლიტიკაა და, თუ ეს არ იცი, ძნელია სრულფასოვანი თანაცხოვრება თუნდაც საყვარელ ადამიანთან. კარგად გამოგვდის ერთმანეთისთვის გულის ტკენა, ამას უკვე მექანიკურად ვაკეთებთ და არ ვფიქრობთ, როგორ გამოვასწოროთ ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომა. პატიების თხოვნას ვინ ჩივის, ისიც კი ვერ ვისწავლეთ, რომ ყველაზე ჯიუტები საყვარელ ადამიანთან არ უნდა ვიყოთ. მშვიდი ცხოვრება გვინდა და საქციელით ამ მშვიდი ცხოვრების შანსს ვისპობთ.

– ყველაფერს ქალებს ნუ დავაბრალებთ...

– მე განა ვინმეს რამეს ვაბრალებ... ვამბობ, რომ ქალებმა არ ვიცით, როგორ მოვიწყოთ ცხოვრება ისე, რომ მისგან სიამოვნება მივიღოთ. სისულელეა, თითქოს ცოლ-ქმარს შორის კინკლაობა ჯანმრთელი ურთიერთობაა და ჰაერის ის პატარა „ყლუპი“, რომელიც მათ მოწყენის საშუალებას არ აძლევს. თუ ვერ შეძელი ამ პატარა კინკლაობებისა და დაპირისპირებების მართვა, ისე მიხვალ გრანდიოზულ სკანდალამდე, თვითონაც ვერ შეამჩნევ. დიახ, რუტინა მძიმეა, მაგრამ, რაღა ჩხუბით უნდა გაახალისო?! მე ძალიან შევცდი, როცა ეს კარგი და სასიკეთო მეგონა. თავიდან თითქოს მართლა ვხალისობდით და მერე ძალიანაც ვერთობოდით იმ სულელურ საბაბებზე, რის გამოც ამ კინკლაობას ვიწყებდით. ვერც ერთმა ვერ შევნიშნეთ, როგორ შევაჩვიეთ ერთმანეთს ენა და ლანძღვაზე, შეურაცხყოფის მიყენებაზე გადავედით. უკვე ვხვდებოდი, რომ გაჩერება აუცილებელი იყო, მაგრამ, ინერციით უარესობისკენ წავედი. იქამდე მივედი, რომ ჩემი უსაყვარლესი ქმრის ყველაფერი მაღიზიანებდა. მართლა უსაყვარლესი ქმრის – მის გარეშე საერთოდ ვერ წარმომიდგენია ცხოვრება... იმ საღამოს აგრესიის აფეთქება მოხდა. არ ვიცი, რამ გადამიკეტა ჭკუა – შეიძლება, საწოლის ქვეშ შეყრილმა ჭუჭყიანმა წინდებმა, ან, იმან, რომ ვახშმისთვის გაშლილ სუფრასთან ნახევარ საათზე მეტი ვეძახე... ერთი სიტყვით, ვიფეთქე და საშინელებები ვუთხარი. მერე რომ ვფიქრობდი, მიკვირდა, ასეთი სიყტვები როგორ ამომივიდა პირდან-მეთქი – ისე ვყვიროდი და ვლანძღავდი... მეგონა, რომ ესეც ჩაივლიდა, როგორც სხვა ასეთივე საღამოები, მაგრამ, უცებ ადგა, შემომხედა, ჩაიცვა, სახლის გასაღები მაგიდაზე დადო და წავიდა. მეხი დამეცა. იმ წუთშივე ვიგრძენი, რომ თუ უკან არ დავაბრუნებდი, ჩემი ცხოვრება დასრულდებოდა. დავჯექი იატაკზე და მთელი ხმით ავტირდი... ტელეფონს ვეცი და დავიწყე რეკვა... არ მპასუხობდა, მერე საერთოდ გამორთო ტელეფონი... დავურეკე ჩემს დაქალს, მოვიდა და, იმის მაგივრად, რომ დავემშვიდებინე, ცეცხლზე ნავთი დამისხა – ეტყობა, მაგას საყვარელი ჰყავს, ამიტომაც გაიხურა კარი ასე ადვილადო. ეს მინდოდა?! მაგრამ, როგორც უკანასკნელმა სულელმა, მესიჯი მივწერე – შენ წასვლა გინდოდა; ალბათ, სხვა გყავს უკვე და სპეციალურად მოახდინე სკანდალის პროვოცირება-მეთქი, იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მომეხადა და გულწრფელად მომენანიებინა... ორი დღე სრულ დეპრესიაში გავატარე. ვხვდებოდი, რომ ყოველი მომდევნო დილა უფრო დამიმძიმებდა მდგომარეობას, მაგრამ, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა და არც ნორმალური მრჩეველი მყავდა. ისევ გადავწყვიტე, ჩემი გულისთვის დამეჯერებინა... ერთი წუთით არ მიფიქრია იმაზე, რომ ჩვენ ერთად ვეღარ ვიცხოვრებდით...

– ვინმე გეუბნებოდათ, თქვენ ერთად არ იქნებითო?

– დიახ. იყო ასეთი „რჩევებიც“: ეტყობა, ხასიათებით ვერ უთავსდებით  ერთმანეთს და, იქნებ, ასეც ჯობდა, სანამ ცემა-ტყეპამდე მიხვიდოდითო... ვერ დავუჯერე. სიყვარელი და მონატრება უფრო ძლიერი იყო... ერთი თვე მეყო ჩემი ენთუზიაზმი – ვირწმუნებდი თავს, რომ მის გარეშე უკეთესი იქნებოდა ჩემი ახალი ცხოვრება – არაფერი გამოვიდა.

