კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხდა ტრიო „მანდილის“ ცნობილი ვიდეოს – „აპარეკას“ გადაღება და რომელი სიმღერით ჩააგდეს გოგონებმა მსოფლიო ტრანსში

ტრიო „მანდილის“ წევრებმა, შორენა ცისკარაულმა, თათია მგელაძემ და ანი ჭინჭარაულმა, პოპულარობა უცხოეთიდან დაიწყეს და შემდეგ ქართველ მსმენელსაც შეაყვარეს თავი. შემთხვევით გადაღებული სამოყვარულო ვიდეო მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა – გოგონების ვიდეო ამერიკის ერთ-ერთ ცნობილ ბლოგზე, „ჰაფინგტონპოსტზე“ განათავსეს და, არა მხოლოდ აქ, მათ სიმღერას ბერლინში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დიდ ეკრანზე უჩვენებდნენ. „ეს ქართული ფოლკლორული სიმღერა ტრანსში ჩაგაგდებთ“; „ამ გოგონების ჰარმონიული სიმღერა სხვა დროში მოგახვედრებთ“, – ამ და მსგავსი კომენტარებით აფასებდა მსოფლიო „მანდილის“ ნამღერ „აპარეკას“. ვიდეოს „იუთუბიზე“ განთავსებიდან ერთ კვირაში ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.

 

– დიდი ხანია, იცნობთ ერთმანეთს? 

ანი: შორენას სკოლიდან, სულ ოთხი წელია, რაც ვიცნობ. თათიამ და შორენამ  ცოტა უცნაურ სიტუაციაში გაიცნეს ერთმანეთი – ეროვნულ გამოცდებზე, შემდეგ კი სამივე დავმეგობრდით და შევქმენით ჯგუფი „მანდილი“.

– როდის გადაწყვიტეთ ჯგუფის შექმნა, ვისი იდეა იყო?

თათია: ჯგუფის შექმნის იდეა ხუთი-ექვსი თვის წინ გაჩნდა, როდესაც სტუდენტური დღეები დაიწყო. შორენა „გორგასალში” სწავლობს და მისი უნივერსიტეტის სახელით უნდა გამოვსულიყავით კონკურსზე.  ასე შევქმენით ჯგუფი, რომელსაც დავარქვით „მანდილი“. ვიდრე ამ კონკურსზე გამოვიდოდით, მანამდე დავდიოდით საქველმოქმედო საღამოებზე და იქ ვმღეროდით. 

– რატომ ფოლკლორი და არა სხვა ჟანრი?

ანი: სამივეს მოგვწონს ეს ჟანრი. ქართული ყველაფერი გვიყვარს და, ვეცდებით, ბოლომდე გავყვეთ ამ გზას.

თათია: ოთხი-ხუთი წლის წინ, დუშეთის სკოლაში გადავედი სასწავლებლად და დეიდასთან ვცხოვრობდი 2 წელი. დუშეთში ყველა ფანდურზე უკრავდა და ხალხურ სიმღერას მღეროდა. ამ ყოველივემ ჩემზე დიდი გავლენა იქონია და მეც მომანდომა ფოლკლორი. თვითონ ვისწავლე დაკვრა, ფანდურიც ძალიან ძველ ნივთებში ვიპოვე. 

– „იუთუბიზე“ შემთხვევით ატვირთულმა ვიდეომ მოგიტანათ პოპულარობა. ვინ იყო პირველი, ვინც ეს ვიდეო საკუთარ გვერდზე გააზიარა?

შორენა: ამ ვიდეომ ნამდვილად მოგვიტანა წარმატება. რაც შეეხება მის ისტორიას ძალიან ჩვეულებრივია: უბრალოდ, ვერთობოდით, სპეციალურად არაფერი დაგვიგეგმავს და ეს, მგონი, კადრებშიც კარგად ჩანს. პირველად ჩვენი ვიდეო გააზიარა რუსმა ჟურნალისტმა და აქედან დაიწყო ყველაფერი.  შემდეგ კი ერთ-ერთ ამერიკულ ტელეშოუშიც გავიდა.  ჩვენს ვიდეოს გერმანიაში და რამდენიმე ქვეყანაში დიდ მონიტორებზე აჩვენებდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. დღეისთვის 900 000-ზე მეტი ნახვა აქვს (ინტერვიუ ჩაწერილია 20 სექტემბერს, – ავტორი).

თათია: ვიდრე უცხოურ საიტებზე არ დაიდო  ჩვენი ვიდეო, მანამდე საქართველოში ყურადღება არავინ მოგვაქცია. „ქართველი გოგონების სიმღერა ტრანსში ჩაგაგდებს,“ – ასეთი წარწერებით ავრცელებდნენ ჩვენს სიმღერას უცხოური მედიის წარმომადგენლები. თავიდან ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. ყველა გვეკითხებოდა, როგორ აღმოვჩნდით გერმანიის, რუსეთის, საფრანგეთის ყურადღების ცენტრში. მერე გავიგეთ, რაც ხდებოდა სინამდვილეში. 

– ამ პოპულარული ვიდეოს გადაღების ისტორია მომიყევით.

– მე და ანიმ გადავწყვიტეთ, შორენასთან, ცხვარიჭამიაში წავსულიყავით, ოღონდ, მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. შორენა გაბრაზებული იყო ჩვენზე, რამდენიმე დღე ვალოდინეთ და არ ჩავედით მასთან, მერე კი უცებ გადავწყვიტეთ წასვლა. რომ დაგვინახა, ისეთი რეაქცია ჰქონდა, ეს აუცილებლად უნდა დამეფიქსირებინა – გაკვირვებული და შეშფოთებული იყო.  გავედით სასეირნოდ, სადაც გადავიღეთ ეს ვიდეო. სულ ვიღებთ ხოლმე რაღაცეებს, მნიშვნელობა არ აქვს, გვაქვს თუ არა ინსტრუმენტი, სამახსოვროდ ვინახავთ. ვიდეოს გადამღებიც არავინ არ გვყავს და „სელფის“ რეჟიმით ვიღებთ ხოლმე.  „იუთუბიზეც“  მე ავტვირთე, როდესაც შორენა არხოტში იყო, ხოლო ანი – თიანეთში. 

