კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავიცვათ თავი „კამელინის“ დახმარებით გრიპის ვირუსისა და გაციებისგან და რატომ არის მისი გამოყენება სხვადასხვა დაავადების თავიდან ასაცილებლად ეფექტური

ჩვენს მკითხველს არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია ნატურალური თაფლისგან დამზადებული ქართული პრეპარატის – „კამელინის“ ამპულების, კაფსულების, მალამოს, სანთლებისა და სპრეის შესახებ. დღეს მიმდინარეობს „კამელინის“ თვისებების ახლებური კველვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს საუკეთესო სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი ხანია, „კამელინის“ სამკურნალო თვისებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს გასცდა და დღეს უკვე არაერთი ქვეყნიდან ჩამოდის დელეგაცია, რომელსაც სურს, „კამელინის“ საკუთარ ქვეყანაში დარეგისტრირება და შეტანა. ეს კი მსოფლიო მასშტაბით კიდევ უფრო მეტად ზრდის „კამელინისადმი“, როგორც 100 პროცენტით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, არატოქსიკური, ჰიპოალერგიული, ანთების საწინააღმდეგო, მარეგენირებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი, ძლიერი ანტიოქსიდანტისადმი ინტერესს. 

გარდა ამისა, რადგან ჩვენს ქალაქში მოულოდნელად აცივდა, ადამიანების დიდი ნაწილი უკვე ებრძვის გაციებასა და ვირუსებს; ამიტომ, მათ შევახსენებ, რომ, როგორც პროფილაქტიკის მიზნით, გაციებისა და გრიპოზული ვირუსებისგან თავის დასაცავად, ასევე უკვე გაციების შემთხვევაში, გამოიყენონ „კამელინის“ სხვადასხვა ფორმა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებობს „კამელინის“ ფორმა – „კამელინ ფლუ“ – სპრეი, რომელიც სწორედ გრიპოზული, პირის ღრუსა და ყელის ჩირქოვანი, ინფექციური დაავადებებისა და ანთებითი პროცესების  სამკურნალოდ გამოიყენება. 


კობა გურიელიძე (კომპანია „კამელინის“ აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი; ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი): „კამელინის“ მიღება პროფილაქტიკის მიზნითაც არ არის ურიგო. შეიძლება, ადამიანს არაფერი სჭირს, მაგრამ, იმუნიტეტის ამაღლების მიზნით, შეუძლია, წელიწადში ორჯერ ჩაიატაროს „კამელინით“ მკურნალობის კურსი: ერთი – გაზაფხულზე, მეორე – ზამთრის დადგომისას. ასევე, კარგია მისი მიღება სიმსივნის პრევენციის მიზნითაც. ქიმიური პრეპარატები დამანგრევლად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, „კამელინი“ კი აბსოლუტურად უვნებელია – არ აქვს გვერდითი მოვლენები, ბუნებრივი, თაფლისგან დამზადებული პრეპარატია და მისი მიღება თავისუფლად შეიძლება პრევენციის მიზნითაც. საერთაშორისო კვლევებმაც ნათლად დაადასტურა, რომ „კამელინი“ ერთ-ერთი საუკეთესო იმუნომოდულატორია. მონრეალის „ლედი დევისის შიდსისა და ვირუსული დაავადებების ცენტრის” კვლევებით დადგინდა, რომ პრეპარატ „კამელინის” ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი მთლიანად აჩერებს ფერმენტის – ნეირამინიდაზას აქტივობას, რაც ვირუსის ჯანმრთელ უჯრედში შეღწევის უნარის დაკარგვას იწვევს. იმ შემთხვევაში კი, როცა ვირუსი უკვე უჯრედშია, ხელს უშლის მის გამოსვლას ინფიცირებული კერიდან და სხვა უჯრედებზე გავრცელებას. ამავე დროს, ორგანიზმის იმუნიტეტს საშუალებას აძლევს, გაანადგუროს უჯრედში ლოკალურად შეჭრილი ვირუსები. რაც ყველაზე მთავარია, „კამელინის“ საშუალებით ვირუსს ხელი ეშლება, თავისი დამანგრეველი გენეტიკური მონაცემები ჩანერგოს ორგანიზმის ჯანმრთელ უჯრედში. უკვე რამდენიმე ხანია, გასაყიდად გამოვიდა „კამელინ ფლუ”, რომელიც გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის გრიპოზული, პირის ღრუსა და ყელის ჩირქოვანი, ინფექციური დაავადებები, ანთებითი პროცესები. პრეპარატში არის ის კომპონენტები, რომლებიც ლორწოვან გარსზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში აჩერებს პრეპარატის აქტიურ ნივთიერებებს და, შესაბამისად, ეს უფრო მეტ ეფექტურობას იწვევს. როდესაც პირის ღრუში არის ბაქტერიული, სოკოვანი კერები, „კამელინ ფლუ” ძალიან მალე აქრობს პროცესს. ასე რომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით,  გადავწყვიტეთ, სპრეიში ჩაგვედო და გაგვევითარებინა ის თვისებები, რაც „კამელინის” აქტიურ მოლეკულებს ახასიათებს: ანტიბაქტერიული, ანტისოკოვანი, ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული პროცესები. რაც მთავარია, როგორც „კამელინის” სხვა ფორმებს, ასევე სპრეისაც, სხვა წამლებთან მიმართებაში უკუჩვენება არ აქვს და მისი გამოყენება შეიძლება თითქმის ყველა მედიკამენტთან ერთად. თუ კლასიკური თერაპია ამ დაავადებებს კურნავდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, „კამელინთან” კომბინაციაში  შედეგი უფრო ეფექტური იყო, გართულებები პრაქტიკულად არ ყოფილა და გამოჯანმრთელებაც უფრო მალე ხდებოდა. 