მაშინ დავისახე მიზნად, რომ ყველა საშუალებით დამებრუნებინა ჩემი საყვარელი ადამიანი, ვიდრე მართლა შემცვლელს მომიძებნიდა.

– ანუ, გქონდათ ამის საშიშროება?

– როდემდე დარჩებოდა გულნატკენი კაცი ნუგეშისმცემლის გარეშე? ასეთ კაცებზე ნადირობენ ქალები. ადვილი „დასაბმელია“ – მოეფერები, თავზე ხელს გადაუსვამ, ეტყვი, რომ ბევრს იმსახურებს ცხოვრებაში და – ეგ არის, შენია!

– თქვენ რატომ არ მოიქეცით ასე?

– ხომ გითხარით, ქართველ ქალებს გათხოვების შემდეგ თამაშის წესები გვავიწყდება-მეთქი. უნდა გამეხსენებინა ის ყველაფერი, რითიც ქორწინებამდე მოვხიბლე ჩემი ქმარი.

– ეს შესაძლებელია? მით უმეტეს, რომ მეუღლეს თქვენი ნახვა აღარ უნდოდა.

– უნდა მონდომებოდა... დავიწყე მის სიახლოვეს ტრიალი. მივდიოდი მის სამსახურთან, იქვე ახლოს ვჯდებოდი და ფეხს არ ვიცვლიდი. მხედავდა და არ იმჩნევდა. ბავშვები ერთხელაც არ წამიყვანია, რომ არ ეთქვა, ბავშვებით მანიპულირებსო. მერე მესიჯების გაგზავნა დავიწყე, მხოლოდ ერთი სიტყვით – „მაპატიე”... ერთი კვირა არანაირი რეაგირება არ იყო; მერე მისმა მეგობარმა დამირეკა – ბავშვივით ნუ იქცევი, ძალიან განიცდისო. მივხვდი, რომ სწორ გზაზე ვიდექი... დამირეკა თვითონაც – არ დავბრუნდები, მაგრამ ბავშვების ნახვა მინდა და უარი არ მითხრაო. როცა მოვიდა, მე წავედი. სამჯერ გავაკეთე ასე, მეოთხედ კი მთხოვა, შენც ჩვენთან ერთად იყავიო... ხმა არ ამომიღია, ვიჯექი და ვუყურებდი. რომ მიდიოდა, ვთხოვე, შეიძლება, გაკოცო და ჩაგეხუტო? არანორმალურად მომენატრე-მეთქი. არ მჯერაო. ცრემლები მომადგა – არ მინდა უშენოდ ცხოვრება-მეთქი. შენთან რომ ვარ, მაშინ რატომ ვერ მიტანო... სიმართლეს ამბობდა და რა უნდა მეთქვა? უხმოდ გამოვეცალე... არ წავიდა, დარჩა. ერთი სიტყვა არ მითქვამს. საერთოდ არ შემიწუხებია... დილით წავიდა. მინდოდა, გამოვკიდებოდი და შემეჩერებინა, მაგრამ, რაღაც შინაგანმა ხმამ მიკარნახა, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. ორი საათის შემდეგ დაბრუნდა. ახლა მოჭიმული მშვილდივით ვარ, მეშინია, რამე არ შემეშალოს. ვერ ვიტყვი, რომ ფეხის წვერებზე დავდივარ, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, ჩემს სიყვარულში რომ დავარწმუნო.

– ანუ, რას აკეთებთ?

– ზედმეტად არ ვაწუხებ. ვხვდები, რომ ის ისეთი უნდა მინდოდეს და მიყვარდეს, როგორიც არის. ამას უკვე აღარ ვაკეთებ ძალდატანებით. ძნელი არ არის, თუკი მართლა გიყვარს და მართლა ძვირფასია შენთვის. მე აქტიური ქალი  ვარ და ემოციებიც უკონტროლო მქონდა; ახლა კი მთელი ჩემი შინაგანი რესურსი იქით მაქვს მიმართლი, რომ ზედმეტი არ მომივიდეს. ვხვდები, რა არ მოსწონთ კაცებს ცოლებში – მათი სურვილი და მცდელობა, გადააკეთონ ქმრები. ცოლები აღარ ვართ ხოლმე ისეთები, როგორებიც შეყვარებულობის პერიოდში. არ მითხრათ, რომ კაცებიც აღარ არიან ისეთები. ჩვენ ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ. თუ გვიყვარს ქმარი, თუ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია, ისე არ უნდა მოვიქცეთ, სახლიდან გაქცევის სურვილი გაუჩნდეს და, აუცილებლად გაუჩნდება, თუკი ყოველ საღამოს უწესრიგოდ დაყრილი წინდების გამო ეჩხუბებით. მას არ აწუხებს ის წინდები და არც მიაჩნია, რომ რამეს აშავებს. ამიტომ, ან უსიტყვოდ უნდა აიღოთ, ან თქვენც „დაიკიდოთ“. მე ხან ასე ვიქცევი, ხან – ისე. წარმოიდგინეთ, სასწორის ერთ პინაზე დევს მამაკაცური „ცუდი ჩვევები“, მეორეზე – თვითონ ის. გადაწონის „ცუდი ჩვევები“?! – ესე იგი, არ გყვარებიათ, – სულ ეს არის. ხომ გესმით, როგორი მარტივია! მე ვიცი, რომ სხვა კაცთან ბედნიერი ვერ ვიქნები, ამიტომ, ყველაფრით „დავაბამ“ ჩემს ქმარს, ისევ რომ არ გაიქცეს.

 

скачать dle 11.3