– ამ ყველაფრის შემდეგ უცხოეთიდან რა შემოთავაზებები მიიღეთ?

– ძალიან ბევრი შემოთავაზება გვაქვს, გვეპატიჟებიან სხვადასხვა ქვეყანაში, გვთხოვენ ჩასვლას და სიმღერას. პირველი მოწვევა რუსებისგან მივიღეთ, შემდეგ მოჰყვა საფრანგეთი და გერმანია. რამდენიმე ტური იყო საფრანგეთში, მაგრამ, ჯერ ვერ მივდივართ. რაც შეეხება გამოხმაურებას, თითქმის ყველა ქვეყნიდან დაგვიკავშირდნენ. ზოგი ისეთი ქვეყანაა, რუკაზეც რომ არ ვიცი, სადაა (იცინის). 

– რატომ ვერ ახერხებთ წასვლას? 

შორენა: ანი პატარაა – 16 წლის არის და სკოლაში დადის. მართალია, ეს არაა მთავარი მიზეზი, მაგრამ, ერთ-ერთი ფაქტორი ნამდვილად არის. სიმართლე გითხრათ, სერიოზულადაც არ ვუყურებთ ამ შემოთავაზებებს.

– სიმღერის გარდა, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში?

ანი: მე მეთერთმეტე კლასში ვარ, სკოლაში დავდივარ. მინდა, რომ ხელოვნების განხრით ჩავაბარო უნივერსიტეტში – ინტერიერის დიზაინი ან რამე მსგავსი ავირჩიო. ჰუმანიტარული განხრითაც სიამოვნებით წავალ.

შორენა: ვსწავლობ და ვმღერი. ვარ გორგასლის უნივერსიტეტის სტუდენტი, ტურიზმის ფაკულტეტზე ვსწავლობ, თუმცა, ტურიზმისგან რა მინდა, არ ვიცი (იცინის). მეტი არაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში, თავისუფალ დროს სულ ვმღერი, მეტი საქმე არ მაქვს (იცინის).

თათია: მეორეკურსელი ვარ და ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე  ვსწავლობ, თუმცა, საერთოდ არ მაქვს შეხება ამ სფეროსთან და, რა მინდა აქ, მეც არ ვიცი.  ბავშვობიდან მინდოდა ჟურნალისტიკა, ბიზნესზე შემთხვევით აღმოვჩნდი. ძალიან მიყვარს ქარგვა; პროფესიონალის დონეზე ვერ ვქარგავ, მაგრამ, ცუდადაც არ გამომდის (იცინის).

– გავიგე, რომ ხევსურეთში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც სიმღერის ჩაწერა შემოგთავაზათ. ეს ერთჯერადი დახმარება იყო?

ანი: ხევსურეთში, ერთ-ერთ სუფრაზე, სრულიად უცხო ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი. ვერ დავასახელებთ ამ პიროვნებას, რადგან, თავად არ სურს, მისი სახელი და გვარი რომ ვთქვათ, ასე საიდუმლიდ ვინახავთ (იცინის). ერთს გეტყვით, რომ ცნობილი სახე არაა.

შორენა: ჩვენს სიმღერას პირველად რომ მოუსმინა, გაოცებული იყო. გაუკვირდა, რატომ არ გვქონდა სიმღერა ჩაწერილი. სიტუაცია რომ ავუხსენით, თავად შემოგვთავაზა დახმარება. ასევე, გვითხრა, მომავალშიც თუ რამე დაგვჭირდებოდა, დავკავშირებოდით.

თათია: ერთ სიმღერას საჩუქრად ჩვენი მეგობრები, დები ნაყეურები ჩაგვაწერინებენ; რადიო „დარდიმანდი“ გვიწერს იმ ცნობილ სიმღერას, რომელმაც პოპულარობა მოგვიტანა – „აპარეკას“ და ერთსაც ჩვენი ფინანსებით ვწერთ. 

– კრიტიკა ყოფილა? ძირითადად სულ კარგი მესმის თქვენზე...

– კი, როგორ არა, ცუდ კომენტარებსაც გვიწერენ ხოლმე (იცინის).

ანი: ცოტა არის ცუდი კომენტარი. ჩვენ პასუხს არ ვცემთ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანების მიმართ ცუდად ვართ განწყობილები, ჩვენ ისინიც გვიყვარს.

– პოპულარობამ პირად ცხოვრებაზეც იქონია გავლენა?

– არანაირად. როგორც ადრე ვიყავით, დღესაც ისე ვართ.

შორენა: პოპულარობამდეც მყავდა პიროვნება, რომელიც მიყვარს და დღესაც ჩემ გვერდითაა, ასე რომ, ჩემთვის არაფერი შეცვლილა (იცინის).

– თუმცა, თაყვანისმცემლების რიცხვი ნამდვილად მოიმატებდა...

თათია: უჰ, კი (იცინის), სამივეს შემთხვევაში. პირველად გვეუნებიან, რომ კარგი ხმა გვაქვს; შემდეგ იწყებენ, როგორები ვართ ფიზიკურად, როგორი ხასიათი გვექნება  და ასე გრძელდება დაუსრულებლად (იცინის).

 

скачать dle 11.3