– როდესაც „კამელინზე” ვსაუბრობთ, არ შემიძლია, არ შევეხო მის გამოყენებას ისეთი მძიმე დაავადების სამკურნალოდ, როგორიც არის სიმსივნე.

– ჩვენი ძირითადი მომხმარებლები ონკოლოგიური პაციენტები არიან. მართალია, „კამელინი” უკვდავების წყალი არ არის, მაგრამ, ძალიან კარგი პრეპარატია – ძლიერი იმუნომოდულატორი, ამიტომაც, ძალიან კარგი საშუალებაა პროფილაქტიკისთვის, სხვადასხვა დაავადების ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად. როდესაც ადამიანის იმუნიტეტი გამოდის წყობიდან, მას არაფერი სტკივა, არაფერი აწუხებს, მაგრამ, იმუნიტეტის მდგომარეობა განსაზღვრავს კიბოს უჯრედების გაზრდა-განვითარებას ან შეჩერებას. როდესაც იმუნიტეტი მცირდება, ის კონტროლს კარგავს, ეს უჯრედები კი უსასრულოდ მრავლდება და ასე ყალიბდება პირველი სტადიის კიბო. ჩვეულებრივ შემთხვევაში, როცა იმუნიტეტი მწყობრში აქვს ადამიანს, ეს უჯრედები იზრდება, კვდება და ასე შემდეგ. მაგრამ, როცა იმუნიტეტი მცირდება, უჯრედების ზრდას ხელს ვერ უშლის, უჯრედები არ კვდება, კიბოს უჯრედების მასად ყალიბდება და ჭამს ორგანიზმს. კიბოს პირველი სტადიის ჩამოყალიბებას თითქმის 10-15 წელი სჭირდება. როდესაც ადამიანს იმუნიტეტი აქვს შემცირებული, ამ დროს ძალიან კარგია „კამელინის“ გამოყენება, რომელიც ზრდის იმუნიტეტს და ხელს უშლის დაავადების ჩამოყალიბებას. 

ნათია (32 წლის): ჩემს დეიდას ცოტა ხნის წინ დაუსვეს კუჭის სიმსივნის დიაგნოზი. მაშინვე დაიწყო მედიკამენტებით მკურნალობა, მაგრამ, არცთუ კარგი შედეგი ჰქონდა. დიდი ხანია, თქვენი ჟურნალის მკითხველი ვარ, „კამელინის“ შესახებაც არაერთი სტატია მქონდა წაკითხული. ამიტომ, როგორც კი შევიტყვე დეიდას მდგომარეობა, მაშინვე „კამელინი“ გამახსენდა. მის მწარმოებელთან გავიარე კონსულტაცია, დეიდასაც ვკითხე და, მისი თანხმობის შემდეგ, გავუგზავნე პრეპარატი. მაშინვე დაიწყო მკურნალობა და შედეგი უკვე აქვს: აღარ აწუხებს ტკივილები, ენერგიულიც გახდა, ძალაც დაუბრუნდა და გამოჯანმრთელების იმედიც გაუჩნდა. „კამელინით“ მკურნალობის შეწყვეტას არ აპირებს. ცოტა ხანს შეისვენა და ახლა უკვე მკურნალობის მესამე კურსს იტარებს. რაც მთავარია, არანაირი გართულება არ ჰქონია, პირიქით, წინ და წინ წავიდა. ჩვეულებრივ მუშაობს, შრომისუნარიანობა აუმაღლდა, ტკივილებიც აღარ აწუხებს. კიბო ისეთი დაავადებაა, ერთი ხელის მოსმით ვერ მოერევი, ამიტომ, კიდევ განაგრძობს მკურნალობას.

68 წლის ქალბატონს 7 წლის წინ ონკოლოგიურ კლინიკაში დაუსვეს მარჯვენა ყურში სწრაფი სარკომის დიაგნოზი – ემლემის დაშლა. სხივურმა თერაპიამ შედეგი არ გამოიღო. დაიწყო „კამელინ მ1-ის“ (ინიექციის) გამოყენება. მესამე დღიდან ყურიდან სითხის მოდინებამ შემცირება დაიწყო. მკურნალობის მეორე კურსის დაწყებიდან კი საერთოდ შეწყდა. სამი კურსის ჩატარების შემდეგ მთლიანად ალაგდა ტყემლისოდენა სიმაგრეც. პაციენტი არაფერს აღარ უჩიოდა და  მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით, წელიწადში ერთხელ იტარებდა კამელინოთერაპიის კურსს. 

 რამდენიმე წლის წინ ბათუმელ პაციენტს დაეწყო წონის საგრძნობი კლება, ხშირი ხველა, რენტგენოგრაფიული გამოკვლევით დაუდგინდა მარჯვენა ფილტვის ქვემო ნაწილში მეტასტაზური კერა. ყველას გასაკვირად, მან უარი თქვა კონსერვატიულ მკურნალობაზე და გადაწყვიტა, ჩაეტარებინა კამელინოთერაპია. პაციენტი არავის უმხელდა, თუ რით მკურნალობდა. პირველი კურსიდანვე დაიწყო მან წონაში მომატება და სიმპტომებიც თანდათან ალაგდა, ორი თვის შემდეგ კი, ხელახალი რენტგენოგრაფიით, მეტასტაზური კერა აღარ დაფიქსირდა – ის ჩრდილი, რომელიც საკმაოდ დიდ უბანზე იყო, სრულიად გაიწმინდა. პაციენტი ექიმია და, პირადი გამოცდილებიდან, თამამად ურჩევს სხვა პაციენტებს „კამელინის“ გამოყენებას.  

P.S. მჯერა, რომ ქართული პრეპარატი „კამელინი“ კიდევ ბევრ საერთშაროსო აღიარებას მოიპოვებს და, რაც მთავარია, არაერთ ადამიანს დაუბრუნებს გამოჯანმრთელებისა და ცხოვრების იმედს. ვისაც გაქვთ „კამელინთან“ დაკავშირებული კითხვები ან გსურთ კონსულტაცია, შეგიძლიათ, დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 599-33-10-89; 599-58-09-07; 599-23-03-33; 2-98-57-78; 2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87.

 

скачать dle 11.3